ზღაპარი ძაღლზე, 300 წელი რომ იცოცხლა

გრიგორი გორინი

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, ცხოვრობდა ერთი ძაღლი სახელად ალმა. სამი წლის იყო. ქალებს ასაკის გამხელა კი არ უყვართ, მაგრამ ალმა ახალგაზრდა, ჯანმრთელი და ლამაზი იყო და ასაკის მალვის აზრს ვერ ხედავდა. ამაყად დაძუნძულებდა ეზოში და მეზობელი ძაღლები ღობის გადაღმა ვნებისგან შორით დნებოდნენ.

ალმასთან ერთად იმ სახლში ცხოვრობდნენ ბაბუა, ბებია, შვილი, რძალი და შვილიშვილი – პატარა გოგონა. რომ დათვალო – მთელი სამყარო. საკუთარ თავს ერჩივნა ალმას ეს სამყარო. სახლიც ძალიან უყვარდა. ის სახლი მდინარის პირას იდგა. მდინარეც უყვარდა ალმას. მდელოც, სადაც მდინარე მოედინებოდა. ჰორიზონტიც, სადამდეც იყო ის მდელო გადაჭიმული. ან როგორ არ ყვარებოდა, როცა ჰორიზონტიდან ყოველ დილით მზე ამოდიოდა. საღამოს კი – ჩადიოდა.

Continue reading “ზღაპარი ძაღლზე, 300 წელი რომ იცოცხლა”