ბონდი, როგორც ასეთი

კვირადღის პოსტი

ჟურნალმა The Economist თავის თამბლერზე გამოაქვეყნა “ჯეიმს ბონდების შედარებითი დახასიათება”  (ჩემი დროის ლიტერატურის მასწავლებლებს უყვარდათ ხოლმე სკოლაში ასეთი თემები).

 Bonds

როგორც ჩარტიდან ჩანს, ყველაზე ლოთი დენიელ ქრეიგის ბონდია, სისხლისმსმელი  – ბროსნანისა, გულთმპყრობელი, უცნაურია და, არა ქონერის, არამედ – ლეიზენბის, ყველაზე არამსმელი – მურის (ისე, რუსული “ტრეზვენნიკ”-ის სხარტი შესაბამისი ვერ მოვნახე ქართულში)… დალთონზე კი რა ვთქვა? არც – არაფერი. დალთონის ბონდის არსებობას მხოლოდ ის ამართლებს, რომ სწორედ მის ბონდიანაში გამოჩნდა ბონდის გოგოს როლში “ქართველი” მარიამ დ’აბო – გენერალ კვინიტაძის შვილიშვილი.

ცხადია, “ეკონომისტის” ამ შედარებებში საერთო ჯამი არ იგულისხმება – მხოლოდ პროცენტული შეფარდება. აბსოლუტურ ციფრებში ქონერი პირველი იქნება სამივე პოზიციით – ყველაზე ბევრჯერ შეასრულა ბონდის როლი და იმად.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ბონდიანის შვიდი გაელვება

1. იტალიელ მოდელს, მსახიობს, პროდიუსერსა და სცენარისტს, მარია კუჩინოტას (Maria Grazia Cucinotta) სულ პატარა როლი აქვს ფილმში “მთელი სამყაროც საკმარისი არაა” (The World Is Not Enough, 1999) მისი პერსონაჟი დაქირავებული მკვლელია, დიდი მხატვრის გვარს, და ვინჩის (Giulietta da Vinci) ატარებს, თუმცა ყველას “სიგარიან გოგოდ” (Cigar Girl) დაამახსოვრდა.001 Maria Grazia Cucinotta

2. ვალენკა (Valenka) ლე შიფრის აგენტი და საყვარელია ფილმში “კაზინო როიალი” (Casino Royale, 2006), რომელიც ბონდის მოწამლვას ცდილობს. მის როლს ხორვატული წარმოშობის ამერიკელი მსახიობი ივანა მილიჩევიცი (Ivana Miličević) ასრულებს. ვისაც კომპიუტერული Command & Conquer: Red Alert 3 უთამაშია, უთუოდ გაიხსენებს მომხიბლველ რუს აგენტს დაშა ფედეროვიჩს, რომელსაც ასევე ივანა განასახიერებდა.

Continue reading

შვიდნი 007-ის წინააღმდეგ

წინა ჯერზე აგენტ 007-ის 7 ქალზე დავწერე. ეს პოსტი კი ჯემს ბონდის მოწინააღმდეგე ქალებზე იქნება.

1. ნავთობის მაგნატის ქალიშვილი ელექთრა ქინგი (Elektra King) ჯეიმს ბონდის მოკვლას ფილმში “მთელი სამყაროც კი საკმარისი არაა” (The World Is Not Enough, 1999) ცდილობს. ამ როლს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ნიჭიერი ფრანგი მსახიობი სოფი მარსო (Sophie Marceau) ასრულებს. ქინგი აზერბაიჯანული წარმოშობისაა და ამ ფილმში საქართველო და ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენიც ჩანს (რუკაზე). ელექთრას მიზანი ბოსფორის სრუტეში თერმობირთული აფეთქების მოწყობაა, რომ ნავთობზე ფასი გაიზარდოს და ამ ბიზნესის მონოპოლისტი გახდეს.001 Sophie Marceau as Elektra King

2. საქართველოს, ასევე, ახსენებენ ფილმში “ოქროს თვალი” (GoldenEye, 1995). კსენია სერგეევნა ონატოპი (Ксения Сергеевна Онатопп), რომელსაც ჰოლანდიელი ფამკე იანსენი (Famke Janssen) ასახიერებს, საქართველოში დაბადებული რუსი სამხედრო მფრინავი და დანაშაულებრივი სინდიკატის, “იანუსის” წევრია. მისი ჰობი მამაკაცების ცდუნება, შეპყრობა და სადომაზო სექსუალური აქტის შემდეგ მოკვლაა. ბონდსაც იგივეს უპირებს, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ გამოუვა (სექსი – კი, მოკვლა – ვერა).

Continue reading

აგენტი და მისი ქალები

მსოფლიოს ნომერ პირველი საიდუმლო აგენტი 007… თუმცა, რაღა საიდუმლოა, თუკი ქუჩაში მათხოვარი ბავშვებიც ცნობენ და როგორც კი თვალს მოკრავენ, აედევნებიან ხოლმე “ფული მაიტა, შენი ლამაზი თვალების ჭირიმე ბონდო ბიძიაო… თორემ კაგებეში ჩაგიშვებთო…”

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი აგენტი  წარმოუდგენელია მისი ქალების გარეშე. ბონდიანის პროდიუსერები მორიგი “ბონდის გოგოს” შერჩევის საქმეს ნაკლები მოკრძალებითა და შიშით როდი უდგებიან, ვიდრე თავად აგენტის როლის შემსრულებლისას, კარგად შერჩეული “ბონდის გოგო” ხომ ბონდიანის სერიის წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელია… თუკი ფიქრობთ, რომ ვაჭარბებ, გაიხსენეთ:

1. შვეიცარელი ურსულა ანდრესი (Ursula Andress), ჰანი რაიდერი ბონდიანის პირველი (და ერთ-ერთი საუკეთესო) ფილმიდან “დოქტორი ნო” (Dr. No, 1962). როდესაც ურსულა ოკეანის ტალღებიდან ამოდის აფროდიტესავით, თეთრი ფერის ბიკინიში, ნიჟარებით ხელში და წელზე ჩამოკონწიალებული დანით, მამაკაცებს კინოდარბაზში გულები უჩერდებათ…  ეს ერთ-ერთი ყველაზე საკულტო კადრია, არამხოლოდ ბონდიანის, არამედ მთლიანად სინემატოგრაფის ისტორიაში. ურსულა ანდრესს ამ როლისთვის ოქროს გლობუსი მიანიჭეს.001 Honey Ryder

Continue reading