ვანდალები ქალაქში

სადაც კი ადამიანმა კედელი ნახა – მიდგა და რაღაც მიაჯღაბნა ზედ. ჩანს, ასეთია ადამის ბუნება. ევასიც. 30 ათასი წელია უკვე ეს ამბავი ასე გრძელდება.

დღეს სადაც არის ქალაქი, კედელი, ქუჩა, იქვეა ქუჩის მხატვრობაც, იგივე სთრითარტი. სთრითარტი ურბანული კულტურის ნაწილად იქცა. მის გარეშე ქალაქში ცხოვრება მოსაწყენიც კი იქნებოდა. სთრითარტისტებს შორის ზოგი იმდენად სახელგავარდნილია, რომ ლეონარდოზე, მიქელანჯელოსა და რაფაელზე არანაკლები. და კიდევ იმაზე – მეოთხე კუს რა ერქვა, სულ მავიწყდება. დონატელო, მგონი.

მაგალითად, ინგლისელი რობინ განინგემი, იგივე ბანქსი (Banksy). მისი ნახატები ყველამ იცის. ერთხელ თუ ნახავ მის ნამუშევარს, არასდროს აგერევა სხვაში… განინგემი რომაა, არცთუ დიდი ხნის წინ გაარკვიეს. მანამ სრული ანონიმი იყო – ბანქსი და მორჩა. მისი დიდება, როლი, გავლენა და მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ ლონდონის დედოფალ მარიამის უნივერსიტეტმა (Queen Mary University) ბანქსის პიროვნების დასადგენად იგივე ტექნოლოგია დაიხმარა, რასაც ტერორისტების ადგილსამყოფლის დასადგენად იყენებენ.  ბანქსის ნამუშევრები მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია. 1’000 ფუნტად შეფასებული ქოხმახი, რომლის კედელიც მხატვარმა ტილოდ გამოიყენა, 500’000 ფუნტად გაიყიდა. ყველაზე მაღალი ფასი, რაც ბანქსის ნახატში აუქციონზე გადაუხდიათ 576’000 დოლარია… მიუხედავად ამისა, მისი რამდენიმე გრაფიტი მუნიციპალიტეტების მიერ განადგურებულია – იქ, სადაც ჩინოვნიკები მეტისმეტად ფორმალისტურად (თუ სკურპულოზურად) უდგებიან საქმეს: გრაფიტი ხომ ბევრგან აკრძალულია და კანონი ვანდალიზმად მიიჩნევს.

Continue reading

ქალი იცის მან…

…ქუხნაში! და სუნამოს ახალ სერიას წარმოგვიდგენს.

Fresh

ქართველ მამაკაცებს მოეწონებათ. Smile ეჭვი მაქვს, საშობაო-სასაჩუქრე ჰიტიც გახდება. Smile

Fresh 1Moschino Fresh Linda

სარეკლამო კამპანიის სახე ლინდა ევანჯელისთაა, ფოტოგრაფი – სთივენ მაიზელი, იდეის ავტორი კი – ჯერემი სქოთი (Jeremy Scott), Moschino-ს შემოქმედებითი დირექტორი.

Continue reading

გამოუსწორებელი სექსაჰოლიკები

სინემანიაკს ეს ფილმი არ მოეწონა. მე ვუთხარი, ეგ იმიტომ, რომ ძალიან კაცური ფილმია კაცების მიერაა გადაღებული კაცებისთვის. სინამდვილეში ძალიან კარგი ფილმია და პოსტსაც დავწერ-მეთქი, ჰოდა, აი – პოსტიც.

Les Infidelesამ ფილმის გადაღების იდეა ასე დაიბადა… შვიდი ძმაკაცი ხვდებოდა ხოლმე ერთმანეთს პარასკეობით ლანჩზე ლუდის დასალევად… თუმცა, რახან ფრანგები არიან, ალბათ, ღვინოს სვამდნენ. საუბრობდნენ ყველაფერზე – პოლიტიკაზე, ფეხბურთზე და, რა თქმა უნდა, ქალებზე. აქ, როგორც წესია, ტყუილ-მართალს ერთმანეთში აზავებდნენ. ამ ტყუილ-მართალზეა ეს ფილმიც. მამაკაცურ ტყუილ-მართალზე. იმ ტყუილ-მართალზე, რომელსაც მამაკაცები მხოლოდ მამაკაცებს უყვებიან. ქალებს მაინც ვერ დააჯერებ და იმიტომ. Smile თუმცა, კაცმა რომ თქვას, არც მამაკაცებს სჯერათ მიანცდამაინც. მაგრამ – ეგარაფერი. ვინც ყვება. იმანაც იცის, რომ მისი არ სჯერათ და ვისაც უყვებიან, იმანაც იცის, რომ ვინც ყვება, იმან იცის, რომ ამას იმისი არ სჯერა… ჰო, ცოტა ჩახუჭუჭებულად გამომივიდა, მაგრამ ეს ფილმიც ასეთია – 1 პროლოგი და 9 კინონოველა მამაკაცებზე, რომელთა პირადი ცხოვრება ისეა ჩახუჭუჭებული, როგორც პირველ ნოველაში (შეგახსენებთ, პირველი ისაა, პროლოგს რომ მოსდევს Smile).

