დიდი ავიაცია

შაბათის პოსტი

კვირაში ორ ან მინიმუმ ერთ პოსტს მაინც ვწერდი ხოლმე.
წინა კვირას არ მეცალა და ვერაფერი დავწერე.
ახლა მინდოდა, რაღაც დამეწერა და მივხვდი, რომ მეზარება და სათქმელიც არაფერი მაქვს.
ჰოდა ენგრე.
🙂

ამაზე ანეკდოტია:
აეროპორტში ტრაპიდან ჩამოსული მგზავრები ერთ ტიპს ხედავენ, რომელიც თვითმფრინავთან ტრიალებს, მაგრად ამოთხვრილია და საშინლად ყარს.
მგზავრები ცხვირზე ხელს იჭერენ და ამ ტიპს ასე ამრეზით ეკითხებიან:
– ვინ ხარ შენ, აქ რას ტრიალებო.
– მეო, – ის ტიპი პასუხობს, – აი ფრენის დროს რომ მოგეჯვებათ და მოგეფსმებათ, იმას თვითმფრინავიდან ხომ არ გადმოვყრით, აკრძალულიაო, იქვე გროვდება ბოცაშიო და აი, თვითმფრინავი რომ დაჯდება, ეგ ბოცა მე გამაქვსო…
– კი მაგრამ, რად გინდა ეგეთი საშინელი სამუშაოო, – უკვირთ მგზავრებს, – დაანებე თავი, წადი, სხვა რამე საქმე ნახეო!
– როგორ, კაცო, რას მეუბნებით – დიდი ავიაციიდან წავიდეო?!!! – პასუხობს ის კაცი.

პრინციპში, მე და ბლოგინგიც ეგრე ვართ, რა…
🙂
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ჩავლილი 2010

Healthy blog!

The Blog-Health-o-Meter™ reads Wow.

2010 წლის სტატისტიკა

Featured image124 ახალი პოსტი.

30’000 სტუმარი.

ყველაზე მეტი 462 მკითხველი 3 ივნისს შემოვიდა პოსტის ვინ დაწერა “ჩემო კარგო ქვეყანავ”? წასაკითხად.

შემომავალი ლინკები

ყველაზე მეტი ვიზიტორი ბლოგს ესტუმრა ლინკებიდან blogroll.ge, networkedblogs.com, holmes.ge, facebook.com, komunage.blogspot.com Continue reading “ჩავლილი 2010”

ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ბლოგერი

Bernardo LaPalloარ ვიცი, ქართველ ბლოგერთა საშუალო ასაკი რამდენია (ჰა-ჰა 23 იყოს – ჩვენი ბლოგოსფერო ხომ ჯერ მაინც ძალიან ნორჩია) აი, მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ბლოგერი კი ცნობილია – ესაა ბრაზილიელი ბერნარდო ლაპალო (Bernando LaPallo), რომელიც (ყურადღება!) 1901 წლის 17 აგვისტოს დაიბადა და, სხვა სურვილებზე რა მოგახსენოთ და, პოსტვის სურვილი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს… თუმცა, 109 წლის ასაკშიც ის იმდენად მხნედ გამოიყურება (ფოტო 1 წლის წინაა გადაღებული), რომ, ვფიქრობ, სხვა რამეებზეც რჩება დრო.

Continue reading “ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ბლოგერი”

ჩახეთქე Wორდპრესთან ერთად!

Wორდპრესმა საგანგებო პროექტი დაიწყო კულინარებისა და გურმანებისთვის.
გაუზიარეთ თქვენი უნიკალური, შეუდარებელი, უგემრიელესი, უგიჟესი რეცეპტები მსოფლიოს.
დახატეთ საქართველო მსოფლიო Wორდპრესულ კულინარულ რუკაზე!!!
Continue reading “ჩახეთქე Wორდპრესთან ერთად!”

ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ვორდპრესზე ვარსკვლავები?

