სიყვარული ორივე ფინჯნიდან

Second Cup Cappuccinoყავის ისტორია ეთიოპიიდან იწყებაო, ასე ამბობენ. ყავის მარცვლიდან რომ საოცარი სასმელის მომზადება შეიძლება, ამ საქმეში წვლილი შეიტანეს მწყემსებმა და შეიხებმა, ბედუინებმა და ფილოსოფოსებმა, თეოლოგებმა და დერვიშებმა… შეიხზე რა ვთქვა, მაგრამ ფრანკ ო’დი (Francis O’Dea) ქალაქ მონრეალიდან ფილოსოფოსიც იყო, თეოლოგიც, ბედუინიცა და მწყემსიც. არც სახლი ჰქონდა, არც კარი. მოგზაურობდა ქვეყნის გარშემო და საჯარო ლექციებით (ასე დავარქვათ, პირობითად) ირჩენდა თავს. უცნაური ადამიანი იყო. ერთ დღეს კი ქალაქ თორონთოში მის “კოლეგას”, სხვა კანადელ ფილოსოფოსსა და თეოლოგს თომ ქალიგანს (Tom Culligan) გადაეყარა. შეუამხანაგდა და ასე დაიწყო “მეორე ფინჯნის” ისტორიაც.

Second Cup Coffee Co. კანადური ყავახანებისა და ყავის მაღაზიის ქსელია. ამერიკული CB&TL-ის მსგავსი. 1975 წლიდან არსებობს. თავიდან მხოლოდ ერთი ყავახანა იყო, სადაც ისეთი თავისუფალი, ანარქიული და არაფორმალური გარემო იყო, მის მფლობელებს რომ შეეფერებოდათ. ადგილობრივი ბომონდის საყვარელი თავშესაყარი. “ვიყიდოთ ერთი სამოვარი, დავდგათ სტოლზე , ვსვათ ჩაი და ვისაუბროთ ხელოვნებაზე”, – აი, ეგეთი გარემო იყო. Smile უბრალოდ სამოვრის ნაცვლად ყავის სახარში მანქანა ჰქონდათ და ჩაის ნაცვლად ყავას სვამდნენ. ხელოვნებასთან ერთად, კანადაა მაინც და ჰოკეიზეც საუბრობდნენ, უთუოდ. და მარიხუანასაც ეწეოდნენ, ალბათ.

Continue reading

ბეთლემი

საუკეთესო ადგილი თბილისში?

ხშირად, ძველ თბილისში სეირნობას აბანოთუბანში ვამთავრებთ, ლეღვთახევში, შარდენის რომელიმე კაფეში… მაგრამ, თუკი არ დაიზარებთ, სოლოლაკიდან ტიმოთე ბელოის 120-საფეხურიან კიბეს აჰყვებით, დაგხვდებათ ულამაზესი ხედები, ვიწრო, საფეხმავლო შუკები, რამდენიმე კოხტა ეკლესია, სპარსული ათეშგა – მაზდეანური სალოცავი,  ძველი თბილისის განუმეორებელი არომატი და გასაოცარი კაფე-რესტორნები. ეს არის თბილისური ბეთლემი – კლდის უბანი.

კაფე-რესტორნები ვთქვი და გამორჩეული სამია.144 Stairs

პირველს 144 საფეხური ჰქვია. ბეთლემის ქუჩიდან ზემოთ, კიბით 144 საფეხური უნდა ასკინკილა აირბინოთ და თბილისის ყველაზე კოლორიტულ კაფეში აღმოჩნდებით.  აქედან თბილისი ყველაზე ლამაზი ჩანს. სწორედ ამ ადგილიდან იშლება ჩვენს ქალაქზე ყველაზე ლამაზი ხედი. ამ კაფეში ძალიან კარგი, მხიარული, მეგობრული და ყურადღებიანი ადამიანები მუშაობენ. ამ კაფეში ამზადებენ უგემრიელეს ნამცხვრებს. აქ მზეს ეფიცხება 144 ბუნდღლა (და არაბუნდღლაც) კატა. Smile აქ ბევრი ნახატია კედლებზე (კაფეს მფლობელი თავადაც მხატვარი და გალერისტია), აქ მყუდრო ვერანდაა და, როგორც ვთქვი, ულამაზესი ხედები.

Continue reading

არამხოლოდ სთარბაქსის

– როდის შემოვა საქართველოში “სთარბაქსი”?

– სანამ “სთარბაქსი” არ გვეყოლება, ყავას ვერ ვსვამ თბილისში.

– ყავის დასალევად სტამბოლში მიწევს გადაფრენა, გოგო!

– ჩემი მეზობლის ძმის მეგობრის გერლფრენდის დაქალი “სთარბაქსში” მუშაობს და ნამდვილად ვიცი, მალე იხსნებიან საქართველოში.

არამხოლოდ “სთარბაქსის”!

CB&TLThe Coffee Bean & Tea Leaf რა თქმა უნდა, ვერ არის ისე პოპულარული, როგორც “სთარბაქსია”, მაგრამ ნამდვილი ამერიკული ყავის დაგემოვნება თუ გსურთ, როგორც იტყვიან – ველქომ!

