ჩასაყლაპი დღესასწაულები

შობა-ახალ წელს ბლოგები თოვლით გადაიპენტება ხოლმე, ჰელოუნზე – გოგრებით, ვალენტინობაზე კი – გულებით… (სხვათა შორის, ეს სამი აღდგომასთან ერთად დიდი ოთხეულია, როდესაც საფულეები ცარიელდება და მაღაზია-რესტორნების სავაჭრო ბრუნვა ასტრონომიულ ციფრებს აღწევს).

მაგრამ ამათ გარდა ბევრი კარგი და საყვარელი რამის დღე აღინიშნება მსოფლიოში, ჩვენ რომ არ ვიცით და არ აღვნიშნავთ, არადა, ზოგიერთი ისეთია, გამოგვადგებოდა, რომ ვიცოდეთ.

აი, ასეთი სასარგებლო და გამოსადეგი დღეა “ციფრული ორშაბათი” – მადლიერების დღის (ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათი) შემდეგ პირველ ორშაბათს აღინიშნება. ამერიკულმა ონლაინ-მაღაზიებმა “ციფრული ორშაბათი” პირველად 2005 წელს დააწესეს და მას შემდეგ ის ონლაინ-შოფერთა საერთაშორისო დღედ იქცა. ამ დღეს ონლაინ-მაღაზიები გრანდიოზულ ფასდაკლებებს გვთავაზობენ… ოღონდ, ისეთ “გრანდიოზულს” კი არა, ჩვენთან რომ იციან, მართლა გრანდიოზულს. 🙂 კლიენტებს ეს ფასდაკლებები ძალიან მოსწონთ და შედეგად – მხოლოდ აშშ-ში მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავენ ონლაინ. ჩემი რჩევაა – ეს დღე კალენდარში წითლად შემორკალოთ და აღარ გამოგეპარებათ. 🙂

Continue reading

ფასდაკლების ჩემპიონი

JosABank-logoგასული საუკუნის დასაწყისში რუსი დიდვაჭრები ოჯახებითურთ ვენეციაში დაბრძანდებოდნენ ხოლმე დასასვენებლადა და სავაჭროდ (ისე, არც დღეს იკლებენ) და მათ მოლოდინში ადგილობრივი მოვაჭრენი ფასებს მაღლა წევდნენ – ამას “რუსულ” ან “სულელურ ფასებს” უწოდებდნენ ხოლმე. რუსი დიდვაჭრები საფასარს ზედ არ უყურებდნენ და, ევროპელთაგან განსხვავებით, ფულს დასტა-დასტა ხელუკუღმა ყრიდნენ.

ბევრი თბილისური ბუტიკიც, ალბათ, ასეთი კლიენტების მოლოდინშია –  ლომის მადა აქვთ და რა ქნან.

ამერიკაში კი კლიენტებს არ ელიან. ამერიკაში კლიენტებს დაეძებენ. ამიტომაა ამერიკა შოფინგის სამოთხე, ამიტომაა იქ ყველაზე დაბალი ფასები და ყველაზე დიდი ფასდაკლებები.

Continue reading

ამაზონი გვაგდებს თუ კურიერი გვაბოლებს?

რ2-მა გუშინ კურიერში სიუჟეტი მიუძღვნა ინტერნეტ-მაღაზიების მიერ გადაგდებულ ქართველ შოპოჰოლიკებს… ზოგს ის საქონელი არ ჩამოუვიდა, რაც გამოიწერა, ზოგს ფალსიფიცირებული საქონელი ჩამოუვიდა, ზოგსაც საერთოდ არაფერი ჩამოსვლია და ფულსაც აღარ უბრუნებენ.

ასეთი ფაქტები მართლაც ხდება და ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მგონია, გუშინდელი კურიერის სიუჟეტის ქარი ისევ იქედან უბერავს, საიდანაც არცთუ დიდი ხნის წინ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ქარი უბერავდა – როდესაც იმპორტისას 1’500-ლარიანი დაუბეგრავი მინიმუმი 300-ლარამდე ჩამოიყვანეს… თუ ასე არ არის და მართლა პრობლემაზე სურდათ საუბარი – დაშინების ნაცვლად, ჯობდა ის განემარტათ, რატომ და როდის ხდება ასეთი იაღლიშები და როგორ უნდა ავიცილოთ ისინი თავიდან. თორემ, ინტერნეტ-ვაჭრობით უკვე უამრავი ადამიანია დაზარალებული და ჰაი და ჰუი – უბრალოდ ტყუილია. ამაზე განუზომლად ბევრად მეტი ადამიანი დაზარალებულია ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი “დოლ’ჩე და გაბანებით” და “ემპორიო არმიან’ებით”.

