ნაბახუსევზე გახსნილი ბლოგი

შეიძლება “პახმელიაზე” არც ვყოფილვარ, ახლა რა მახსოვს, მაგრამ ნაძველთახალწელს კი გამიხსნია ბლოგი. საცა წესია, 25 მაისს დამეწყო ჯობდა – იუბილარი ჩემი ბლოგებიდან “ვარსკვლავური ომების” ბლოგია, მაგრამ ვორდპრესს უკეთ ახსოვს, როდის იყო.

მე თარიღებს ცუდად ვიმახსოვრებ და ვერ შევეკამათები – 10 წელი რომ გასულა, ეგეც არ მახსოვდა. და გვიან ვნახე. Smile ამიტომ საიუბილეო პოსტი არ იქნება.

“ვორდპრესს” კი მადლობა. კომფორტული პლატფორმაა. ჩემნაირი გრაფომანისთვის მისწრებული.

ესაა სულ.

WP10

Advertisements

საქორწილო ბუმერანგი

ენდრიუ და ნილი მოლდოვანები დაქორწინდნენ. მოლდოველები არა – მოლდოვანები. ამერიკელები არიან და, როგორც კატა მატროსკინი იტყოდა, გვარი აქვთ ასეთი. დაქორწინდნენ და საქორწინო (თუ საქორწილო) სესიისთვის პროფესიონალ ფოტოგრაფს უხმეს – ანდრეა ფოლითოს. მომსახურება 6’000 დოლარი დაუჯდათ… 6’000 დოლარი დაუჯდებოდათ, რომ არა ის ამბავი, რაც ამის მერე მოხდა და რაც უთუოდ განგაცვიფრებთ. Smile

საქორწილო ალბომის ქავერ-ფოტოსთვის ფოტოგრაფმა წყვილს დამატებით 150 დოლარი მოთხოვა. მათ შორს დაიჭირეს – ასე არ შევთანხმებულვართო. ფოტოგრაფმა – შეთანხმება სპეციალურ ქავერს არ გულისხმობდაო. წყვილმა – გულისხმობდაო. მაშინ ფოტოგრაფმა ფოტოების გადაცემაზე უარი განაცხადა და შეთანხმების დარღვევისთვის ჯარიმის გადახდა მოითხოვა კიდევ 250 დოლარის ოდენობით. წყვილმა ასე არ უნდაო – სოცქსელს მიადგნენ და ყველგან, სადაც მიწვდნენ, ფოტოგრაფის “გამომძალველობაზე” დაპოსტეს… გამორჩეულად მაინც ნილიმ  – ის პოპულარული ბლოგერია, ბევრი მკითხველი ჰყავს და ახალი მედიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.

Continue reading

ბლოგის 2013

Blogstats-2013

მიშასთვის და ჩემი ბლოგისთვის 2013 ჩამოლაბორანტების წელი იყო. 🙂 5 წელია წლიდან-წლამდე ვახერხებდით ქართველი ერი და ბლოგის მკითხველები სიცრუეში გვეცხოვრებინა, შარშან კი ხალხს თვალები აეხილა და განხიბლვის საათმაც ჩამოკრა – 2013-ში 54 პოსტი დავწერე, რომელიც მხოლოდ 64’000-ჯერ წაიკითხეს, 2012-ის 110’000-ის საპირისპიროდ.

გასულ წელს ყველაზე მეტჯერ, 1’182-ჯერ წაუკითხავთ პოსტი 5 წელი ბლოგინგის უფლებით.

ბლოგის ტოპ-პოსტების 5-ეული კი ასეთია:

Continue reading

5 წელი ბლოგინგის უფლებით

პირველად იყო პოსტი, და პოსტი იყო ბლოგზე და ბლოგი იყო Wორდპრესზე.

Wორდპრესმა აი, ასეთი მისალოცი ბარათი გამომიგზავნა.5y

არცკი მახსოვდა, თუ 5 წელი გავიდა. Wორდპრესს ხსომებია.

