გადმომირეკე, გიჟოოოო…

ფოტომეთმა (იგივე Wორდპრესის დამფუძნებელმა მეთ მულენვეგმა) Wორდპრესელი ბლოგერები დღეს კიდევ ერთი სიახლით გააკვირვა – ამიერიდან, შეგვიძლია არა მხოლოდ ვწეროთ საკუთარ ბლოგზე ან ვიკითხოთ სხვისი ბლოგი, არამედ დავურეკოთ კიდეც Wორდპრესულ ბლოგს.

ჰო… ჰო… დავურეკოთ.
ასე, უბრალოდ – ავიღოთ ტელეფონი და დავურეკოთ.

და მერე ჩვენი მასლაათი საკუთარ ბლოგთან ავტომატურად გამოქვეყნდება ბლოგზე.

ეგ კი არა და, თუ დეპოზიტი გაგვითავდა და ფინანსებში გვიჭირს, შეგვიძლია ზარი გავუშვათ და ბლოგი აუცილებლად გადმოგვირეკავს თავად.

საკუთარი ავტორის ხმის გაგონება ხომ მასაც უნდა…

Thank you Matt for our happy W-bloging! 🙂

Phone Your Blog It’s happened to all of us. The night starts off innocently enough with a little gin and tonic, maybe a mojito, then next thing you know you’re doing tequila shots with the bartender and the girl from Brazil and you find yourself thinking it would be a treMENdous idea to call up your ex and see how they’re doin … Read More

via WordPress.com News

Wორდპრესი და Wორდპრესელები – სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად!

რედაქტორმა ჯოი ვიქთორიმ (Joy Victory) გაავრცელა Wორდპრესის მოწოდება ბლოგერებისა და მკითხველებისადმი, კიდევ ერთხელ გამოხატონ საჯარო მხარდაჭერა სიტყვის თავისუფლების მიმართ. არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება მიიღოს სიტყვის, გამოხატვის, თავშეყრისა და პეტიციით მიმართვის თავისუფლება (როგორც ამას აშშ კონსტიტუციის პირველი შესწორება ამბობს).

აქცია “ერთი ყველასათვის” (1 for All) მიზნად ისახავს, შეახსენოს ყველას სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მნიშვნელობა. აქციას, რომლის ინიციატორიც Wორდპრესია, 1’000-ზე მეტი ორგანიზაცია და მედია-საშუალება შეუერთდა.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უდიდესი ფასეულობაა.

Support the First Amendment with 1 for All

Support the First Amendment with 1 for All Congress shall make no law respecting an establishment of religion, or prohibiting the free exercise thereof; or abridging the freedom of speech, or of the press; or the right of the people peaceably to assemble, and to petition the Government for a redress of grievances. Born and raised on the Texas Gulf Coast, I’ve spent the past few months trying to wrap my head around the Deepwater Horizon explosion and subsequent massive oil spill that is no … Read More

via WordPress.com News

200’000’000-ე პოსტი WordPress-ზე ჩემი დაწერილია!!! :)

Wორდპრესის რედაქტორმა Joy Victory-მ ა.წ. 18 ივნისს Wორდპრესელებს ამცნო, რომ Wორდპრესულ ბლოგებზე პოსტების რაოდენობამ 200’000’000-ს გადააჭარბა.

ამასთან, რამდენადაც Wორდპრესის რედაქტორებმა და ადმინისტრაციამ არ იციან, თუ ვინ დაწერა 200’000’000-ე პოსტი, სრული და ლეგიტიმური უფლება მაქვს, განვაცხადო – ეს პოსტი მე დავწერე!

ვეყრდნობი პრეცედენტს, რომელიც ცნობილია, როგორც “1980 წლის საქმე მთვარეზე მფლობელობის შესახებ” (ამერიკელმა დენის ჰოუფმა მოითხოვა მთვარეზე საკუთარი უფლებების ცნობა იმ მოტივით, რომ იმ მომენტისთვის მთვარე არავის მფლობელობაში იმყოფებოდა და არავის უფლებები მთვარეზე იმ მომენტისთვის არ იყო დამტკიცებული) და Wორდპრესულ ბლოგებზე დაწერილი 200’000’000-ე საიუბილეო პოსტად ვაცხადებ აი ამ პოსტს:

შეიყვარე ვუვუზელა!

