თამაშთა თეორია
სტერეოსკოპი View-Master
ის 1938 წელს უილიამ გრაბერმა (William Gruber) შექმნა. ეს კაცი იდეაში ფორტეპიანოს ამწყობი იყო, ბინიდან ბინაში და მუსიკალური სკოლიდან მუსიკალურ სკოლაში დადიოდა, უნიჭო ბავშვების კლავიშებზე ბარტყუნით აშლილ პიანინოებს წამლობდა, ბრამსსა და ბახს უსმენდა… უსმენდა… უსმენდა… მოეშალა ბოლოს ნერვები და გადაწყვიტა, საქმისთვის მიეხედა. თავისი ძველი გატაცება – ფოტოგრაფია გაიხსენა და ისეთ ხელსაწყოზე დაიწყო მუშაობა, რომლითაც ფოტოსურათის “გაცოხლება” იქნებოდა შესაძლებელი. ასე დაიბადა სტერეოსკოპი View-Master. მასზე უფლებები კომპანია Sawyer’s Photo Services-სმა შეიძინა (რომელთანაც გრაბერი თანამშრომლობდა) და 1939 წელს ნიუ იორქის გამოფენაზე წარადგინა. პირველი სლაიდი, რომელიც გამოფენის სტუმრებმა View-Master-თ ნახეს დიდი კანიონის გამოსახულება იყო. Continue reading “პრეზიდენტი, ბარბი და დათუნია”