თამაში დაბლინის ქუჩებში

მოლი ბლუმს,
ადამიანს, რომელმაც საკუთარი დაბადების თარიღი შეარჩია.

Photo: James Joyce in 1939 with his grandson. Credit: LA Times File Photoჯეიმს ჯოისი დიდი ვირეშმაკი იყო – დაწერა წიგნი, რომლისაც (ბოლომდე) არვის ესმის, უმრავლესობას (ბოლომდე) წაკითხულიც არ აქვს და მაინც ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს (თუ უდიდეს არა) მწერლადაა მიჩნეული. 🙂

ნუ აღელდით – რომანის გარჩევას არ ვაპირებ და არც ჯოისზე საუბარს. ეს პოსტი ბლუმსდეიზეა – ანუ ბლუმის დღეზე, რომელიც 16 ივნისს აღინიშნება. 16 ივნისი ის დღეა, რომლის განმავლობაშიც ვითარდება რომანის სიუჟეტი. 1904 წლის 16 ივნისს “ულისეს” ერთ-ერთი მთავარი გმირი ლეოპოლდ ბლუმი შინიდან გადის და დუბლინის (დაბლინის) ქუჩებში (და ამავდროულად საკუთარ ცნობიერსა თუ ქვეცნობიერში) დახეტიალობს, სანამ შუაღამეს გადასულს უკან არ ბრუნდება. ამბობენ, რომ ლეოპოლდ ბლუმის ეს მოგზაურობა ოდისევსის მოგზაურობის რემინისცენციაა (ჰომეროსი არ წამიკითხავს, ამიტომ, სიტყვაზე ვენდობი მათ, ვინც ამას ამბობს) და თუ ასეა, გამოდის რომ ჯოისმა დაახლოებით 18 საათში ჩაატია ის, რისთვისაც ჰომეროსის გმირს 10 წელი დასჭირდა.

Continue reading