რითიც ასევე პატივს მივაგებ მოძმე ზულუსების მუსიკალურ ტრადიციებს.

და კიდევ ფსიქეს, რომელმაც ჩემს ბლოგს უწოდა “ბრწყინვალე”. 🙂 აი აქ http://wp.me/pU40U-2B
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
200,000,000 Posts… and Counting

DOT.TK – ბლოგერთა კუნძული

“გამარჯობა ბლოგერო, მე ვარ ადმინისტრატორი ჯონ ალენი კუნძულ თოუქელაუდან, ძალიან მომეწონა შენი ბლოგი და მსურს, უფასო დომენი შემოგთავაზო. ის უკვე მზადაა – სცადე, www.styleoflife.tk

თუ თქვენ ხართ ბლოგერი ან საიტი გაქვთ, შესაძლოა, ასეთი წერილი მიიღოთ.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც მე ჯერ კიდევ არ ვიყავი ბლოგერი, მაგრამ მქონდა ჯეოქალაქი (ჯეოსელთან კავშირში არაა – ჰოსთინგი იყო ასეთი – GeoCities.com – მანდ ბუდობდა ჩემი საიტიც), თოუქელაუზე მისი კლონი მქონდა რეგისტრირებული.

ჯეოქალაქი, კარგა ხანია, მარილზე გავიდა. მე WordPress და Blogspot-ზე გადმოვბარგდი და ბლოგები დავარეგისტრირე. ერთ-ერთის (რომელსაც ახლა კითხულობ, იმის :)) ანარეკლი ახლა უკვე თოუქელაუშია.

როგორ მუშაობს DOT.TK იგივე თოუქელაუ?

Continue reading “DOT.TK – ბლოგერთა კუნძული”

ჩვენ ერთი გუნდი ვართ!

Wორდპრესზე სიახლეა.

კარგი ერთი, გამაკვირვეო – მეტყვით. ამ ბოლო დროს აქ ხომ უკვე იმდენი სიახლეა, რომ ძნელიც კია, გამოედევნო, მაგრამ დღეს ძალიან სახალისო და მოსახერხებელი Like & Reblog (მოიწონე და გადაბლოგე) შესაძლებლობაც დაემატა.

რას ნიშნავს ეს და რასთან ერთად უნდა მივირთვათ?

ვთქვათ, რამე საინტერესო პოსტს გადაეყარეთ Wორდპრესულ ბლოგზე. ეკრანის თავზე საგანგებო ოფციები გაქვთ, ვარსკვლავითა და წარწერით Like.

აჭერთ მოწონების ღილაკს და Wორდპრესი იმახსოვრებს თქვენს არჩევანს – ნებისმიერ დროს, როცა კი გაგეხარდებათ, შეგიძლიათ მარტივად, ერთი პაწია კლიკით ხელახლა დაუბრუნდეთ მოწონებულ პოსტ(ებ)ს.

ამასთან, რჩეული პოსტი შეგიძლიათ საკუთარ ბლოგზეც გადაბლოგოთ. მთლიანად ან ნაწილობრივ, დაურთოთ საკუთარი შენიშნვები, მოსაზრებები, პროლოგი თუ ეპილოგი… რაც გაგეხარდებათ. Continue reading “ჩვენ ერთი გუნდი ვართ!”

სად იწყება ბლოგი

გამიგონია, თეატრი გარდერობიდან იწყებაო. არ ვიცი, ვინ თქვა. კიდევ პიესაში პირველ მოქმედებაში თუ კედელზე თოფია, მესამეში გაისვრისო – ეს, მგონი, ანტონ პალიჩის სიტყვებია… არ ვიცი, მართლა ისვრის, თუ არა – მე ერთი დოუხვეწავი და ხეპრე ადამიანი ვარ, თეატრში და ოპერაში სიარულს “ავატარის” ყურება და პოპ-კორნის კნატუნი მირჩევნია.

