ციცქნა ამბები

დანიილ ხარმსი

დედაბრების ფანჯრიდან ფენა

ერთი დედაბერი, მეტისმეტმა ცნობისმოყვარეობამ რომ აიტანა, ფანჯრიდან გადმოიხარა და გადმოვარდა. დაენარცხა ძირს და აილეწა.

მეორე დედაბერმა იმ პირველს დაუწყო ფანჯრიდან ცქერა, მეტისმეტი ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი გადმოიხარა ფანჯრიდან ისიც და გადმოვარდა, დაენარცხა ძირს და აილეწა.

შემდეგ ფანჯრიდან გადმოვარდა მესამე დედაბერი. მეოთხე. კიდევ – მეხუთე.

და როდესაც მეექვსე დედაბერიც გადმოვარდა, დავიღალე მათი ყურებით. წავედი მალცევის ბაზარში, სადაც, ასე მითხრეს, ერთ ბრმას ნაქსოვი შალი აჩუქესო.

Continue reading