სტილიაგები

ამბოხის თეორია

“საბჭოთა ქალიშვილებო, გახსოვდეთ, ვინც დღეს ჯაზის მოსმენას გთავაზობთ,
ის ხვალ ორალურ სექსს მოგთხოვთ!”
გაზეთი “კომსომოლსკაია პრავდა”, 1956 წელი

Stilyagi-posterაი, ისიც – მწვანესახელოებიან ნარინჯისფერ კურტაკში, ზურმუხტისფერ ფართო შარვალსა და წითელ-შავ ფერებში გაწყობილ ფეხსაცმელებში. რაფაზე შემოჯდა და ფეხი-ფეხზე გადაიდო – მისი წინდების ფერმა ყველას თვალი მოსჭრა… – ასე გამოიყურებოდნენ ახალგაზრდები, რომელთაც 1949 წელს ჟურნალმა “კროკოდილმა” დაცინვით “სტილიაგები” უწოდა. ეგ სადაური დაცინვააო, გაიფიქრებთ. სადაური და საბჭოური, სადაც “სტილი”, დასაცინს ვინ ჩივის, კოდექსში გაწერილი სტატია იყო. თუმცა, თუ ზემოთმოყვანილ აღწერილობას ვენდობით, იმდროინდელი სტილიაგები მაინცადამაინც სტილიაგურად ვერ გამოიყურებოდნენ – უფრო ეკლექტიკურად და ეპატაჟურად, მაგრამ ეს ხომ ჯერმხოლოდ 40-იანი წლების ბოლოა – ომი ახლადდამთავრებულია, გაჭირვებაა, ახალი ოკეანესგაღმური “შმოტკები” სანთლით საძებარია, ცოცხალი უცხოელის ნახვის შანსი ქუჩაში იგივეა, რაც მფრინავი თეფშისა – ცაში. არც საზღვარგარეთული მოდის ჟურნალებია და არც ტელეგადაცემები, სამაგიეროდ არის ე.წ. “ტროფეინი” ფილმები – ეს ფილმები წითელმა არმიამ როგორც სამხედრო ალაფი ისე ჩაიგდო ხელთ, როდესაც გერმანიის უდიდესი კინოსტუდია “უფა” დაიკავა. მათი ნაწილი გერმანული იყო, თუმცა ბევრი იყო ევროპული და ჰოლივუდური ნაწარმიც. საბჭოელმა კინონომენკლატურამ ეს ფილმები გამოხშირა, იდეოლოგიურად “ნაკლებმავნეები” გადაარჩია და 40-იანების ბოლოს საბჭოურ ეკრანებზე გაუშვა.

Continue reading

ალიენორი – ჭადრაკის დედოფალი

ამბოხის თეორია

Alienorორი მეფის მეუღლე და ორი მეფის დედა, დედოფალი და ტუსაღი, ახტაჯანა და მეამბოხე, პოეტი და მუსიკოსი, აგნოსტიკოსი და მონაზონი, გასაოცარი ბედის ქალი, ვინც ევროპის საზღვრები გადაწერა – ალიენორ აკვიტანელი, მის შესახებ დავწერდი პოსტს “ქალების თვის” ბლოგერული კონკურსისთვის, კონკურსებში რომ ვმონაწილეობდე. 🙂

ალიენორი (Aliénor d’Aquitaine) აკვიტანიისა და გასკონის ჰერცოგინია იყო, მოგვიანებით ჯერ საფრანგეთის, შემდეგ კი ინგლისის დედოფალი გახდა, 7 შვილი გააჩინა (ამათგან ერთი – ყველასათვის კარგად ცნობილი რიჩარდ ლომგული) 82 წელი იცოცხლა ისე, რომ არასდროს არვისთვის დაუგდია ყური და არასდროს არაფერი უნანია. აღესრულა მონასტერში, ისე, რომ ხეირიანად აღსარებაც არ უთქვამს. სიკვდილამდე რჩებოდა რაინდთა საგმირო საქმეთა შთამაგონებლად და მენესტრელებისა და ტრუბადურების მუზად (აკვიტანია შუა საუკუნეების მისტიკურ-ეროტიკული პოეზიის სამშობლოა და ამ მოდის კანონმდებლები თვით აკვიტანიის ჰერცოგები იყვნენ…).