– ქალებს სიყვარულის გარეშე სექსი არ გიზიდავთ. ასეთი ბუნება გაქვთ.
– ამისი მართლა გჯერა?
“Les Infideles” .

ხალასი იუმორი, სტანდარტული და არასტანდარტული სიტუაციები, ჟან დიუჟარდენსა და ჟილ ლელუშის არაჩვეულებრივი თამაში, მეტი რა არის საჭირო კარგი ფილმისთვის? Continue reading

რაბინი და 2000 შეკელი

შაბათის ანეკდოტი

ერთხელ ერთ ვინმე მგზავრს ერთ პატარა სოფელში შემოაღამდა. მოიკითხა რაბინის სახლი, დააკაკუნა და ეუბნება:
– რებე, გზად დამიგვიანდა და თქვენს სოფელში უნდა გავათიო ღამე, ეგერ განაპირას პატარა ქარვასლა როა, იქ დავდგები, მაგრამ მეშინია ფულის გამოჩენა, 2000 შეკელი მაქვს თან და, თუ არ შეწუხდებით, შემინახეთ დილამდე, წასვლისას შემოგივლით და გამოგართმევთ.
– რა შეწუხებაა, – პასუხობს რაბინი, – მაგრამ, თუ შეიძლება, მოითმინეთ, ახლა მეზობლებს გადავძახებ და, როგორც წესი და რიგია, მოწმეთა თანდასწრებით ჩავიბარებ ფულს.
– რებე, როგორ გეკადრებათ, გენდობით, – აღელდა მგზავრი, მაგრამ რაბინმა თავისი არ დაიშალა:
– ბენიამინ! სარა! მოიშე! – შეყარა მეზობლები, გამოართვა სტუმარს ფული და ეკითხება:
– მეზობლებო, ხომ ხედავთ და ადასტურებთ – ეგერ თქვენ თვალწინ ჩავიბარე ამ პატიოსანი კაცისგან 2000 შეკელი შესანახად, დილით მომაკითხავს და დავუბრუნებ.
– კიო, დავინახეთ, როგორ არ დავინახეთო, – მეზობლებმა.
უსურვეს ერთმანეთს ძილი ნებისა და დაიშალნენ.

Continue reading

ქალის პორტრეტი ინტერიერში

შაბათის პოსტი

სურათი ერთი.

ქალი შედის ფეხსაცმელების მაღაზიაში. ძალიან დიდხანს დადის, ათვალიერებს, ხან ერთ ფეხსაცმელს აიღებს, ხან მეორეს, ბოლოს აირჩევს, როგორც იქნა და გამყიდველს ეუბნება:
– აი ასეთი ფეხსაცმელი მინდა, მაგრამ ვარდისფერი.
– ვარდისფერი არ გვაქვს. ის ფერები გვაქვს, რაც დახლზეა.
– თქვენ არ გესმით, ეუბნება ქალი, – ჩემი დისთვის ვყიდულობ მას კი ვარდისფერი უყვარს.
– კარგად მესმის, მაგრამ ვარდისფერი არ გვაქვს – აი, ბაცი წითელი გვაქვს.
– ეგ წითელია, ჩემი დის კაბას არ მოუხდება. ვარდისფერი მინდა.
– არ გვაქვს ვარდისფერი, აი ლურჯი გვაქვს, ყვითელი გვაქვს, მწვანე გვაქვს, შავი ფერიც გვაქვს, ვარდისფერი კი გაგვითავდა… იქნებ, სხვა მოდელი მოგეწონოთ – აი, ეს ფეხსაცმელი გვაქვს ვარდისფერი.
– ეგ არ მინდა. ეგ სტილი ჩემს დას არ უხდება, მაგას ვერ მივუტან. რომელიც ავირჩიე, ის მინდა, მაგრამ ვარდისფერი!
– არ გვაქვს ვარდისფერი, ქალბატონო, რა ვქნა, გაიყიდა სულ. იმ კვირას შემოგვიარეთ, ახალ პარტიას ველოდებით.
– იქით კვირას გვიანაა, მე დღეს მინდა!..
მიტრიალდება და გაბრაზებული გადის მაღაზიიდან.
10 წუთში შემოდის ისევ და გამყიდველს ეუბნება:
– ჯანდაბას, მომეცით ის წითელი… ორ დღეში მაინც უნდა დავმარხოთ…

Continue reading

სტალინი და ჯობსი

შაბათის პოსტი

ერთხელ სტალინს სთივ ჯობსი წარუდგინეს – გამომგონებელია, ამერიკიდანო.

