ბათუმელი კამიკაძე

შაბათის პოსტი

1942 წლის 18 აგვისტოს იაპონიის საიმპერატორო არმიის ვიცე-ადმირალმა ტაკიძირო ონისიმ კამიკაძე ტამაიუკი ონოს ბათუმის პორტზე შეტევა უბრძანა. ონომ თავისი Mitsubishi Zero დაქოქა, ჰაერში აიჭრა და ბათუმისკენ გამოფრინდა, მაგრამ შავი ზღვისპირეთის მარგალიტს როგორც კი მიუახლოვდა, მისი სილამაზით მოიხიბლა და ქალაქზე შეტევა გადაიფიქრა. ბათუმის სამხედრო აეროპორტში დაეშვა და ქალაქის გარნიზონს ტყვედ ჩაბარდა.

წითელარმიელებმა მისი გულწრფელი მონანიება გაითვალიწინეს და ონო არ დააპატიმრეს. ის ბათუმში, ქუთაისში და ბოლოს თბილისში მსახურობდა ხაზვის მასწავლებლად. შეუყვარდა ხინკალი, ხაჭაპური და ქართველი ქალი ქეთევან კიკნაძე. ცხოვრობდა პლეხანოვზე.

კამიკაძე ტამაიუკი ონოს – კაცს, რომელმაც არ დაბომბა ბათუმის პორტი და დააფასა ქართული სტუმართმოყვრობა დღეს თბილისში ძეგლიც უდგას.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Continue reading

რაც ყველაზე ძალიან გიყვარს…

შაბათის პოსტი

Isaac Claesz. Van Swanenburg - The Faithful Wives Of Weinsberg1140 წელს გერმანიის მეფის, კონრად მესამის ჯარმა, რომელიც ჩაბმული იყო ომში შვაბიის მმართველ, ტოსკანის მარკგრაფ ველფ მეექსვესთან, ალყა შემოარტყა ქალაქ ვეინსბერგს. ქალაქის დამცველები უდრეკნი აღმოჩნდნენ და მომხვდურთ გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს. წელიწადნახევრის განმავლობაში ცდილობდა კონრადი ქალაქის აღებას, ბოლოს, როცა მეციხოვნენი გაწყდნენ, ქალაქის მცხოვრებთ სურსათ-სანოვაგე შემოაკლდათ და ისრებიც დაელიათ, რომ მტრისთვის დაეშინათ, მოახლოებული გამარჯვების ოხშივრით დამთვრალმა კონრადმა დაიფიცა, ქალაქს მიწასთან გავასწორებ, ზედ გუთანს გადავატარებ, ქალაქის მაცხოვრებელთ კი ყველას ერთიანად გავწყვეტო… რომ შეჰკადრეს – ასეთი დაუნდობლობა მეფეს არ შვენისო, კონრად მესამე მოლბა და პირობა დადო – ქალებს ხელს არ ვახლებ, ნებას ვრთავ, ქალაქი დასტოვონ და რაც რამ ყველაზე ძვირფასი ავლა-დედება აქვთ, ზურგზე მოიკიდონ და ხელს გააყოლონო.

Continue reading