How-To: პერანგსშიდა

პერანგის შიგნით ჩასაცმელი მაისური, ინგლისურად undershirt რომ ჰქვია, ზოგს უყვარს და ზოგსაც – არა. თუ არ ატარებ, ეს პოსტი შენთვის არ ყოფილა.

მე მაცვია ხოლმე. მოსახერხებელი რამეა – როცა ცივა, სხეულის სითბოს ინარჩუნებს, როცა ცხელა – ოფლის პირველ დარტყმას თავის თავზე იღებს და პერანგს იცავს. სიცოცხლეს უხანგრძლივებს. ამადაც მოიგონეს.

დიდი არჩევანია ჩვენთან, ბევრგან შეიძენ, მაგრამ ფერები კი ჭირს – თეთრია 100-დან 99 შემთხვევაში (undershirt-ზე ვამბობ და არა T-shirt-ზე – ეს ორი სხვადასხვა რამეა).

თეთრი ყოველთვის კარგი არჩევანი არაა. შეკითხვაზე, რა ფერის პერანგსშიდა უნდა ჩავიცვათ თეთრი პერანგის ქვეშ, “ლოგიკური” პასუხი “რა თქმა უნდა თეთრი”, სულაც არ არის ლოგიკური. მცდარია. თეთრი პერანგსშიდა ღია ფერის პერანგის ქვეშ ნიშნავს ამას: Continue reading “How-To: პერანგსშიდა”

How-To: (გა)დაალაგე გარდერობი

ასეთი რამ თუ დაგმართია – იყიდი რაღაც ნივთს (ამ შემთხვევაში ტანსაცმელზე ვამბობ) მოიტან, გამოაღებ გარდერობს და… რაღაც მსგავსი, თურმე, გქონია. მაგრამ არ გახსოვდა.

მე დამმართია. და ასეთი სიბრიყვე რომ არ დაგემართოს, გარდერობში რა გაქვს, კარგად უნდა იცოდე. რა გაქვს, რად გადგია და რამდენად ხშირად იცვამ.

არის ერთი მარტივი ლაიფჰაქი, იმ ლაიფჰაქთა სერიიდან, ისედაც ხომ ვიცოდიო, იტყვი, მაგრამ არ იყენებდი და სასარგებლო კია.

იდეის ავტორი – ანტონიო სინტენოა – სთაილ ექსპერტი, იმიჯ კონსულტანტი და ბლოგერი.  ბლოგს პოსტის ბოლოს დავლინკავ. ახლა კი მისი რჩევა:

Continue reading “How-To: (გა)დაალაგე გარდერობი”

How-To: ფრანგული ნასკვი

არის ამბები, მთელი ცხოვრება რომ არასწორად ვიმეორებთ. იმიტომ რომ ბავშვობაში გვასწავლეს არასწორად. ან ჩვენ თავად ვისწავლეთ. ასეთი ამბავია.

დროა, გამოვასწოროთ.

მაგალითად – თასმები. თასმებს ფეხსაცმელზე არასწორად ვიკრავთ. ყველა არა, მაგრამ – უმრავლესობა. დამოუკიდებლად შეთასმვა ჯერ რომ არ ვიცოდით, მშობლები ან ბებია-ბაბუები გვითასმავდნენ და ასე გვასწავლეს და ვაგრძელებთ დიდობაშიც – საბავშვო ნასკვით.

ფეხსაცმლის თასმის საბავშვო ნასკვი იოლად იკვრება, მაგრამ იოლადვე იხსნება წამდაუწუმ, ამასთან, მოღრეცილია, ოკრო-ბოკრო და ასიმეტრიული.

დროა, ჩაანაცვლო ფრანგული ნასკვით.

ფრანგული ნასკვი არის ორი სახის. ორივე ელეგანტურია, სიმეტრიული, უხდება ფეხსაცმელს და არ გაგეხსნება უდროო დროს.

Continue reading “How-To: ფრანგული ნასკვი”

მეზღვაურებს წინდები არ აცვიათ

მეტისმეტად საზაფხულო პოსტი იქნება, თუმცა ჯერისევ მზიანი ამინდებია და, ეგებ, კიდევ გამოგადგეთ.

Boat shoes (გემბანის ფეხსაცმელი) (ერთ-ერთი) საუკეთესო, მოხერხებული, გრილი და კომფორტული ფეხსაცმელია თბილი ამინდისთვის. არ იყო ჩვენში ისე პოპულარული, როგორც ამერიკასა თუ ევროპაში, მაგრამ ბოლო ხანებია სულ უფრო ხშირად ვხედავ ბოტასებს, კედებსა და ესპადრილების გვერდით.

ეს ფეხსაცმელი 1935 წელს მოიგონა ამერიკელმა ბიზნესმენმა, დიზაინერმა, გრაფიკოსმა, ფოტოგრაფმა და ზღვაოსანმა ფოულ სფერიმ (Paul A. Sperry), დააფუძნა საკუთარი სეხნია ფეხსაცმლის კომპანია და შექმნა გემბანის ფეხსაცმლის ტარების დრეს-კოდიც.

როგორც ძველ პოსტში ვწერდი:

Continue reading “მეზღვაურებს წინდები არ აცვიათ”

კალაძე და სპრეცატურა

თბილისის მერი უნდა შევაქო. იმისთვის, რისთვისაც ბევრი განაქიქებს და დასცინის ხოლმე. ვითომ შეუხამებელი და შეუფერებელი ფერების, ქსოვილებისა და სტილის შეფერებისა და შეხამებისთვის.

ამბობენ, რომ ინგლისელი დენდი ჯორჯ ბო ბრამელი მთელ დილას ანდომებდა გარდერობის გადარჩევას და რამდენიმე საათს ატარებდა სარკის წინ მხოლოდ იმისთვის, რომ სახლიდან ვითომ დაუდევრად ჩაცმული გასულიყო. ისე, თითქოს, გამოაღო ტანსაცმლის კარადა და სახელდახელოდ, რაც ხელში მოხვდა, ის ჩაიცვაო. ეს არის სპრეცატურა (Sprezzatura – დაუდევრობა). ინგლისელებს არ მოუგონიათ, იტალიელების კრეატურაა და ჯერ კიდევ აღორძინების პერიოდიდანაა ცნობილი. პირველად დიპლომატმა ბალდასარე კასტილიონემ (Baldassare Castiglione) ახსენა წიგნში (Il Cortegiano – კარისკაცი/კარის წიგნი). სპრეცატურა, ცხადია, მხოლოდ ჩაცმის სტილში არ აისახებოდა, ფართო ასპარეზი ჰქონდა, მთელი ფილოსოფია იყო.

Continue reading “კალაძე და სპრეცატურა”