აკვიტანიის ჰერცოგებს მეამბოხე და დაუდგრომელი ხასიათი მოსდევდათ – ალიენორის პაპა, გილიომ მეცხრე მისი დროის ცნობილი მექალთანე  და მელექსე-მომღერალი იყო, ვისი სამიჯნურო თავგადასავლები ლექსადა და არაკად იქცა –  სანამ მისი ცოლის ბიძა, გრაფი რაიმონი ჯვაროსნულ ომებში მონაწილეობდა, გილიომი რაიმონის ცოლთან ნებივრობდა. არაერთგზის ეპითიმიაც დაადეს, ეკლესიიდანაც განკვეთეს, მაგრამ კუზიანს სამარე გაასწორებსო, ნათქვამია… ამ ამბების გამო ვაჟსაც წაეკიდა, თუმცა, მალევ მოურიგდა და არ იტყვით როგორ? საკუთარი საყვარლის ქალიშვილი შერთო ცოლად. 🙂 ქორწინება ბედნიერი აღმოჩნდა – გილიომ უმცროსს ოთხი შვილი შეეძინა, ამათგან პირველი დაბადებისას გარდაიცვალა – სამთაგან უფროსი კი ალიენორი იყო, რომელიც პაპის, გილიომ მეცხრისა და მამის, გილიომ მეათის გარდაცვალების შემდეგ აკვიტანიის ტახტზე ავიდა.

Continue reading

სარკოფაგიდან დგება მუმია

ამბოხის თეორია

თუკი გზის პოვნა გსურს, ნურასდროს დაჰყვები სხვათა აზრებს. როდესაც შენს გზაზე დგახარ, ვინც არ უნდა გადაგეყაროს – მოკალი ის! თუკი გადაეყრები ბუდას – მოკალი ბუდა. თუკი გადაეყრები პატრიარქს – მოკალი პატრიარქი. თუკი გადაეყრები მოძღვარს – მოკალი მოძღვარი. თუკი გადაეყრები მშობელს – მოკალი მშობელი. თუკი გადაეყრები ნათესავს – მოკალი ნათესავი. მხოლოდ ასე დაიხსნი თავს და მშვიდად ივლი იქეთკენ, საითკენაც გსურს.
ლინ ძი

Akhenatenჩემი ბავშვობის ფრიად პოპულარული წიგნი იყო პოლონელი მწერლის, ბოლესლავ პრუსის “ფარაონი”, რომელიც რამზეს მეცამეტის ამბოხზე მოგვითხრობს ღმერთ ამონ-რას კულტისა და ქურუმების წინააღმდეგ. ფარაონი ამ “ნომრით” არასდროს არსებობდა. რომანში მოთხრობილი ამბები, დიდწილად, გამოგონილია, მაგრამ ქრისტეს დაბადებამდე მე-14 საუკუნეში ეგვიპტის ტახტზე ავიდა ფარაონი ამენჰოტეპ IV – ერთ-ერთი უდიდესი მეამბოხე კაცობრიობის ისტორიაში.

იმდროინდელ ეგვიპტეში… ეგვიპტეში კიარადა მთელს დანარჩენ სამყაროშიც პოლითეიზმი იყო გაბატონებული. ადამიანებს ვინმოსთვლისრომ იმდენი ღმერთი ჰყავდათ. უთვალავი. მარტო ეგვიპტელებს ჰყავდათ 300 ღმერთი მაინც. ყველა წარჩინებული ეგვიპტელი საკუთარ მფარველ ღმერთს იგონებდა. ნილოსის გაღმელები რომ გაიგებდნენ, ნილოსის გამოღმელებს ახალი ღმერთი შეემატათო, დაფაცურდებოდნენ და ორს თავისას იგონებდნენ, არიქა არც ჩვენ ჩამოვრჩეთო… მოკლედ, ვისაც არ ეზარებოდა და დროს გამონახავდა, დადგებოდა და მოიგონებდა რამე ღმერთს. ღმერთების უფროსად ამონი (ამონ-რა) იდგა, ქარისა და მზის ღმერთი, ქალაქ თებეს მფარველი.  ეგვიპტის ფარაონები სწორედ მის შვილებად მიიჩნევდნენ თავს. მაგრამ ამენჰოტეპმა ამონ-რას ძეობა არ ისურვა. თავი მან უფლის მსახურად გამოაცხადა, ერთდერთ და განუყოფელ ღმერთად კი – ატონი. აკრძალა სიტყვა “ღმერთების” ხსენებაც კი, სატახტო ქალაქი თებედან აჰეტატონში გადაიტანა, სახელიც გამოიცვალა, ამიერიდან ის ეხნატონად (“ატონისთვის მარგად”) იწოდებოდა. ასე დაიწყო ყველაზე გასაოცარი პერიოდი ეგვიპტის ისტორიაში – ერთი კაცის ამბოხი წარსულის ღმერთებისა და წინაპართა აჩრდილების წინააღმდეგ.

