Sie werden ja noch zum “Magus des Nordens”! თქვენ გახდებით ჩრდილოეთის ჯადოსანი ზიგფრიდ გიდეონი – ალვარ აალტოს
ეს კოვიდ-პანდემია კი მთავრდება და სანამ რამ სხვა დაგვატყდება, საზღვრებსაც შეხსნიან. თუკი ფინეთში იქენით და რომელსამე დიდ შენობაში შეაბიჯეთ – ბიბლიოთეკა იქნება, საგამოფენო დარბაზი, მერია თუ სავაჭრო ცენტრი, ახედეთ ჭერს. თუ გაგიმართლათ – ნახვრეტებიანი იქნება, ჭუჭრუტანა-ჭერი. ან, როგორც მე დავარქვი – ჭერჭრუტანა. 🙂
ელიას მთაზე სამების ტაძრის აგება რომ გადაწყვიტეს, გამოაცხადეს კონკურსი. მაკეტებს შორის რამდენიმე ჩვენი თვალისთვის უჩვეულოც იყო, განსხვავებული, მაგრამ უპირატესობა არჩილ მინდიაშვილის პროექტს მიანიჭეს, რომელიც არის, რაც არის. ჩვეული, მძიმე და მოსაწყენი. არქიტექტურა კი ეპოქას უნდა ასახავდეს. მისდევდეს და წინ უსწრებდეს კიდეც. 21-ე საუკუნეში აგებულ შენობას 21-ე საუკუნის რომაა, ეგ უნდა ემჩნეოდეს. როგორც 21-ე საუნეში დაწერილ წიგნს ემჩნევა. ნახატს ემჩნევა. მუსიკას ემჩნევა. თუმცა, ეკლესია სხვა რამ არისო, იფიქრეს მაშინ, ალბათ… იესო თავად იყო რეფორმატორი და, არ მგონია, სიახლისა შეშინებოდა.
1992-96 წლებში, თითქმის იმ დროს, ჩვენ რომ სამებას ვაშენებდით, შვეიცარელებმაც ააგეს მოგნოში წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ახალი ტაძარი. იმ ადგილას მე-17 საუკუნის ძველი ეკლესია იდგა. 80-იანების შუაწელს ზვავმა დაანგრია. გამოაცხადეს კონკურსი და მარიო ბოტას პროექტი შეარჩიეს.
დიზაინერი დიზაინერთან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის ან – ფერსაო.
დიზაინური ანდაზა
ეს ამბავი წინის გაგრძელება იქნება. იქ ავეჯის დანიელ დიზაინერზე, ჰანს ვეგნერზე ვწერდი, ახლა დანიელ არქიტექტორზე, არნე იაკობსენზე უნდა დავწერო. მასა და ვეგნერს ბევრი პროექტი აქვთ ერთად შესრულებული და ამ თანამშრომლობაში ბევრი რამ ისწავლეს ერთმანეთისგან.
არნე იაკობსენი (Arne Jacobsen) ჰანს ვეგნერს 39-იანი წლების ბოლოს შეხვდა. იაკობსენი აარჰუსის ახალი მერიის 1938-40 წლების შენობის არქიტექტორად მიიწვიეს, ავეჯის დიზაინზე კი ვეგნერი მუშაობდა.
სინტრა თუ არ გინახავთ, ჩათვალეთ, პორტუგალიაში არ ყოფილხართ.
თუ გგონიათ, ეს დიდი დიუმას სიტყვებია ან სულაც პაულო კოელიოს მორიგი ფეისბუქზე გასაპაპსავებელი ციტატა, ძალიანაც შემცდარხართ, რადგან მხოლოდ ჩემს აზრს მოგახსენებთ, ერთი საშუალო სტატისტიკური თაკოსი, რომელსაც გაუმართლა და დედამიწის ეს მინიატურული სამოთხე იხილა.
სანამ პორტუგალიაში გავფრინდებოდი, ამ ბლოგის სულისჩამდგმელმა, თავმჯდომარემ, ბუღალტერმა, ეიჩარმა, გამნათებელმა და მძღოლმა მითხრა, პორტუგალიიდან ისე არ წამოხვიდე, იქაური ბრუგე-სინტრა არ ნახოო. დავუჯერე და არც ვინანე. Continue reading “სინტრა – დედამიწის მინიატურული სამოთხე”
ტაძარს, რომელიც კინაღამ განადგურდა, ადრეც არაერთი ცუდი ამბავი გადახდენია თავს.
ბევრი რამ არ ვიცოდი.
