კეჟერაძე და სამი ქალი სომალიდან

– სომალი საიდანღა იცით? – ჯიქურ ეკითხება ხელმძღვანელი, მგონია, რომ სიტყვაზე გამოიჭირა, მაგრამ რესპონდენტი ამბობს:
– სომალიდან, საყვარელო, სამი ლამაზი მოდელია – იმანი, ვარის დიირიე და იასმინ ვარსამე.
გურამ დოჩანაშვილი. “კაცი, რომელსაც მელანინი ძლიერ უყვარდა”.

Iman 2Iman 4

ImanIman 3

Continue reading “კეჟერაძე და სამი ქალი სომალიდან”

სიყვარული, პოლიტიკა, კბილის ექიმი და პრემიერ-მინისტრი

Nicole Minettiამ ცოტა ხნის წინ იტალიის ყოფილ პრემიერს, მილიარდერსა და ფეხბურთის მოყვარულს, სილვიო ბერლუსკონის სასამართლომ ფინანსური მაქინაციებისა და გადასახადებისგან თავის არიდების გამო 4-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქედან 3 წელი ამნისტიამ შეჭამა და დონ სილვიოს – როგორც იტალიაში უწოდებენ ექს-პრემიერს – ციხეში ერთი წლის გატარება მოუწევს (თუკი აპელაციმ არ უშველა ან ხელახლა არ გაპრემიერდა).

არ ვიცი, ბევრს დაწყდება ბერლუსკონის დატუსაღებაზე გული, თუ – ცოტას. ალბათ – ეწყინება პუტინს, ბერლუსკონის ძველ მეგობარს, შესაძლოა – “მილანის” გულშემატკივრებს (თუმცა, ბოლო ხანებია ბერლუსკონიმ კლუბი მიაგდო, ფულს არ ახარჯავს და ერთ დროს მრისხანე “მილანი”ფრიად გაფარჩაკებულად გამოიყურება), ექს-პრემიერის პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს (ნაწილს მაინც) დაწყდებათ გული, შვილებს, მეგორებს, ახლობლებს და, ცხადია – Nicole Minetti in The Regional Council of Lombardyჟურნალისტებს, რომელთაც სილვიო ბერლუსკონი მუდამ ამარაგებდა ცხელ-ცხელი ამბებით და ახლა ერთი წელი ძალიან გაუჭირდებათ… მაგრამ ვისაც დონ სილვიო ნამდვილად მოენატრებათ (უნდა მოენატროთ), იტალიელი ლამაზმანები არიან – ამ კაცმა ხომ მრავალ მათგანს დიდი პოლიტიკის კარი გაუღო. “ბრლუსკონის ქალებზე” სხვა პოსტშიც (პოლიტიკოსი, რომელიც გიყვარს) ვწერდი, ახლა ბონუსად კიდევ ერთი მათგანი მინდა, გაგაცნოთ – ნიკოლ მინეტტი (Nicole Minetti, როგორც კატა მატროსკინი იტყოდა – გვარია ეგეთი). ეს ქალბატონი პროფესიით დანტისტია, ორი წლის წინ უმკურნალა პრემიერის ჩამტვრეულ კბილს და ისე კარგად, რომ, არსუკისძის წესით, მკლავი თუ არა თითები მაინც უნდა მოეჭრათ მისთვის, მაგრამ დონ სილვიომ სხვა გამოსავალი ნახა, სტაცა ხელი და სტომატოლოგიური კაბინეტიდან პირდაპირ ლომბარდიის Nicole Minetti sister's weddingრეგიონალურ პარლამენტში შეაგდო (მადლობა ღმერთს, სწორედ ადგილობრივი არჩევნების პერიოდი იყო იმხანად), თან დაპირდა, მანდ დიდხანს არ გაგაჩერებ, იტალიის პარლამენტის არჩევნები რომ იქნება, პარტიულ სიაში ჩაგსვამო… მაგრამ, გარნა წუთისოფელი დააცდის ადამიანს ბედნიერებით დიდხან ტკბობასა? 

Continue reading “სიყვარული, პოლიტიკა, კბილის ექიმი და პრემიერ-მინისტრი”

ეპოქის ხატები: სექს-სიმბოლოდან სექს-სიმბოლომდე (II)

ქალთა სახეები მე-20 საუკუნეში (მეორე ნაწილი)

პირველი ნაწილი

1960

ყველა ეპოქას ქალის იერი აქვსო, ამბობდა ხოლმე ნიკიფორე, ცხონებული ბაბუაჩემი. თუკი ასეა, 60-იანებს ძალიან ლამაზი იერი ჰქონია – ამ დროს გამოჩნდა ფრანგი ანჟელიკა – მიშელ მერსიე (Michèle Mercier), რომელიც იმდენად პოპულარული იყო, რომ ურბანული ლეგენდა ჯიუტად აცხადებს “ბიტლების” ცნობილი სიმღერის მუზად, მიუხედავად იმისა, რომ თავად სიმღერის ავტორი ამას ასევე ჯიუტად უარყოფს. 😉 ლუის ბუნუელმა ერთ-ერთი უდიდესი (ეგებ – უდიდესიც, ერთ-ერთის გარეშე) ფრანგი მსახიობი კატრინ დენიოვი (Catherine Deneuve 168სმ 84-61-89) გადაიღო ფილმში “დღის ლამაზმანი”. ჰოლივუდის პასუხი ფრანგულ გამოწვევაზე არის ორი ქალი ბიკინიში – შვეიცარელი ურსულა ანდრესი (Ursula Andress 165სმ 85-57-77) პირველი “ბონდიანიდან” – “დოქტორი ნო” და რაქელ უელჩი (Raquel Welch 168სმ 94-66-91) ფილმიდან “მილიონი წელი ჩვენს ერამდე”… თუკი ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ მისთვის დრო გაჩერდა – ერთ-ერთი რაქელ უელჩია. ის 70-ს გადაცდა, მაგრამ ცელულიტი რაა, მხოლოდ წიგნებიდან იცის. 🙂 ტუნისში დაბადებული სიცილიელი კლაუდია კარდინალე (Claudia Cardinale 173სმ 94-58-94) ეპოქის კიდევ ერთი გამოკვეთილი სექს-სიმბოლოა. 1971 წელს კრისტიან-ჟაკმა ორ არაