ერთი ღიმილის ისტორია

ავტოფარეხი, მამისგან “ნასესხები” 300’000 დოლარი, წიგნებით ვაჭრობა, 20’000 შემოსავალი კვირაში პირველივე თვეების განმავლობაში… ასე დაიწყო “ამაზონის” ისტორია 1994 წელს. ეს ამბავი კარგადაა ცნობილი. კომპანიის ზრდასთან ერთად, იცვლებოდა მისი ლოგოც. დღევანდელი 21 წლისაა. დიზაინი დეივიდ თარნერსა (David Turner) და ჯოან ჩანს (Joanne Chan) ეკუთვნის (კომპანია Turner Duckworth). რამდენიმე ესკიზი შექმნეს, მაგრამ ბეზოსს პირველივე მოეწონა. მოეწონა იმდენად, რომ სხვები რიგიანად აღარც უნახავსო, – იხსენებენ.

განა, ვის არ მოეწონება ეს ლოგო? მხოლოდ მათ, ალბათ, ვისაც ლეკვებიც არ უყვარს!
ჯეფ ბეზოსი

Continue reading “ერთი ღიმილის ისტორია”

“ამაზონის” ამაზონი

სიეთლში, სადაც “ამაზონის” სათაო ოფისი მდებარეობს, კორპორაციამ ახალი კამპუსი წამოჭიმა. “სფეროები” (The Spheres) ასე ეწოდება “ამაზონის” ახალ ოფისს. სამი გამჭვირვალე ბურთის ფორმის შენობის იდეა ჯეფ ბეზოსს ეკუთვნის, მის ხორცშესხმაზე კი ამერიკული NBBJ-ს გუნდი მუშაობდა არქიტექტორ ჯონ სეივოს ხელმძღვანელობით. განსაკუთრებით რთული საინჟინრო ამოცანების გადასაწყვეტად კომპანია Magnusson Klemencic Associates დაიხმარეს. “სფეროები” მთლიანი არქიტექტურული კომპლექსის ნაწილია და ხუთ ცათამბჯენს შორის მდებარეობს. დაპროექტება და წინასწარი სამუშაოები 2010-ში, ხოლო მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და 2018 წლის 29 იანვარს “სფეროების”, როგორც ყველაზე გემრიელი ლუკმისა და ბოლო აკორდის პრეზენტაციით დასრულდა.

Amazon Spheres Bezos

Continue reading ““ამაზონის” ამაზონი”

მარიანა – თავისუფლების ქალღმერთი

French Government logoეს გამოსახულება, ალბათ, ბევრს გეცნოთ, უთუოდ ბევრჯერ მოგიკრავთ თვალი – საფრანგეთის მთავრობის ლოგოა: ახალგაზრდა ქალის პროფილი დროშის ფონზე. ქალი თავისუფლების ქალღმერთია, საფრანგეთის რესპუბლიკის ალეგორიული სიმბოლო, მარიანა ჰქვია და ქაღალდზე პირველად ჟან-მიშელ მორომ (Jean-Michel Moreau) გამოსახა 1775 წელს, როდესაც ვოლტერის პოემა “ანრიადა” დაასურათა. მისეული მარიანა, სინამდვილეში, თავისუფლების რომაული ქალღმერთი, ფერონიაა, მაგრამ სწორედ ეს ნახატი იქცა ნანინ ვალას (Nanine Vallain) “თავისუფლების ქალღმერთის” შთაგონების წყაროდ. შემდეგ იყო ეჟენ დელაკრუას (Eugene Delacroix) ცნობილი “თავისუფლება” და რამდენიმე სხვა ფერმწერისა თუ სკულპტორის ნამუშევარი.

Liberty by Jean Michel MoreauLiberty by Nanine Vallain
Liberty by Eugene Delacroix

Continue reading “მარიანა – თავისუფლების ქალღმერთი”

კარლ დიბიჩი – მივიწყებული გენიოსი

Karl Diebitschორიოდ წლის წინ მსახიობმა რასელ ბრენდმა GQ Magazine-ის მამაკაცის დიზაინერთა წლის დაჯილდოებაზე სკანდალი მოაწყო… არა, ჩანგალი არვისთვის ჩაურტყამს, უბრალოდ სცენაზე ავიდა და განაცხადა, Hugo Boss-ის წარმომადგენლებს ვხედავ აქ და რა ჯილდოებს ელიან, ნამუსი დაუკარგავთ, მას შემდეგ, რაც SS-ის ფორმა შექმნეს აქ გამოსაჩენი ცხვირ-პირი არ აქვთო…