მორიგი სიახლე Wორდპრესელებისთვის.

ბევრ ბლოგერს პოსტის შეფასების სერვისი აქვს ჩართული – აი, პოსტის თავში (ან ბოლოში) ვარსკვლავები რომაა ჩამწკრივებული  და მკითხველს შეუძლია, შეაფასოს.

ახლა მათ გვერდით ლურჯ რგოლში ლათინური ასო i გამოჩნდა (რაც ინფორმაციას/information აღნიშნავს). თუკი ამ რგოლს დაკლიკავთ პატარა ფანჯარა გაიხსნება, სადაც მკითხველთა აზრითა და შეფასებით ბლოგის ყველაზე რეიტინგული პოსტების სია გამოჩნდება. შეგიძლიათ იქვე ნახოთ დღისა და კვირის რეიტინგ-სტატისტიკაც.

ეს ყველაფერი გამოიყურება ასე:

Bloginfo

Continue reading “ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ვორდპრესზე ვარსკვლავები?”

სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ

WP0ფილმში “ერიდე ავტომობილს” დონატას ბანიონისის გმირი ამბობს: “ერთნი ამბობენ, რომ ღმერთი არსებობს, მეორენი ამბობენ, რომ არ არსებობს… ასეა თუ ისე ამის დამტკიცება შეუძლებელიაო.”

ერთნი ამბობენ, რომ საიქიო არსებობს. მეორენი ამბობენ, რომ – არ არსებობს. ასეა თუ ისე ინტერნეტ კავშირი იქ ნამდვილად არ გექნებათ… ჰოდა, ღმერთმა ჯანი მოგცეთ და გარდაცვალების შემდეგ რა მოსდის თქვენს ბლოგს? ფეისბუქის პროფილს? იუთუბის არხს? თვითებს? იაჰო თუ გუგლ მეილ-ბოქსებს? სკაიპის ანგარიშს? ფლიკრ თუ ვებშოთ ალბომებს? ონლაინ-სეიფებსა და საცავებს, სადაც სხვადასხვა ჯურის ფაილებს ინახავთ?
Continue reading “სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ”

დაალაიქე და ჩაეწერე ისტორიაში

ადრე უკვე დავწერე იმ Wორდპრესულ შესაძლებლობაზე, რასაც Like & Reblog (მოიწონე და გადაბლოგე) ეწოდება – ვთქვათ, რამე საინტერესო პოსტს გადაეყარეთ Wორდპრესულ ბლოგზე. ეკრანის თავზე საგანგებო ოფციები გაქვთ, ვარსკვლავითა და წარწერით Like.

აჭერთ მოწონების ღილაკს და Wორდპრესი იმახსოვრებს თქვენს არჩევანს – ნებისმიერ დროს, როცა კი გაგეხარდებათ, შეგიძლიათ მარტივად, ერთი პაწია კლიკით ხელახლა დაუბრუნდეთ მოწონებულ პოსტ(ებ)ს.

ახლა კი ამ ყველაფერს ახალი ოფციაც დაემატა – ყოველი Wორდპრესული პოსტის ქვემოთ გამოჩნდა ვარსკვლავი, წარწერა Like და ყველა იმ ადამიანის გრავატარი, ვინც კი პოსტი მოიწონა. Smile

Like

დაალაიქე და ჩაეწერე  Wორდპრესულ ისტორიაში!

Audio Post

მუშაობს! 🙂

რეკავ და 30 წამში უკვე შენ ბლოგზე ჩნდება.

შემდეგ შეგიძლია, ტექსტიც დაამატო, სახელი შეუცვალო ან რაც გინდა.

მოკლედ … სრული სიგიჟეა რა 🙂

(2 კათხა ცივი ლუდ მაქ დალეული შუადღეზე და ხმა ჩახლეჩილი კიდე ფეხბურთის გამო)

Phone Your Blog