– აბა, რა გამოიგონე, ამხანაგო, – ჰკითხა სტალინმა.

– აიფონი გამოვიგონე ამხანაგო სტალინ, – უპასუხა ჯობსმა, – თქვენებურად ტელეფონია, მაგრამ ძალიან ნავაროჩენია.

– მაჩვენე, ერთი.

– აი, ნახეთ, ამხანაგო სტალინ, აიფონი თავად იმახსოვრებს ტელეფონის ნომრებსა და მისამართებს და  თქვენ თავის შეწუხება აღარ გჭირდებათ. აიფონით შეხვალთ “ფეისბუქში” – ეგ სოციალური ქსელია ეგეთი, სადაც ყველა თქვენი მეგობარი გყავთ ჯგუფში, აი – ბერია, კალინინი, მოლოტოვი, ტროცკი…

– რა ტროცკი, კაცო! ეგ სადაური ჩემი მეგობარია?! – გაუკვირდა სტალინს.

– მაშინ, ამხანაგო სტალინ, დაადებთ ტროცკის თითს – ამოხტება მენიუ, აირჩევთ “წაშლას” და მორჩა – ტროცკი აღარაა თქვენს მეგობრებში.

– აღარც ცოცხლებშია, – ჩაილაპარაკა სტალინმა.

Continue reading

სავარდო და სამაისო

May8

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Tony Clifton-ის გესთ-პოსტი. ქვეყნდება უმნიშვნელო შემოკლებით.

დღე, როცა კლარამ დაუზასა როზას…

შაბათის პოსტი პარასკევს

W-Day

1910 წელი. ფოტოგრაფმა ჰანს ვაინშტეინმა კლარა ცეტკინი და როზა ლუქსემბურგი იმ მომენტში გადაიღო, როდესაც ისინი ქალების საერთაშორისო დღის შემოღებას ზეიმობდნენ.

სამი პაწია, კუდფუმფულა კნუტი

შაბათის პოსტი

ხშირად გამიგია, ქართული ზღაპრები ძალიან ბრუტალურია და ბავშვებს დატკბილულ-დამურაბებულად უნდა მოვუყვეთ, თორემ დიდ სულიერ ტკივილს მივაყენებთო. ერთი პატარა, ოქროსფერკულულებიანი ბიჭუნას ამბავიც ვიცი, მგელმა რომ პატარა ბეკეკა შეახრამუნა ის ზღაპარი იმდენჯერ მოასმენინეს, რომ, როცა გაიზარდა, კულულები დაცვივდა და წვერი ამოუვიდა, მიდგა და ასეულ ათასობით ადამიანი გაჟუჟა, ბეკეკას რატომ არ დაეხმარეთო… არ ვიცი, მართლა ზღაპრის ბრალი იყო თუ არა. ახლა ის კაცი წითელ მოედანზე აკლდამაში წევს მძნარე მზეთუნახავივით. მიდით და დაეკითხეთ.

მე კი მანამ კეთილ გერმანულ ზღაპარს მოგიყვებით, სამ პაწია, კუდბათქუნა და თათფუმფულა კნუტზე. 1

სამნი ვიყავით.

Continue reading

ჩაჯიბული დეტექტივები

Karel Capekაბეზარა სიტყვები ხომ არის – ტკიპასავით მოგეკვრებიან და ვერ იშორებ. აბეზარა ადამიანებიც არიან – აგეკიდებიან და – მტრისას, მაგრამ აბეზარა ფილმებიც არის, რამდენჯერაც არ უნდა ნახო, რომ არ გბეზრდება და აბეზარა წიგნებიც არის – რამდენჯერაც წაიკითხავ, ყოველთვის სიამოვნებით აგემოვნებ. ეგ ხომ უკვე წაკითხული გაქვს, ახალი წაიკითხე რამეო, – იტყვის ვინმე, მაგრამ განა ერთსა და იმავე სიმღერას რამდენჯერ ვატრიალებთ – ასეა წიგნიც. და მეორე წაკითხვაზე – როცა შინაარსი უკვე იცი და აბა, რით დამთავრდებაო, ინტერესი არ გკლავს, ახალ-ახალ რამეებს აღმოაჩენ ხოლმე და სულ სხვაგვარად გეგემრიელება. მესამედ რომ წაიკითხავ – კიდევ მეტად. და, რა ვიცი, რამდენჯერ კიდევ, სანამ არ მოგბეზრდება. კარელ ჩაპეკის (Karel Čapek) “ჯიბეებში ჩაკუჭული” მოთხრობები პირადად მე არა და არ მბეზრდება, აგერ, რამდენჯერა მაქვს წაკითხული. ახლა უკვე ქინდლშიც.

Continue reading