ინგლისელი ტერიერი, რომლის თათებშიც საფრანგეთის ბედი იყო

ჯაშუშთა თამაშები

double characters

1941 წელს მაიორ ემილ კლიმანს, “აბვერის” ოფიცერს საფრანგეთში აგენტმა დასელმა ვინმე ლილი სერგეევა გააცნო. ლილი გერმანული წარმომავლობის თეთრგვარდიელი გენერლის, ევგენი მილერის ძმისშვილი იყო. მილერის ბრძოლას ბოლშევიკების წინააღმდეგ ინგლისელები თავიდან კი უმგრებდნენ მხარს, ტყვია-წამლითაც უხვად ამარაგებდნენ, მაგრამ შემდეგ ზურგი აქციეს, რასაც თეთრგვარდიელთა ჩრდილოეთის არმიის დამარცხება მოჰყვა და  ბოლშევიკებისგან დევნილი გენერლის ოჯახი, საბოლოოდ, პარიზმა შეიფარა. 37-ში “ენკავედეს” აგენტებმა მილერი გაიტაცეს, მოსკოვში გადააფრინეს და დახვრიტეს. ლილი სერგეევას გერმანული წარმომავლობა, ბოლშევიკების სიძულვილი და ინგლისელებისადმი გულში ჩადებული ძველი წყენა მაიორ კლიმანს ყურადღების მიღმა არ დარჩენია და როდესაც ქალმა თანამშრომლობა შესთავაზა, შემოთავაზება სიხარულით მიიღო. ლილი სერგეევა “აბვერის” აგენტი გახდა და ბრიტანეთში გასაგზავნად დაიწყო მზადება.

Continue reading “ინგლისელი ტერიერი, რომლის თათებშიც საფრანგეთის ბედი იყო”

ბათუმელი კამიკაძე

შაბათის პოსტი

1942 წლის 18 აგვისტოს იაპონიის საიმპერატორო არმიის ვიცე-ადმირალმა ტაკიძირო ონისიმ კამიკაძე ტამაიუკი ონოს ბათუმის პორტზე შეტევა უბრძანა. ონომ თავისი Mitsubishi Zero დაქოქა, ჰაერში აიჭრა და ბათუმისკენ გამოფრინდა, მაგრამ შავი ზღვისპირეთის მარგალიტს როგორც კი მიუახლოვდა, მისი სილამაზით მოიხიბლა და ქალაქზე შეტევა გადაიფიქრა. ბათუმის სამხედრო აეროპორტში დაეშვა და ქალაქის გარნიზონს ტყვედ ჩაბარდა.

წითელარმიელებმა მისი გულწრფელი მონანიება გაითვალიწინეს და ონო არ დააპატიმრეს. ის ბათუმში, ქუთაისში და ბოლოს თბილისში მსახურობდა ხაზვის მასწავლებლად. შეუყვარდა ხინკალი, ხაჭაპური და ქართველი ქალი ქეთევან კიკნაძე. ცხოვრობდა პლეხანოვზე.

კამიკაძე ტამაიუკი ონოს – კაცს, რომელმაც არ დაბომბა ბათუმის პორტი და დააფასა ქართული სტუმართმოყვრობა დღეს თბილისში ძეგლიც უდგას.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Continue reading “ბათუმელი კამიკაძე”

2013 წლის 17 მაისი

ე.წ. “გარყვნილების პროპაგანდას” ჩვენ ვხედავთ ყოველდღე.
ნებისმიერი ჰეტერო-წყვილი, რომელიც არ არის ჯვარდაწერილი არის “გარყვნილი”. თუ ისინი ღიად გამოხატავენ გრძნობებს ქუჩაში სეირნობისას ან საზოგადოებრივ სივრცეში – ეწევიან პროპაგანდას და ლაშა ჟვანიას ფორმულით მათ კონსტიტუცია და სეკულარული კანონი ვერ დაიცავს.
90% იმ ფილმებისა რაც ეკრანზე გადის არის “მკრეხელური” ამა თუ იმ ფორმით. 90% წიგნებისა, რაც იყიდება ასევე “მკრეხელურია”.

გეი-თემი არის ყველაზე მოწყვლადი ყველა ქვეყანაში და მათზე ძალადობა ყველაზე იოლია. მაგრამ მათ რომ მოინელებენ შემდეგ მოგვადგებიან დანარჩენებს. და მიზეზის პოვნა არ გაუჭირდებათ.

ამიტომ, შემოუერთდით

საქართველოს მოქალაქეების განცხადებას 2013 წლის 17 მაისის მოვლენებზე

საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს
საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს

2013 წლის 17 მაისს განხორციელდა ჰომოფობიასა და ტრანსოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (IDAHO) დაკავშირებული აქციის დარბევა აგრესიული ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და მათი მომხრეები. მათ საქართველოს საზოგადოებისა და ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანების სახელით მოახდინეს უმცირესობაში მყოფ ადამიანთა მშვიდობიანი ჯგუფის დევნა. ეს გახლდათ გალაშქრება არა მხოლოდ ლგბტ საზოგადოების, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაც, რადგან ამ ქმედებით ექსტრემისტულმა ჯგუფმა უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა – დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის საფუძველი. Continue reading “2013 წლის 17 მაისი”