ნიკო და როკო

ოთარ იოასელიანის ფილმია “გიორგობისთვე”. ნანახი გექნება. ასეთი პერსონაჟია, ნიკო, ღვინის ტექნოლოგი. უხარისხო და ფალსიფიცირებული ღვინის გამო, ქარხნის დირექტორთან კონფლიქტი აქვს. იმათ საწარმოო გეგმა აინტერესებთ, ნიკოს – ხარისხი. ნიკოსგან განსხვავებით, როკოს უფროსებში გაუმართლა. ერთი მიზანი აქვთ – უხარისხო სასმელი ბოთლში არ უნდა მოხვდეს და გასაყიდად არ გავიდეს. ამ საქმეს როკო რამდენიმე საათს ანდომებს – ყოველ დილით შედის სარდაფში და კასრებს ყნოსავს. როკო არ სვამს. ავსა და კარგს არომატით არჩევს. ინგლისური კოკერ-სპანიელია შოტლანდიური ვისკის სახდელ Girvan Distillery-ს მთავარი მყნოსავია – ვისკი-სნიფერი. ეს ვისკის სახდელი William Grant & Sons ეკუთვნის.

Rocco the Whisky Dog on duty

Continue reading “ნიკო და როკო”

უფასო ლუდი და სპორტული ცხოვრება

ჯანსაღ ცხოვრების წესს მისდევ? დარბიხარ ყოველ დილით (ზოგჯერ – დილა-საღამოს)? უპირატესობას ანიჭებ “ნიუ ბალანსის” სპორტულ ფეხსაცმელს? (ეს ბოლო პუნქტი აუცილებელი პირობა არაა. სასურველი კია, იმჰო).

კარგი ამბავი მაქვს – ძუნძულით დაფარული კილომეტრები შეგიძლია გადაცვალო… ლუდში!

მიდიხარ პაბში, აჩვენებ მობილურს – აპში დათვლილ მანძილს და ბარმენი ლუდს ჩამოგისხამს. უფასოდ – კილომეტრების ფასად.

რაც მეტია კილომეტრი – მით მეტია ლუდი.

Continue reading “უფასო ლუდი და სპორტული ცხოვრება”

მისი დღეგრძელობის საიდუმლო

Antonio Docampo Garciaანტონიო დოკამპო გარსია (Antonio Docampo García) ესპანეთში ყველაზე ცნობილი “ლოთი” იყო. ეგებ – მსოფლიოშიც. ერთი რომ, ამ ლოთობით საუკუნეზე მეტისა მოიყარა ინფარქტისა და ავადობის გარეშე. მეორე – მისი სახელი და გვარი ღვინის ბოთლებს ამშვენებს. გარსია ესპანელი მეღვინე იყო. ორიოდ წლის წინ გარდაიცვალა. 107 წლისა. და მისი დღეგრძელობის საიდუმლო – მისივე ღვინოებია.

მას შემდეგ, რაც დოკამპო გარსიამ ღვინოს გაუგო გემო, სხვა სითხეს არაფერს მიკარებია. არც – წყალს. ოთხ ბოთლ ღვინოს სვამდა დღეში. სამხარზე, ვახშამზე და დღის განმავლობაში, როცაკი მოწყურდებოდა. წყლის ნაცვლად. მეტწილად – წითელს, თუმცა. ხანდახან, თეთრსაც გამოურევდა ხოლმე.

Continue reading “მისი დღეგრძელობის საიდუმლო”

Bibamus ანუ (რა) დავლიოთ?

ისმინე ღვინის მძებნელო,
მოყევ ბლოგერის მცნებასა

თუ რომელიმე ღვინისკლუბელი, მერიქიფე ან მამაპაპიდან მეღვინე არ ხარ (ასეთს კი ეს პოსტი არც არაფერში გჭირდება და არც გაინტერესებს), უთუოდ ერთხელ მაინც გაგქცევია თვალი – აქეთ, თვალი – იქეთ და (უცნობი) ღვინის ბოთლების სიმრავლესა და სიჭრელეს შეუფიქრებიხარ – ნეტა, რომელი ავირჩიოო. აიღე საფერავი და არ წააგებ – ცხადია, ჭეშმარიტებაა, მაგრამ საფერავიც ბევრნაირია და, ზოგჯერ, რაღაც უცხოს, კარგის, მაგრამ არა ძალიან ძვირის დაგემოვნებაც გსურს… სწორედ ამაზე და ასეთ ღვინოებზეა ეს პოსტიც.

რა თქმა უნდა, სხვა სხვის არჩევანში ბრძენია და გემოვნებას რას გაუგებ – ყველას თავისი აქვს. საყოველთაოდ აღიარებული და მედლებით დამშვენებული ღვინოც, შეიძლება, შენ არ გამოგადგეს, მაგრამ რამდენიმე ნიშანი კია, რის მიხედვითაც ხარისხიანი ღვინის შერჩევა შეიძლება დეგუსტაციის გარეშე (აბა, სადაც დეგუსტაციამდე მიგიშვეს, იქ იცოცხლე, პოსტი რად გინდა).

Continue reading “Bibamus ანუ (რა) დავლიოთ?”

რუდოლფ II – იმპერატორი, რომელსაც ლუდი ძლიერ უყვარდა

Rudolf-IIრუდოლფ მეორე ჰაბსბურგი „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი, ბოჰემიის, გერმანიის, უნგრეთის მეფე და ავსტრიის ერცჰერცოგი ხელოვნების, ალქიმიისა და ლუდის დიდი მოყვარული გახლდათ. ის 1552 წელს ვენაში დაიბადა, მადრიდში, ბიძამისის, ესპანეთის მეფე ფილიპე მეორის კარზე აღიზარდა და ცხოვრების დიდი ნაწილი პრაღაში გაატარა. რომის საღვთო იმპერიის სამეფო ტახტზე ასვლის შემდეგ, რუდოლფ მეორემ სამეფო რეზიდენციად პრაღა აირჩია და 1583 წლიდან „პრაჟსკი ჰრადში“ დასახლდა. მისი მმართველობის დროს პრაღა ევროპის კულტურულ და სამეცნიერო ცენტრად იქცა. მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები მთელი მსოფლიოდან მიაწყდნენ პრაღას, სადაც მათ სრული შემოქმედებითი თავისუფლება და იმპერატორის მფარველობა ელოდათ. პრაღას აგრეთვე მიაშურეს ასტრონომებმა, ფილოსოფოსებმა, ქიმიკოსებმა და ალქიმიკოსებმა. Continue reading “რუდოლფ II – იმპერატორი, რომელსაც ლუდი ძლიერ უყვარდა”