მოიჯარის პრობლემა

ჰენრი ქათნერი და სი ელ მური

ჯექლინმა თქვა იადონიო, მე კი განუყრელებს (1) ვამბობდი – ერთი იადონისთვის ასეთი გნიასი მართლაც მეტისმეტი იყო, თან ბუზღუნა ბებრუხანა ბატონი ჰენჩარდი და განუყრელები – ეს სურათი ძალიან შეუხამებელი მეჩვენა და რომ წარმოვიდგინე, თავს როგორ ეფოფინება, ძალიან გავხალისდი. დაე, განუყრელები ყავდეს. ასე იყო თუ ისე, მდგმური რაღაცას გვიმალავდა ფანჯრის რაფაზე შემოდგმულ ჩიტების გალიაში. თითქოს ეჭვიანობსო, ჩვენი შესვლა და შალითის ჩამოფარება ერთი იყო. თვალში ვერაფერი მოვიხელთეთ, ხმაური გვესმოდა მხოლოდ.

და არც ეს ხმები იყო იოლი გასარჩევი. მაუდის ქსოვილის საფარქვეშ ხან ფრუტუნებდნენ, ხან შარიშურობდნენ, ხან მორიდებულად აკაკუნებდნენ, ხანაც აბრახუნებდნენ და ერთი-ორჯერ ისეთი შემოკრეს, რომ მთელი გალია შეხტა და შეტორტმანდა, რაღაც მანქანებით იყო, ძირს რომ არ გადმოვარდა. ბატონმა ჰენჩარდმა უთუოდ შენიშნა, მისი გალიისკენ რომ გაგვირბოდა თვალი და ყური, ან რა დიდი შემჩნევა ამას უნდოდა, მაგრამ ვითომც არაფერიაო. ერთხელ კი, როდესაც ჯექიმ სასხვათაშორისოდ უთხრა, როგორი სასიამოვნოაო, ალბათ, ფრინველების ყოლა, ბატონმა ჰენჩარდმა ცივად მოუჭრა:

Continue reading

ხალხი, ვინც მოკლა მუჰამედი

ალფრედ ბესთერი

იყო ადამიანი, რომელიც ისტორიის ჩარხს უკუღმა ატრიალებდა. ამხობდა იმპერიებსა და ამთავრებდა დინასტიებს. მისი ნება რომ ყოფილიყო, მაუნთ ვერნონი (1) არ იქნებოდა ეროვნული სალოცავი, ოჰაიოს შტატის ქალაქს კი კოლუმბუსის ნაცვლად ქებოთს დავარქმევდით, ფრანგები შეაჩვენებდნენ მარი კიურის და კეთილმორწმუნე მუსლიმები აღარ დაიფიცებდნენ წინასწარმეტყველის წვერს.

ეს ყველაფერი არ მოხდა, რაკი ის ადამიანი მხოლოდ შეშლილი პროფესორი იყო. სხვაგვარად რომ გითხრათ, ისტორიის ჩარხი კი დაატრიალა უკუღმა, მაგრამ – მხოლოდ საკუთარი თავისთვის.

„შეშლილი პროფესორის“(2) ამბავი ჩემმა მკითხველმა კარგად იცის – ჯუჯა კაცი ზეწარივით გადაშლილი შუბლით ლაბორატორიაში რომ დაბაჯბაჯებს და მონსტრებს ქმნის. მონსტრების შექმნა სარისკო საქმეა – ყოველთვის ბრუნდებიან შემქმნელთან და საფრთხეს უქმნიან მის ოჯახს. მაგრამ მათზე არ ვსაუბრობ. ჩემი ამბავი ჰენრი ჰასელზეა, ჭეშმარიტ შეშლილ პროფესორზე, ისეთზე, როგორებიც იყვნენ ლუდვიგ ბოლცმანი, ჟაკ შრლი და ანდრე მარი ამპერი. (3)

Continue reading

ლაქსიანური გასაღები

რობერთ შექლი

რიჩარდ გრეგორი ვირუსებისა და ინფექციების გაუვნებელყოფის პლანეტათშორისო სამსახურის AAA Ace-ის ოფისში, საკუთარ კაბინეტში იჯდა დამტვერილ მაგიდასთან და პასეანსს შლიდა არნოლდის მოლოდინში. შუადღე მომდგარიყო, ლამის, მისი პარტნიორი კი არსად ჩანდა. ამ დროს იყო, დარბაზიდან რაღაც ბრახუნის ხმა და ჩოჩქოლი რომ შემოესმა.