Continue reading

გამოთვალეთ თქვენი ვებ-გვერდის საბაზრო ფასი

როდესაც ელექტრონულ კომერციაზე პატარა კვლევის ჩატარება მომიწია და მოგვიანებით კი ინტერნეტ-ვაჭრობაზე და Amazon.com-ზე დავწერე პოსტი, უამრავ სხვადასხვა სტატიასა და მარკეტინგულ კომპანიას გადავეყარე, რომლებიც, როგორც კონსულტანტები, მუშაობენ ამ სფეროში.

მათგან ბევრი შეზღუდულ უფასო სერვისსაც გვთავაზობს, რაც ინტერნეტ-გვერდის შეფასების საშუალებას იძლევა.

მაგალითად http://wholinkstome.com ითვლის ბექ-ლინქებს, რეფერალებს და ა.შ. თქვენს საიტზე, ასევე ქეივორდების სტატისტიკას გიჩვენებთ.

Continue reading

თბილისური სადღესასწაულო შოფინგი

Dv0rsky-მ ამას წინათ დაწერა, რატომღაც თბილისურ მაღაზიებში ფასდაკლებებს ვერ ვხედავო.

წელს ამ მხრივ ჩვენს ქალაქში, მართლაც, განსაკუთრებული სიმშვიდე და უძრაობაა – არც ფასდაკლებებს აცხადებენ, არც რეკლამით გვეხმიანებიან და არც ინტერიერის სადღესასწაულო მორთულობაზე შეუწუხებიათ დიდად თავი.

მოკლედ, საშობაოდ ყველაზე ცუდი სავაჭრო ქალაქების სია რომ შედგეს, თბილისი ხუთეულში მოხვდება, აბიჯანის, ბრაზავილის, მოგადიშოს და ფხენიანის გვერდით.

Continue reading

საშობაო საჩუქარი Amazon.com-ისგან: ახალი სერვისი

Amazon.com თავის კლიენტებს სთავაზობს ახალ სერვისს Amazon PayPhrase (“ამაზონის გადახდის ფრაზა”), რომელიც ონლაინ-შოფინგსა და ინტერნეტ-მაღაზიებში ფულის ფლანგვას ნამდვილ სიამოვნებად აქცევს. 🙂

მისი გამოყენებისთვის “ამაზონ.კომ”-ის კლიენტმა უნდა მოიფიქროს რაიმე ფრაზა (ვთქვათ, “I am the best buyr in the world”) და 4-ციფრიანი PIN-ი და შეიყვანოს ისინი Amazon.PayPhrase ინტენრნეტ-გვერდზე სპეციალურ ფანჯარაში და დაამახსოვრებინოს – აქედან მოყოლებული თქვენს მიერ მოფიქრებული ფრაზა თქვენს ინდივიდუალურ გასაღებად იქცევა, რომელიც მრავალი ვებ-მაღაზიის (DKNY, J&R Electronics, Car Toys, Buy.com… და სხვა) კარს შეაღებს.

Continue reading

სამი რჩევა ონლაინ შოფინგისთვის

online-shopping ონლაინ-შოფინგმა მსოფლიო დაიპყრო და მასთან ერთად საქართველოც.

ჩემი პირადი გამოცდილება სულ რაღაც წელიწად-ნახევარს მოიცავს, თუმცა მას, ვისაც ჩემზე ნაკლები სტაჟი აქვს, ერთი-ორი სასარგებლო რამ შემიძლია, რომ ვურჩიო.

1) გადახედეთ ონლაინ-მაღაზიების ჩამონათვალს (ამგვარი სიების ნაკლებობა მწირ ქართულ ვებ-სივრცეშიც კი არ იგრძნობა და ყველა იოლად მიაგნებს – დაგუგლე და გეშველებაო, ნათქვამია :)), შეარჩიეთ მათგან რამდენიმე (მინიმუმ 5 მაინც) თქვენთვის სავარაუდოდ ყველაზე საინტერესო და დარეგისტრირდით – ეს იმად არის საჭირო, რომ ყოველი ვიზიტის დროს მაღაზიამ გიცნოთ (პირველადი რეგისტრაციის დროს საკრედიტო ბარათის მონაცემების შეყვანა აუცილებელი არაა – ეს ყიდვისას დაგჭირდებათ).

რატომაა რეგისტრაცია კარგი?

Continue reading