იცი კი, მკითხველო ეს რა 5 წელი იყო? ბევრი კარგი ბლოგერის გაცნობის. რამდენიმე მკითხველის გაცნობის. პოსტვის, ბოდვისა და გრაფომანობის 5 წელი.

2013 წელი Wორდპრესისთვისაც საიუბილეო წელია – მას 10 წელი უსრულდება (გამოდის, რომ ჩემი ბლოგი Wორდპრესზე 2-ჯერ უმცროსია). მეთ მულენვეგმა Wორდპრესი 2003 წელს შექმნა. მეთ მულენვეგი ერთი თექსასელი ბიჭია, უყვარს ჯაზი, ლივაისი, ფრაპუჩინო, სტეიკი, ჯოგინგი, ცხენზე ჯირითი, ძაღლები… მოკლედ, კარგი გემოვნება აქვს და ძალიან ჩვენიანია, ამიტომაც დედამიწელ ბლოგერთა თითქმის ნახევარი სწორედ Wორდპრესელია. 🙂 და არ არს ბლოგი თვინიერ Wორდპრესისა.

Continue reading

ჩავლილი 2012

Stats 2012

გუშინ დამეზარა გაქართულება და პირდაპირ დავაშეარე ბლოგის 2012 წლის სტატისტიკა…  არადა, ყოველთვის ვთარგმნიდი ხოლმე. 🙂

წელს 53 პოსტი დამიწერია და 110’000 ნახვა მომიგროვებია (შარშან – 75 პოსტი მქონდა 64’000 ნახვით, შარშანწინ კი – 124 პოსტი 30’000 ნახვით. :)) – ტენდენცია ნათელია, რაც უფრო ცოტას ვწერ, მით მეტს მკითხულობენ. 🙂

1’568 წაკითხვით ყველაზე შემოსავლიანი დღე 20 აპრილი აღმოჩნდა, ამ დღეს დავდე პოსტი აგენტისა და მისი ქალების შესახებ.

ყველაზე ხშირად ჩემს ბლოგზე ეძებდნენ და, ტრადიციულად, პოულობდნენ კიდეც თემებს: traki, ტრაკი, მასონები, kindle fire და nashebi. შარშანაც ზუსტად იგივე სერჩინგები იყო. 🙂 საქართველო არ იცვლება. 🙂

ყველაზე ხშირად წაიკითხეს პოსტები:
Continue reading

ბლოგის ქურდები

თუ გაქვს ბლოგი. შენი ნაცოდვილარი ვიღაცას მოსწონს და მეტ-ნაკლებად არ გაკლია მკითხველი, ერთ დღესაც აუცილებლად გაგქურდავენ. ზოგს ეს ნაკლებად აღელვებს, ზოგს – გული მისდის, ზოგს კი ძალიან აბრაზებს… ვინც არ უნდა იყო ამ სამიდან, მინდა რამდენიმე რჩევა გაგიზიარო, თუ რა შეიძლება მოიმოქმედო, თუკი ერთ დღესაც აღმოაჩინე, რომ შენი პოსტი ვიღაცამ მიითვისა.

საავტორო უფლებების რეგისტრაცია

ერთი შესანიშნავი სერვისი, რრომელიც საშუალებას გაძლევს უფსოდ დაარეგისტრირო და იურიდიულად დაისაკუთრო შენი ინტელექტუალური ნამუშევარი არის MyFreeCopyright.com – შედიხარ ამ მისამართზე, რეგისტრირდები, უთითებ შენი ბლოგის, ვებ-გვერდის, RSS… მისამართს, MyFreeCopyright.com წაიკითხავს შენს ნაწერს, უნიკალურ ციფრულ ანაბეჭდს მიანიჭებს და html კოდსაც მოგცემს საიტზე გასათავსებლად (ვერიფიკაციისთვის, რომ მართლა შენს საიტს არეგისტრირებ და არა – სხვისას ;)). თუკი ოდესმე დაგჭირდა საბუთი, რომ ესა და ეს ნამუშევარი მართლაც შენია – MyFreeCopyright.com ანაბეჭდი საბუთად გამოგადგება.

Continue reading