არნოლდმა AAA Ace-ის კარი შემოაღო და შემოყო თავი.

– პუნქტუალობა მეფეთა თავაზიანობაა? – ჰკითხა გრეგორმა.

– ეს-ესაა, ბედნიერ ვარსკვლავზე დავეშვით, – უპასუხა არნოლდმა. კარი ფართოდ გახსნა და, თითქოს, სცენაზე ყოფილიყოს, თეატრალური ჟესტით, – აბა, შემოიტანეთ, ბიჭებო!

შავი კუბი ოთხმა ძლივს შემოათრია ოთახში. ქოშინებდნენ და ხვითქი გადასდიოდათ. ყუთი პატარა სპილოს ზომისა იყო, ნაკლების – არა.

– აგერ! – ამაყად თქვა არნოლდმა. მტვირთავებს ანგარიში გაუსწორა. დადგა ამაყად, დოინჯშემოყრილი. ოდნავ მოჭუტული თვალებით დანადგარს დააცქერდა.

Continue reading

კერკეტი კაკალი

ალფრედ ბესთერი

Alfred Bester The Die-Hard

ძველად, – თქვა ბერიკაცმა, – იყო შეერთებული შტატები და რუსეთი და ინგლისი და რუსეთი და ესპანეთი და ინგლისი და შეერთებული შტატები. ქვეყნები იყო. იყო სახელმწიფოები. ერები იყვნენ. მსოფლიოს ხალხები.

– დღესაც არიან მსოფლიოს ხალხები, ბერიკაცო.

– შენ ვინ ხარ? – ჰკითხა ანაზდად ბერიკაცმა.

– მე ვარ თომა.

– თომა?

– არა, ბერიკაცო, თომა.

– აბა მე რა ვთქვი? თომა.

– თქვენ არასწორად გამოთქვით, ბერიკაცო – სხვა თომას სახელი თქვით.

– თქვენ ყველანი თომა ხართ, – თქვა ბერიკაცმა კუშტად, – ყველანი თომა ხართ, ან დიქი ხართ, ან ჰარი.

მზის გულზე იჯდა და კანკალებდა – სძულდა საამო იერის ეს ახალგაზრდა კაცი. Continue reading

ველდი

რეი ბრედბერი

– ჯორჯ, გთხოვ, ბავშვების ოთახში შეიხედე.

– დაემართა რამე?

– არ ვიცი…

– აბა…

– ჯორჯ, უბრალოდ მინდა, რომ შეხედო. ან ფსიქოლოგს დაურეკე, იმან ნახოს.

– რა ესაქმება ფსიქოლოგს ჩვენი ბავშვების ოთახთან?

– ძალიან კარგად იცი, რაც! – ქალი სამზარეულო ოთახის შუაში დადგა და ღუმელს დააცქერდა. ღუმელი კი საქმიანობდა თავისთვის – ვახშამს ამზადებდა ოთხი ადამიანისთვის.

– ბავშვების ოთახი ის აღარაა, რაც ადრე იყო.

– კარგი, დავხედოთ.

Continue reading

ვარსკვლავი ბრწყინავს, კრთის სასიამო

ალფრედ ბესთერი

საჭესთან ოცდათვრამეტი წლის მამაკაცი იჯდა. იყო მაღალი, მილეული და უღონო. დამძიმებულს განათლებითა და იუმორის გრძნობთ, ნაადრევად შევერცხლილი თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი. მიზანი დაესახა და კვალს ადგა მისამართების დავთრით აღჭურვილი. ის განწირული იყო.