ჰუგო ბოსისა და ჰიმლერის მეგობრობის ამბავი ბევრჯერ მოგვისმენია ან წაგვიკითხავს. თუმცა ეს მხოლოდ ნახევარი სიმართლეა. კომპანია Hugo Boss ნამდვილად კერავდა ფორმებს SS-ისთვის, მაგრამ დიზაინერი ჰუგო ბოსი ამ ფორმების შემქმნელი არ ყოფილა. SS-ის ფორმებს, ისევე როგორც სხვა ატრიბუტიკას, თავისი ავტორი ყავს. დღეს უკვე ბევრისგან მივიწყებული… არცაა გასაკვირი. თუ ჰუგო ბოსი მუშაობდა SS-ისთვის, ეს ადამიანი თავად იყო SS. კარლ დიბიჩი (Karl Diebitsch) ვაფენ-სს-ის ობერფიურერი (მიახლოებით ბრიგადის გენერლის სამხედრო ჩინს უთანაბრდება), მხატვარი, სკულპტორი, დიზაინერი და ხელოვნების ისტორიკოსი, პროფესორი.

Continue reading “კარლ დიბიჩი – მივიწყებული გენიოსი”

ოდა პოლოს

ყველაფერი გენიალური – მარტივია.
ჭკვიანი კაცი.

არ ვიცი, რას ჩავიცვამდი ზაფხულში, გასული საუკუნის 20-იან წლებში რენე ლაკოსტს პოლო რომ არ გამოეგონებინა. ალბათ – ვერაფერს. 🙂 პოლო არის ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური სამოსი, რაც არსებობს, რომელიც უხდება ყველას და ყველაფერს. ამაზე დემოკრატიული ტანსაცმელი ერთი-ორი და მორჩა. გინდა ამოჩაჩული ჩაიცვი, გინდა – ჩატანებული. გინდა დაჭმუჭნული, დაგინდ – გაწკეპილი. გინდა ჯინსზე, გინდა ველვეტზე, გინდა – სხვა შარვალზე. გინდა ბრიჯზე. გინდა – შორტზე. გინდა პიჯაკი მოიცვი ზედ, გინდა – კარდიგანი, გინდა – სვიტერი. მარტივი სამოსია და ამავე დროს რა ფანტაზიის გაქანებას გაძლევს. იმხელა გაქანებას, რომ პოლო ხელოვნების ნიმუშადაც იქცა. სხვა კომპანიებმაც გამოიდეს თავი, მაგრამ მეტადრე მაინც “ლაკოსტის” ხელში.

კრისტოფ ლემერმა ახლახანს ბოლო ჩვენება გამართა Hermes-ის ლეიბლის ქვეშ. არ ვიცი, რა მიიტანა ლემერმა “ერმეში”, ნამდვილად არ დავინტერესებულვარ და არც ამის მიზეზი მქონია, მაგრამ “ლაკოსტმა” მის ხელში ცვლილებები ნამდვილად განიცადა. სხვაგვარად არც შეიძლებოდა, ბოლო-ბოლო მთელი 10 წელი იყო “ლაკოსტის” კრეატიული დირექტორი. ამ წლების განმავლობაში ფრანგული ბრენდი და მისი პოლო, ალბათ, გახდა კიდევ უფრო ფერადი და Lacoste 5th Avenueმრავალფეროვანი, ვიდრე იყო მანამდე და ნამდვილად უფრო ძვირი. Smile პირველი, შეიძლება, იმდენად შესამჩნევი არც იყოს, ამიტომ დავწერე “ალბათ” – რაც “ლაკოსტის” მომხმარებელი ვარ, პოლოთა უფეროვნობას ის არასდროს უჩიოდა, მეორე კი სრულიად აშკარაა და იოლად დაეტყო ჯიბეს. Smile წერდნენ, რომ ლემერმა “ლაკოსტი” სპორტულიდან ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქცია და ხელი შეუწყო მის გაახალგაზრდავებას, თუმცა, ნიანგიანი პოლო ყოველთვის იყო ფრეფი-სტილის ორგანული ნაწილი და გაყიდვების დინამიკით თუ ვიმსჯელებთ, ეს პოზიციები იშვიათად თუ დაუთმია. არამხოლოდ პოლო, ცხადია, მაგრამ “ლაკოსტისთვის” პოლო ყოველთვის რჩებოდა ბრენდის ერთგვარ სავაჭრო ნიშნად. ამბობ პოლოს, გულისხმობ “ლაკოსტს”. და – პირიქით. მომიტევოს რალფ ლორენმა.

Continue reading “ოდა პოლოს”