ბლოგის რეკლამირების რამდენიმე უმარტივესი ხერხი

Wordpress გასული ბლოგერული წელიწადი ორმა ქართველმა ბლოგერმა Dv0rsky-მ (დღიურიდან) და ნიკო ნერგაძემ (უდროოდ გარდაცვლილი ქართული ფლეიბოიდან) – შეაჯამა.

2009 მშობლიური ბლოგოსფეროსთვის კარგი წელი გამომდგარა. მოსავლიანი. მაგრამ უხვი მოსავალი ერთია და მოსავალს დაკრეფა და მირთმევა – მეორე, ჰოდა, აქ მაინცადამაინც ვერაა საქმეები კარგად. იგივე blogroll.ge-ს თუ დავუჯერებთ, ბლოგერთა რაოდენობა საქართველოში სჭარბობს მკითხველთა რაოდენობას. 🙂

ამიტომ 2010 წელი  ქართული ბლოგოსფეროს აგრესიული მარკეტინგის წლად უნდა გამოცხადდეს. საჭიროა, განხორციელდეს ნამდვილი “შეტევა ტვინებზე”. პოტენციურ მკითხველთა ტვინებზე. საითაც არ გაიხედავს ადამიანი, ყველგან რომელიმე ქართული ბლოგის მისამართი უნდა მოხვდეს თვალში. ყველა მხრიდან რომელიმე ქართული ბლოგის სახელი უნდა ესმოდეს.

ამის გაკეთება სულაც არაა ძნელი.

Continue reading “ბლოგის რეკლამირების რამდენიმე უმარტივესი ხერხი”

ვიბრატორი დეპუტატისთვის

საფრანგეთის პარლამენტის ორთავე პალატის დეპუტატებმა – ეროვნული კრებისა და სენატის 1’000-მდე წევრმა Sexyprive.com-ისგან საშობაო საჩუქრები მიიღეს.

Sexyprive.com – ე.წ. ინტიმური სათამაშოების და ატრიბუტიკის მაღაზიაა და მისი საჩუქრებიც შესაბამისი დანშნულებისა იყო. მაღაზიას ერთი დეპუტატიც არ გამორჩენია – ქალი თუ მამაკაცი. პლუს, თითოეულ სასაჩუქრო პაკეტს სადღესასწაულო ღია ბარათიც დაურთეს.

ამ გზით მაღაზიის მესვეურებმა გამოხატეს პროტესტი ცენზურის წინააღმდეგ.

როგორც მაღაზიის მფლობელმა ვენსან ლეკემ განმარტა, მათ დაგეგმილი ჰქონდათ  წინასაახალწლო პრომო-აქციის მოწყობა პარიზის ერთ-ერთ უბანში, რომლის დროსაც საქონლის ნაწილი უფასოდ უნდა დაერიგებინათ, მაგრამ პარიზის მერიამ ამის გაკეთება აკრძალა.

“იმედი მაქვს, დეპუტატები ჩვენს საჩუქრებს ცუდი თვალით არ შეხედავენ, – იმედი გამოთქვა ლეკემ, – უბრალოდ, იმის ჩვენება გვსურდა, რომ ეს აკრძალვა ცენზურის სულელური აქტია.”

მსგავსი საჩუქარი დეპუტატებთან ერთად ქალაქის იმ რაიონის პრეფექტსაც გაუგზავნეს, სადაც აკრძალული აქცია იგეგმებოდა.

გაზეთ Repubblica-ს ჟურნალისტი ანაის ჯინორი დასაჩუქრებულთა რეაქციაზე არაფერს წერს, თუმცა, ცნობილია, რომ მათ საძილე ოთახებში მთელი ღამე ხმაური არ წყდებოდა.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

La Repubblica

99%-იანი რეკლამები

მარკეტოლოგები ხუმრობენ, რომ სარეკლამო კამპანიაში გადახდილი თანხის მხოლოდ 1%-ეს მოაქვს შედეგი… პრობლემა ისაა, რომ არვინ იცის დანამდვილებით, ეს 1% რომელია.

Bacardi & Company Limited

“ბაკარდიმ” დაბეჭდა სარეკლამო პლაკატები, რომლებზეც გამოსახული იყო არცთუ სასიამოვნო შესახედაობის ერთობ ჭარბწონიანი ქალბატონები და Bacardi Breezer (ხილის არომატის მქონე ტკბილი და რბილი რომი – დასავლეთში ამ ტიპის სასმელს “ალკოპოპ”-ს უწოდებენ), წარწერა კი ამტკიცებდა, ქალი რომ მომხიბლველად გამოიყურებოდეს, მას სჭირდება Bacardi, ლამაზი ტანსაცმელი, აქსესუარები და… მახინჯი დაქალი გვერდით.

image001

Continue reading “99%-იანი რეკლამები”

უცნაური სახლები

toilet-houseეს რა ტრაკში ვართო – ფრაზა დღეს ძალიან პოპულარული გახდა. ვისაც არ უნდა ჰკითხო – ეს რა ტრაკში ვართო – იტყვის.

აი, კორეელი სიმ ჯაე-დუკი კი ტრაკში არა და ტუალეტში კი ცხოვრობს.

სახლი-ტუალეტი მან სეულიდან 40 კმ-ში ქალაქ სუვეონში ააშენა. ის 2-სართულიანია, 419 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და 1,6 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

მისი მფლობელი მსოფლიო ტუალეტების ასოციაციის პრეზიდენტია. ეს ასოციაცია მიზნად ისახავს ღარიბი ქვეყნების დახმარებას – სადაც ხალხი უსახსრობის გამო მძიმე სანიტარულ პირობებში ცხოვრობს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ღვთისნიერი კორეელი კაცი ცხოვრობს ტუალეტში, რათა დაეხმაროს იმათ, ვინც ტრაკში ცხოვრობენ. 🙂

Continue reading “უცნაური სახლები”