კიდევ იმას იტყვიან ხოლმე – ქვეყანა ვაგზლიდან იწყებაო… აი, ეს კი სიმართლეა. ფრანკფურტში ვინც მატარებლითაა ჩაგრიხინებული, რკინიგზის სადგურიდან გამოხვალ და – ერთ მხარეს სექს-შოფებია, მეორე მხარეს ბანკების ცათამბჯენები მოჩანს და მესამე მხარეს კი დიდი პარკია, საიდანაც შილერის და გოეთეს ქანდაკებები გიმზერენ. ჰოდა, ლუდსა და ღორის კანჭს თუ დაამატებ – მთელი გერმანიაც ეგაა, მეტი კი არაფერი…

თუმცა, ძაან შორს წავედი. მოკლედ, თეატრი არ ვიცი და ჩემი ბლოგ(ებ)ი ნამდვილად Windows Live Writer-იდან იწყება. Continue reading “სად იწყება ბლოგი”

დაგროვების ბარათები

საქართველოში ახლა ე.წ. დაგროვების ბარათების ბუმია. ჩაიხედეთ საფულეში – დარწმუნებული ვარ, იქ ერთ ან ორ დაგროვების ბარათს მაინც აღმოაჩენთ. ზოგი მათგანი, შეიძლება, არც კი გახსოვთ, მაგრამ, თურმე, გაქვთ… პირადად მე ყველაზე ხშირად პოპული-ბარათს ვიყენებ. კიდევ ზღარბი-ბარათს. მალე, ალბათ, USA2Georgia-ც დაამზადებს თახვი-ბარათს და მასაც ავიღებ.

მანამდე კი ბლოგერებს გთავაზობთ, არ ჩამოვრჩეთ მოდას!

ჰოდა, 14 თებერვლიდან ჩემს ბლოგზე ძალაში შედის სტილი-ბარათები.

Continue reading “დაგროვების ბარათები”

გამოთვალეთ თქვენი ვებ-გვერდის საბაზრო ფასი

როდესაც ელექტრონულ კომერციაზე პატარა კვლევის ჩატარება მომიწია და მოგვიანებით კი ინტერნეტ-ვაჭრობაზე და Amazon.com-ზე დავწერე პოსტი, უამრავ სხვადასხვა სტატიასა და მარკეტინგულ კომპანიას გადავეყარე, რომლებიც, როგორც კონსულტანტები, მუშაობენ ამ სფეროში.

მათგან ბევრი შეზღუდულ უფასო სერვისსაც გვთავაზობს, რაც ინტერნეტ-გვერდის შეფასების საშუალებას იძლევა.

მაგალითად http://wholinkstome.com ითვლის ბექ-ლინქებს, რეფერალებს და ა.შ. თქვენს საიტზე, ასევე ქეივორდების სტატისტიკას გიჩვენებთ.

Continue reading “გამოთვალეთ თქვენი ვებ-გვერდის საბაზრო ფასი”

ბლოგინგის 4 კანონი

4 Laws of BloggingBlogroll.ge-ზე  პატარა დისპუტი იყო biblu-c-ის, dv0rsky-სა და ჩემი მონაწილეობით თემაზე: როგორია ბლოგინგის კანონები?
ჰოდა, გადავწყვიტე, ჩემეული ვარიანტი შემოგთავაზოთ.

ბლოგინგის პირველი კანონი: ბლოგერს არ შეუძლია ზიანი მიაყენოს მკითხველს ან თავისი უმოქმედობით დაუშვას, რომ მკითხველს ზიანი მიადგეს.
ბლოგინგის მეორე კანონი: ბლოგერმა უნდა გაითვალისწინოს მკითხველის სურვილები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ეწინააღმდეგება პირველ კანონს.
ბლოგინგის  მესამე კანონი: ბლოგერმა უნდა დაიცვას საკუთარი ბლოგი, თუკი ამგვარი დაცვა არ ეწინააღმდეგება პირველ და მეორე კანონებს.
ბლოგინგის მეოთხე კანონი: ბლოგერმა უნდა პოსტოს – კრიტიკული ზღვრის გადალახვის შემდეგ რაოდენობა გადადის ხარისხში.

ამიერიდან, ეს 4 კანონი ჩემი სამივე ბლოგის ოფიციალურ დოქტრინად ცხადდება.
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___