არნე იაკობსენის სკამები

დიზაინერი დიზაინერთან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის ან – ფერსაო.
დიზაინური ანდაზა

ეს ამბავი წინის გაგრძელება იქნება. იქ ავეჯის დანიელ დიზაინერზე, ჰანს ვეგნერზე ვწერდი, ახლა დანიელ არქიტექტორზე, არნე იაკობსენზე უნდა დავწერო. მასა და ვეგნერს ბევრი პროექტი აქვთ ერთად შესრულებული და ამ თანამშრომლობაში ბევრი რამ ისწავლეს ერთმანეთისგან.

არნე იაკობსენი (Arne Jacobsen) ჰანს ვეგნერს 39-იანი წლების ბოლოს შეხვდა. იაკობსენი აარჰუსის ახალი მერიის 1938-40 წლების შენობის არქიტექტორად მიიწვიეს, ავეჯის დიზაინზე კი ვეგნერი მუშაობდა.

Arne Jacobsen - Lounge Chair

Continue reading

ჰანს ვეგნერის სკამები

ყველაზე ხშირად და ბანალურად ჰანს ვეგნერს სკამების დანიელ უფლისწულს უძახიან. თუ მაინცდამაინც შექსპირულ მეტსახელებზე მიდგა საქმე, მეფეა უფრო და არა უფლისწული. მითუფრო რომ მისი იდეები, როგორც ჰამლეტის მამის აჩრდილი, ყველა დიზაინერს ადგას თავს და მოსვენებას არ აძლევს. 🙂 როგორც დიდი გამოწვევა.

სკამი, ალბათ, ყველაზე ძველი გამოგონებაა. ბორბალზე უფრო ძველიც. ვეგნერი XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა და, ვინ დათვალოს, რამდენნაირი სკამი დახვდა. თუკი რამ ახლის შექმნა ჩანდა შეუძლებელი, აქ იყო სწორედ, მაგრამ ვეგნერმა მაინც ეს გზა აირჩია.

Hans Wegner chairs

კარგი სკამის შექმნა ის ამოცანაა, რომელსაც ბოლომდე ვერასდროს დაძლევ.
ჰანს ვეგნერი

Continue reading

ოლივიე მუღგის კოსმიური ოდისეა

“2001 წლის კოსმიური ოდისეა” (2001: A Space Odyssey) თუ ნანახი გაქვთ, სავარძლები გემახსოვრებათ. თუ არ გახსოვთ, ძალიანაც ნუ დაგწყდებათ გული – სავარძლები ამ კინოსაგაში მთავარი არ არის… მაგრამ მნიშვნელოვანი შტრიხი კია. აგერ, ის სავარძლები.

Olivier Mourgue Djinn chair 2001 A Space Odyssey
Olivier Mourgue Djinn chair. 2001 A Space OdysseyOlivier Mourgue Djinn chair 1965

სთენლი ქუბრიქმა რამდენიმე დიზაინერს სთხოვა ფილმისთვის კოსმოსური Hilton-ის სასტუმროს უნიკალური ინტერიერის შექმნა . მათ შორის ყველაზე დასამახსოვრებელი კვალი ოლივიე მუღგმა დატოვა.

Continue reading

ფერმიჟიე

Etienne Fermigier 46 წლის წინ, 1973 წლის 2 სექტემბერს თბილი, მზიანი დღე იყო. ავტოავარიაში დაიღუპა ეტიენ ფერმიჟიე. ინდუსტრიული დიზაინის ახალი ტალღის ერთ-ერთი შესანიშნავი წარმომადგენელი. ბევრი რამ ვერ მოასწრო – 41 წელი იცოცხლა მხოლოდ, მაგრამ მოასწრო და გადო ხიდი “ხელოვნება ხელოვნებისთვის” და გამოყენებით დიზაინს შორის.

გასული საუკუნის 60-იანი წლები ავეჯის დიზაინში ახალი მასალების შემოტანის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ახალი იდეების გაჩენის პერიოდია. ადრე პოსტში ჟან პრუვეზე დავწერე. პრუვემ მარტივი, სადა და იაფი ავეჯის წარმოებას ჩაუყარა საფუძველი. 60-ანებმა ახალი ტალღის დიზაინერთა რევოლუცია მოიტანა. უცნაურია, მაგრამ ეს იყო “რევოლუცია ზემოდან” – Mobilier National-ის პატრონაჟით.

Continue reading

მისი ლოგიკა, ბალანსი და სისადავე

ნურაფერს მოიფიქრებ ისეთს, რის დამზადებასაც ვერ შეძლებ.
ჟან პრუვე

Jean Prouvé8 აპრილი ჟან პრუვეს დაბადების დღეა. ვიტყვით ხოლმე, ვინმემ დროს გაუსწრო და ჩვენი ცხოვრება შეცვალა-ო. ჟან პრუვე იყო ასეთი. ახლა თუ სკამიდან ადგები და ირგვლივ მიმოიხედავ, დიდი შანსია, მისი იდეებით შთაგონებული ერთი ან რამდენიმე ნივთი ნახო შენ გარშემო. შეიძლება იყოს სანათი. ან თარო. ან სკამი. ან მაგიდა. იმიტომ რომ ჟან პრუვეს იდეები ყველგანაა. ყველგან, სადაც ავეჯია და ინტერიერია.

ჟან პრუვე (Jean Prouvé) ფრანგი არქიტექტორი, ინჟინერი, კონსტრუქტორი და დიზაინერია. მარტივი, პრაქტიკული, მინიმალისტური – მისი შემოქმედების საფუძველია. ყველაფერს, რასაც ქმნიდა, თავადვე აწარმოებდა საკუთარ სახელოსნოში და თავადვე ცდიდა – რამდენად მოსახერხებელი იყო მოსახმარად და გამოსაყენებლად იოლი.

Continue reading

ეკონათურა

ეკონათურას რომ ვიტყვით ჩვენში, ეკონომიურ – ენერგოდამზოგავ ნათურას ვგულისხმობთ ხოლმე, მაგრამ დიზაინერთა დუეტმა Emilia + Arne, იგივე Nui Design Studio-მ შექმნა ნამდვილი ეკო–ნათურები. ეკოლოგიური. განათება მინი ეკოსისტემით.

Mygdal Lamp 4

Mygdal Lamp ესაა მინისა და ალუმინისგან დამზადებული სანათი, რომელშიც მთელი ეკოსისტემაა მოქცეული. რასაც  ფოტოზე ხედავთ, ცოცხალი მცენარეებია, არა – ხელოვნური.

Continue reading

წამოწექი. წაიკითხე.

FB-ზე ერთი ფოტო ავტვირთე.

აი – ეს:

booklover

გოგონაზე, რომელმაც 50 წიგნი წაიკითხა.

კომენტარებს რომ გადავხედე, ამ პოსტის იდეაც მაშინ დამებადა –

ყველაზე კომფორტული. თბილი. ლამაზი. ნათელი კუთხე-კუნჭული წიგნების წასაკითხად:

Continue reading