Continue reading

რევოლუცია “ფრეფი”- სნობები სნობების წინააღმდეგ

ამბოხის თეორია

ჯონი ოქროს ბიჭუნა იყო. პრესტიჟულ სასწავლებელში სწავლობდა, უიქ-ენდებზე გოლფს თამაშობდა, მამის იურიდიულ ფირმაში მუშაობის დასაწყებად ემზადებოდა და კოლეჯის გამოსაშვები საღამოს დედოფალზე აპირებდა დაქორწინებას… მანამ კი დეიდა ესთერის დაბადების დღეზე უნდა წასულიყო.
დეიდა ესთერს განსვენებულმა მეუღლემ სამი ქარხანა, ორი იახტა და პატარა კუნძული დაუტოვა სადღაც წყნარ ოკეანეში. დეიდა ესთერს შვილები არ ჰყავდა და სურდა, თავის მემკვიდრედ ჯონი გამოეცხადებინა.

Lacosteჯონი წვერის გასაპარსად მოემზადა, მაგრამ გადაიფიქრა – თეთრი პერანგი მოიცვა, ჰალსტუხი გაიკეთა, წინდაწინ მომზადებულ, კლასიკურ შავ კოსტიუმში გამოეწყო… შემდეგ უჯრიდან “ლაკოსტის” საყვარელი პოლო გამოიღო, ზედ პიჯაკზე გადაიცვა და ასე გამოწყობილი წავიდა დეიდა ესთერის წვეულებაზე.

ასე დაიწყო ფრეფი-რევოლუცია – სნობების ამბოხი სნობების წინააღმდეგ. 🙂

Continue reading

ახალგაზრდა მეამბოხე მწერალი გოგო, რომელსაც თავისი ვაგინა ძლიერ უყვარდა

ამბოხის თეორია

პორნოგრაფიაცა და ეროტიკაც შეიძლება ლიტერატურის ნიმუში იყოს.
მელისა პი

Melissa Pდოჩანაშვილისეულ ფოტოგრაფ კეჟერაძეს ძლიერ უყვარდა ლიტერატურა, მწერალ მელისა პანარელოს / მელისა პი-ს (Melissa Panarello / Melissa P.) კი ძლიერ უყვარს თავისი ვაგინა, იმდენად, რომ პირველი რომანი “ჯაგრისის 100 გადასმა ძილის წინ” (100 colpi di spazzola prima di andare a dormire) მას მიუძღვნა. ეს არის დღიური, სადაც ღიად და თამამადაა აღწერილი თხუთმეტი წლის გოგონას სექსუალური ცხოვრება და ფანტაზიები. არა მგონია, იოლი იყოს იტალიელთა გაკვირვება ეროტიკული ნაწარმოებით, მით უმეტეს კი – შოკირება. ბოლოს და ბოლოს სწორედ აქ, რამდენიმე საუკუნის წინ შეიქმნა “დეკამერონი”, მაგრამ “ჯაგრისის 100 გადასმის” ავტორი მხოლოდ 17 წლისა იყო, მთავარი გმირი კი, როგორც ვთქვი – სულ რაღაც თხუთმეტის. ამასთან, მელისა პანარელო სიცილიელია, კატანიას პროვინციის პატარა ქალაქ აჩი კასტელოდან, სიცილია კი დღემდე რჩება პატრიარქარულ ტერიტორიად ევროპაში.

Continue reading