მე-17 საუკუნეში, რევოლუციის დროს ქვები დაუშინეს და ვიტრაჟების დიდი წილი ჩაამსხვრიეს. ვარდი გადარჩა. ვერ მიწვდნენ, ალბათ. ან ძალიან ლამაზი რომ იყო, ვერ გაიმეტეს. აკი, ცეცხლმაც ვერ გაიმეტა.
იაკობინელებმა დანგრევა დაუპირეს. გადაიფიქრეს და ცოდნის სასახლედ გადააკეთეს. ზარები გადაადნეს, ერთადერთი, დიდი ზარი გადაურჩათ. მეფეებისა და წმინდანების ქანდაკებებს კი, ტაძრის კედლებს რომ ამშვენებს, ჩამოუარეს და თავები დააჭრეს. მხოლოდ წმინდა დენის ვერაფერი უქნეს, იმად, რომ თავი მოჭრილი ჰქონდა მათ გარეშეც. 🙂
მოგზაურის რვეული: ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ
როცა პარიზი არსებობს და შენ სხვა ქალაქში ცხოვრებას ამჯობინებ… ამოუცნობი საიდუმლოა ჩემთვის. მარიონ კოტიარი. ვუდი ალენის “შუაღამე პარიზში”
დისნეილენდი
არ ვიცი, რა ასაკის ხარ, მაგრამ პარიზის დისნეილენდისთვის ერთ დღეს თუ არ გადაინახავ – დიდ შეცდომას დაუშვებ! თუ ბავშვები გახლავს – ასმაგად. შეიძლება არ ნახო მონა ლიზა, მაგრამ არ ეწვიო დისნეილენდს – უპატიებელი ცოდვაა. 🙂 ბილეთი ძვირია არ არის იაფი, მაგრამ ამ ფასად უკეთესს ვერაფერს იყიდი. 🙂 პარკში RER-A მიგიყვანს.
თუკი ჩემ რჩევას მიყვები, ჯობს, ორი დღე გადადო. ტურისტულ სეზონში უამრავი სტუმარია და კილომეტრიანი რიგები. გვიან ღამით კი ლაზერ-შოუს მართავენ, უოლთ დიზნის პერსონაჟების აღლუმიც არის და ბევრი სხვა. ეს – ატრაქციონების გარდა. პარკის ტერიტორიაზე და მახლობლად ბევრი სასტუმროა, შორიდან რომ არ იარო.
NB! კილომეტრიანი რიგები რომ ვთქვი, ჰიპერბოლა არ გეგონოს. ზოგ ატრაქციონამდე რამდენიმე საათი რიგში დგომა გიწევს! მუშაობს ე.წ. სწრაფი ბილეთის სისტემა. ის დღესდღეობით ორია: FastPass და Single Rider. დამატებითი ფასის გადახდა საჭირო არაა – უბრალოდ მიდიხარ კონკრეტული ატრაქციონის საგანგებო სალაროსთან/ავტომატთან, რეგისტრირდები პარიზის დისნეილენდის ელექტრონული ბილეთით და უფასოდ იღებ ამ სწრაფ ბილეთს, რომელზეც მითითებულია დროის მონაკვეთი, როცა შენი რიგი მოგიწევს.
NB! სწრაფი ბილეთი მხოლოდ რამდენიმე, ყველაზე პოპულარულ ატრაქციონზე მუშაობს. ერთდროულად ორი ბილეთის აღება არ შეგიძლია – ჯერ ერთ ატრაქციონზე გამოიყენებ, შემდეგ შეგეძლება აიღო მეორისთვის.
კურდღელი მონმარტრზე
მონმარტზე, ალბათ, ახვალ, მულენ-რუჟიდან საკრე-კერის ულამაზეს ტაძრამდე გზად პატარა შენობაა, სადაც ისტორიული კაბარეა. ერიკ სატის, ჟაკ ბრასანსის, ანი ჟირადროს საყვარელი ადგილი. აქ ედიტ პიაფი მღეროდა. 1875 წელს მხატვარმა ანდრე ჟილმა კედელი კურდღლის გამოსახულებით დაამშვენა, აქედანაა სახელიც – Au Lapin Agile (ონავარ კურდღელთან). შესვლა – აუცილებელი არაა (მითუფრო, რომ არც იაფია და თუ დაჯავშნული არ გაქვს, თავისუფალი მაგიდაც ჭირს) ყურადღების მიქცევა და ჩაინსთაგრამსელფება – აუცილებელი.
მოგზაურის რვეული: ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ
პარიზი ყოველთვის საუკეთესო იდეაა. ოდრი ჰეფბერნი. ბილი უაილდერის “საბრინა”
პარიზის ღირშესანიშნაობების ჩამოთვლას რა პოსტი დაიჭერს?