ავტომობილი ფოუსთ ავენიუს აყვა და მე-17 ნომერი შენობის წინ გაჩერდა. მძღოლმა დავთარს ჩახედა. გადმოვიდა მანქანიდან და სადარბაზოს კარი შეაღო. საფოსტო ყუთებს შეავლო თვალი, კიბეები აირბინა და 2-F ბინის ზარი დარეკა. სანამ გამოეპასუხებოდა ვინმე, მოასწრო და პატარა, შავი რვეული და იშვიათი ვერცხლისფერი ფანქარი მოიმარჯვა. ოთხი ფერის გულით.

Continue reading

ზღაპარი ძაღლზე, 300 წელი რომ იცოცხლა

შაბათის პოსტი

გრიგორი გორინი

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, ცხოვრობდა ერთი ძაღლი სახელად ალმა. სამი წლის იყო. ქალებს ასაკის გამხელა კი არ უყვართ, მაგრამ ალმა ახალგაზრდა, ჯანმრთელი და ლამაზი იყო და ასაკის მალვის აზრს ვერ ხედავდა. ამაყად დაძუნძულებდა ეზოში და მეზობელი ძაღლები ღობის გადაღმა ვნებისგან შორით დნებოდნენ.

ალმასთან ერთად იმ სახლში ცხოვრობდნენ ბაბუა, ბებია, შვილი, რძალი და შვილიშვილი – პატარა გოგონა. რომ დათვალო – მთელი სამყარო. საკუთარ თავს ერჩივნა ალმას ეს სამყარო. სახლიც ძალიან უყვარდა. ის სახლი მდინარის პირას იდგა. მდინარეც უყვარდა ალმას. მდელოც, სადაც მდინარე მოედინებოდა. ჰორიზონტიც, სადამდეც იყო ის მდელო გადაჭიმული. ან როგორ არ ყვარებოდა, როცა ჰორიზონტიდან ყოველ დილით მზე ამოდიოდა. საღამოს კი – ჩადიოდა.

Continue reading

დამზადებულია იაპონიაში. 40 წლის წინ

1 ივლისს SONY-ს Walkman-ის 40 წლის იუბილე აღვნიშნეთ. ამ პოსტის მკითხველთაგან უმრავლესობა, ალბათ, 80-ანებში დაბადებული არ იყო და ვინც 90-იანებს მოესწრო, ისიც ძალიან პატარა იყო “უოქმენისთვის”.

“უოქმენი” იმ დროს იყო იგივე, რაც წლების შემდეგ “აიფოდი”. და კიდევ მეტი. როდესაც სონის პრეზიდენტმა აკიო მორიტამ “უოქმენი” გამოიგონა, მსგავსი არაფერი არსებობდა ბუნებაში. ეს იყო არამხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ კულტურული და მენტალური რევოლუცია. ამიტომ იყო სრულიად გამორჩეული. რა აღმატებული ხარისხის ზედსართავიც არ უნდა დავწერო ახლა, ყველა ნაკლები იქნება იმ ფენომენზე, “უოქმენი” რომ იქცა.

SONY TPS 12 Walkman

უშუალოდ შემოქმედი აკიო მორიტა ასე იგონებს ამ ამბავს:

Continue reading

გულკეთილი კაცის ამბავი

შაბათის პოსტი

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი კაცი, ქველი და გულკეთილი, რომელიც შეაწუხა ქვეყნად გამეფებულმა უსამართლობამ და განიზრახა ჩაგრულთა და უპოვართა დახმარება. გამოსთხოვა დედას დალოცვა და ყუა პური, ამოიცვა რკინის ქალამნები და გაუდგა გზას.

ბევრი იარა თუ ცოტა იარა, დაინახა ბაყაყი, რომელსაც გველი შემოხვეოდა და გადაყლაპვას უპირებდა, მაგრამ გულკეთილი კაცი რისი გულკეთილი კაცი იქნებოდა, გველი რომ არ განედევნა და საბრალო ბაყაყი არ გადაერჩინა. ბაყაყმა მადლობა გადაუხადა მის მხსნელს და სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობა შეჰფიცა.

Continue reading