უფასო ლუდი და სპორტული ცხოვრება

ჯანსაღ ცხოვრების წესს მისდევ? დარბიხარ ყოველ დილით (ზოგჯერ – დილა-საღამოს)? უპირატესობას ანიჭებ “ნიუ ბალანსის” სპორტულ ფეხსაცმელს? (ეს ბოლო პუნქტი აუცილებელი პირობა არაა. სასურველი კია, იმჰო).

კარგი ამბავი მაქვს – ძუნძულით დაფარული კილომეტრები შეგიძლია გადაცვალო… ლუდში!

მიდიხარ პაბში, აჩვენებ მობილურს – აპში დათვლილ მანძილს და ბარმენი ლუდს ჩამოგისხამს. უფასოდ – კილომეტრების ფასად.

რაც მეტია კილომეტრი – მით მეტია ლუდი.

Continue reading

Advertisements

რუდოლფ II – იმპერატორი, რომელსაც ლუდი ძლიერ უყვარდა

Rudolf-IIრუდოლფ მეორე ჰაბსბურგი „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი, ბოჰემიის, გერმანიის, უნგრეთის მეფე და ავსტრიის ერცჰერცოგი ხელოვნების, ალქიმიისა და ლუდის დიდი მოყვარული გახლდათ. ის 1552 წელს ვენაში დაიბადა, მადრიდში, ბიძამისის, ესპანეთის მეფე ფილიპე მეორის კარზე აღიზარდა და ცხოვრების დიდი ნაწილი პრაღაში გაატარა. რომის საღვთო იმპერიის სამეფო ტახტზე ასვლის შემდეგ, რუდოლფ მეორემ სამეფო რეზიდენციად პრაღა აირჩია და 1583 წლიდან „პრაჟსკი ჰრადში“ დასახლდა. მისი მმართველობის დროს პრაღა ევროპის კულტურულ და სამეცნიერო ცენტრად იქცა. მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები მთელი მსოფლიოდან მიაწყდნენ პრაღას, სადაც მათ სრული შემოქმედებითი თავისუფლება და იმპერატორის მფარველობა ელოდათ. პრაღას აგრეთვე მიაშურეს ასტრონომებმა, ფილოსოფოსებმა, ქიმიკოსებმა და ალქიმიკოსებმა. Continue reading