სულ რომ არვინ გიხსენოს, ეიფელის კოშკს, ტრიუმფალურ თაღს, ლუვრს… ისედაც ნახავ. და კიდევ ბევრ სხვას (სადამდეც დრო გაგწვდება).
მაგრამ, ეგებ, მეც გირჩიო რამე.
მუზეუმები
ლუვრი, მონა ლიზა… “ამ ქალბატონს საუკუნეების მანძილზე იმდენი აღუფრთოვანებია, რომ ახლა თავად წყვეტს, ვინ აღაფრთოვანოს და ვინ – არაო” – რანევსკაიას უთქვამს კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი ჩინოვნიკისთვის.
მაგრამ ლუვრში არ არიან იმპრესიონისტები. ამიტომ თუ უდიდესი ფრანგი მხატვრების ხილვა გსურს – უნდა ეწვიო ორსეს, ორანჟერის და მარმოტანს (ეს ბოლო კლოდ მონეს პერსონალური მუზეუმია, თუმცა მონე ორსეში და ორანჟერიშიც არის).
დაკიდევ – როდენის მუზეუმი. სკულპტურის მოყვარულთათვის ეს მუზეუმი მასთსია.
ავანგარდისტები და თანამედროვე ხელოვნება – პომპიდუს ცენტრშია წარმოდგენილი. ექსპრესიონისტური და სიურეალისტური სკულპტურის მოყვარულებმა კი ალბერტო ჯაკომეტის პარიზულ მუზეუმს უნდა მიაკითხონ, რომელიც ახლახანს, ივნისის თვეში გაიხსნა (არ მინახავს, მაგრამ ამბობენ მდიდარი ექსპიზიცია არისო, თუმცა, ჯაკომეტის სკულპტურები ორსეშიც არის).
სიეთლში, სადაც “ამაზონის” სათაო ოფისი მდებარეობს, კორპორაციამ ახალი კამპუსი წამოჭიმა. “სფეროები” (The Spheres) ასე ეწოდება “ამაზონის” ახალ ოფისს. სამი გამჭვირვალე ბურთის ფორმის შენობის იდეა ჯეფ ბეზოსს ეკუთვნის, მის ხორცშესხმაზე კი ამერიკული NBBJ-ს გუნდი მუშაობდა არქიტექტორ ჯონ სეივოს ხელმძღვანელობით. განსაკუთრებით რთული საინჟინრო ამოცანების გადასაწყვეტად კომპანია Magnusson Klemencic Associates დაიხმარეს. “სფეროები” მთლიანი არქიტექტურული კომპლექსის ნაწილია და ხუთ ცათამბჯენს შორის მდებარეობს. დაპროექტება და წინასწარი სამუშაოები 2010-ში, ხოლო მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და 2018 წლის 29 იანვარს “სფეროების”, როგორც ყველაზე გემრიელი ლუკმისა და ბოლო აკორდის პრეზენტაციით დასრულდა.
ხშირად, ძველ თბილისში სეირნობას აბანოთუბანში ვამთავრებთ, ლეღვთახევში, შარდენის რომელიმე კაფეში… მაგრამ, თუკი არ დაიზარებთ, სოლოლაკიდან ტიმოთე ბელოის 120-საფეხურიან კიბეს აჰყვებით, დაგხვდებათ ულამაზესი ხედები, ვიწრო, საფეხმავლო შუკები, რამდენიმე კოხტა ეკლესია, სპარსული ათეშგა – მაზდეანური სალოცავი, ძველი თბილისის განუმეორებელი არომატი და გასაოცარი კაფე-რესტორნები. ეს არის თბილისური ბეთლემი – კლდის უბანი.
კაფე-რესტორნები ვთქვი და გამორჩეული სამია.
პირველს 144 საფეხური ჰქვია. ბეთლემის ქუჩიდან ზემოთ, კიბით 144 საფეხური უნდა ასკინკილა აირბინოთ და თბილისის ყველაზე კოლორიტულ კაფეში აღმოჩნდებით. აქედან თბილისი ყველაზე ლამაზი ჩანს. სწორედ ამ ადგილიდან იშლება ჩვენს ქალაქზე ყველაზე ლამაზი ხედი. ამ კაფეში ძალიან კარგი, მხიარული, მეგობრული და ყურადღებიანი ადამიანები მუშაობენ. ამ კაფეში ამზადებენ უგემრიელეს ნამცხვრებს. აქ მზეს ეფიცხება 144 ბუნდღლა (და არაბუნდღლაც) კატა. აქ ბევრი ნახატია კედლებზე (კაფეს მფლობელი თავადაც მხატვარი და გალერისტია), აქ მყუდრო ვერანდაა და, როგორც ვთქვი, ულამაზესი ხედები.