ზღაპარი ძაღლზე, 300 წელი რომ იცოცხლა

გრიგორი გორინი

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, ცხოვრობდა ერთი ძაღლი სახელად ალმა. სამი წლის იყო. ქალებს ასაკის გამხელა კი არ უყვართ, მაგრამ ალმა ახალგაზრდა, ჯანმრთელი და ლამაზი იყო და ასაკის მალვის აზრს ვერ ხედავდა. ამაყად დაძუნძულებდა ეზოში და მეზობელი ძაღლები ღობის გადაღმა ვნებისგან შორით დნებოდნენ.

ალმასთან ერთად იმ სახლში ცხოვრობდნენ ბაბუა, ბებია, შვილი, რძალი და შვილიშვილი – პატარა გოგონა. რომ დათვალო – მთელი სამყარო. საკუთარ თავს ერჩივნა ალმას ეს სამყარო. სახლიც ძალიან უყვარდა. ის სახლი მდინარის პირას იდგა. მდინარეც უყვარდა ალმას. მდელოც, სადაც მდინარე მოედინებოდა. ჰორიზონტიც, სადამდეც იყო ის მდელო გადაჭიმული. ან როგორ არ ყვარებოდა, როცა ჰორიზონტიდან ყოველ დილით მზე ამოდიოდა. საღამოს კი – ჩადიოდა.

Continue reading “ზღაპარი ძაღლზე, 300 წელი რომ იცოცხლა”

დამზადებულია იაპონიაში. 40 წლის წინ

1 ივლისს SONY-ს Walkman-ის 40 წლის იუბილე აღვნიშნეთ. ამ პოსტის მკითხველთაგან უმრავლესობა, ალბათ, 80-ანებში დაბადებული არ იყო და ვინც 90-იანებს მოესწრო, ისიც ძალიან პატარა იყო “უოქმენისთვის”.

“უოქმენი” იმ დროს იყო იგივე, რაც წლების შემდეგ “აიფოდი”. და კიდევ მეტი. როდესაც სონის პრეზიდენტმა აკიო მორიტამ “უოქმენი” გამოიგონა, მსგავსი არაფერი არსებობდა ბუნებაში. ეს იყო არამხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ კულტურული და მენტალური რევოლუცია. ამიტომ იყო სრულიად გამორჩეული. რა აღმატებული ხარისხის ზედსართავიც არ უნდა დავწერო ახლა, ყველა ნაკლები იქნება იმ ფენომენზე, “უოქმენი” რომ იქცა.

SONY TPS 12 Walkman

უშუალოდ შემოქმედი აკიო მორიტა ასე იგონებს ამ ამბავს:

Continue reading “დამზადებულია იაპონიაში. 40 წლის წინ”

გოიმი და ღმერთი

შაბათის პოსტი

Rabbi Nachtnerმისი ცხოვრების ძნელბედობის ჟამს ლარი გოპნიკი რაბინ ნაჰნერთან მივიდა უფლის რაობა რომ შეემეცნა.

– როგორ გვესაუბრება ღმერთი? რა ხერხებით მოაქვს სათქმელი ჩვენამდე? კარგი კითხვაა… – რაბინმა ფაიფურის ფინჯნიდან ჩაი მოსვა, – ლი სასმანს ხომ იცნობ?

– დოქტორ სასმანს? ვფიქრობ… კი, ვიცნობ.
– გოიმის* კბილების ამბავი არ მოუყოლია შენთვის?

  • *goy – გოიმი ებრაულში უცხოს, არა-ებრაელს აღნიშნავს.

– არა… ვინ გოიმის?

– მაშ ასე, მომისმინე… ერთ მშვენიერ დღეს ლი სამსახურში იყო… ხომ იცი, სტომატოლოგიური კლინიკა აქვს… ჰოდა, სამსახურში იყო და ერთი მისი პაციენტის, ვინმე რასელ ქრაუსის კბილების ყალიბი აეღო – ხიდის დასამზადებლად სჭირდებოდა. თაბაშირი გაშრა, ლიმ ყალიბი დაათვალიერა და უცნაური რამ შენიშნა – ქვედა ყბაზე საკბეჩი კბილები რომ გვაქვს, მის პაციენტს ზედ რაღაც ნიშნები ჰქონდა ამოტვიფრული. შიდა მხარეს. სასისკენ. კარგად დააკვირდა და რას ხედავს – ასეოებია: He, Vav, Shin, Yud, Ayin, Nun, Yud. რა გამოვიდა? – “Hwshy ‘ny” – “მიხსენი”, “გადამარჩინე”. ეს გოიმის პირია, ლარი, ხომ არ დაგავიწყდა?

Continue reading “გოიმი და ღმერთი”

გულკეთილი კაცის ამბავი

შაბათის პოსტი

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი კაცი, ქველი და გულკეთილი, რომელიც შეაწუხა ქვეყნად გამეფებულმა უსამართლობამ და განიზრახა ჩაგრულთა და უპოვართა დახმარება. გამოსთხოვა დედას დალოცვა და ყუა პური, ამოიცვა რკინის ქალამნები და გაუდგა გზას.

ბევრი იარა თუ ცოტა იარა, დაინახა ბაყაყი, რომელსაც გველი შემოხვეოდა და გადაყლაპვას უპირებდა, მაგრამ გულკეთილი კაცი რისი გულკეთილი კაცი იქნებოდა, გველი რომ არ განედევნა და საბრალო ბაყაყი არ გადაერჩინა. ბაყაყმა მადლობა გადაუხადა მის მხსნელს და სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობა შეჰფიცა.

Continue reading “გულკეთილი კაცის ამბავი”