Continue reading

პოლი, ბრუქსი და ბარნოვი

PAUL

Paul Tbilisiქალაქ კრუაში პატარა საფუნთუშეს იმ დილით კლიტე რომ ჩამოხსნა და პირველად შეუღო კარი მყიდველებს, ფრანგი ხაბაზი შარლემან მაიო ნამდვილად არ იფიქრებდა, რომ 127 წლის შემდეგ, თბილისში 3-ჯერ მომიწევდა მის კაფეში მისვლა, იმისთვის რომ შევკვეხებულიყავი ძლივს და ორი თავისუფალი ადგილი მომეგდო გაჭირვებით.  Smile “დონათები გაგვითავდა”-ო გამახსენდა. თუმცა, PAUL-სა და Dunkin’ Donuts-ს ვერ შევადრი. ფასთ-ფუდისა და დონათების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ “პოლი”-ს რეცეპტურა და ტკბილეული “ჟანრის კლასიკაა”. უგემრიელესი ბოლო ნამცეცამდე.

მაიოს საფუნთუშე PAUL დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა მცირე საცხობად, კრუას გარეთ ცოტა ვინმეს თუ გაეგონა. კრუა კი პაწაწკინტელა ქალაქია – 20’000 ადამიანი ცხოვრობს დღეს და 1889 წელს რამდენი იყო არ ვიცი. ალბათ, იმდენი, რამდენის დაპურებასაც შარლემან მაიო, მისი მეღლე და ორი შეგირდი გასწვდებოდა. Smile

მაგრამ საფრანგეთში გურმან ხალხს რა დათვლის და თუკი მე აგერ, ვაკეში გავედი PAUL-ის ტკბილეულის დასაგემოვნებლად, ფრანგები ჯერ ლილიდან ეწვივნენ კრუას (7 კილომეტრია სულ), შემდეგ – სხვა ქალაქებიდან. მაიოს საფუნთუშის სახელმა პარიზამდეც ჩააღწია. მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან კი PAUL-ის პურ-ფუნთუშეული სუპერმარკეტების დახლებზეც გამოჩნდა (მათ შორის, “კარფურს” არ ეწყინოს და “აშანის” დახლებზე, რომლის ისტორიაც ასევე ქალაქ კრუადან იწყება).

დღეს PAUL – ესაა საცხობებისა და კაფე-რესტორნების ქსელი საფრანგეთსა და მსოფლიოს 30 ქვეყანაში. ახლა უკვე – საქართველოშიც. უგემრიელესი შოკოლადის ტარტლეტი (ტარტალეტკა – ჩვენებურად), შოკოლადის მაკარუნი (მაკარონი არა – მაკარუნი, ბისკვიტი), ფრანგული კულინარიის შედევრი – ეკლერი და, ცხადია, კრუასანი, რომელიც ვითომ ავსტრიელებმა კი მოიგონეს, მაგრამ კრემისა და შოკოლადის დამატებას სწორედ ფრანგები მიხვდნენ… აბა, რა იქნებოდა კრუასანი კრემისა და შოკოლადის გარეშე?

Continue reading

Cantina by Bontempi – იტალიური ყავის სარდაფი

Cantina by Bontempiსაბურთალოს ქუჩაზე ლუდის დასალევად დავდივარ ხოლმე. ბევრი კარგი ბარია იქ. დაჯდები, ხინკალს შეჭამ, ფეხბურთს ან რაგბს უყურებ მეგობრებთან. მაგრამ არც დიდი ხანია, ლუდხანებს შორის მოკალათდა პატარა იტალიური კაფე, გვერდს რომ ვერ აუქცევ, ისეთი: ჯერ ისეთი გემრიელი სახელი აქვს, მერე კიდევ ისეთი აბრა, არ იქნება, გვერდი აუქციო.

იდეალური გარემოა ლანჩთაიმისთვის, თუმცა სხვა დროს თუ მიხვალთ, არც მაგას ინანებთ. სახელის საპირისპიროდ (Cantina – იტალიურად სარდაფია) ძალიან ნათელი ადგილია, მინიმალისტური, სადა, ურბანული დიზაინით, არაჩვეულებრივი, ღიმილიანი მომსახურება და გემრიელი მენიუ – ესაა კანტინა ბაი ბონტემპი.

უგემრიელესი ესპრესოა. ამ ბოლო დროს დავდივარ და ესპრესოებს Espresso Cantina by Bontempiვტესტავ, გაიგებდით, ალბათ. Smile ჰოდა, კანტინას ესპრესო (ერთ-ერთი) საუკეთესოა ქალაქში, თხილისფერ-ჟღალისფერი, თითქმის ისეთი, როგორსაც კურტ ბაუერი ამზადებს… (ამ ერთ-ერთით ახლა თავი დავიზღვიე, თორემ სადაც ვნახე, მათ შორის კია საუკეთესო). Smile

Continue reading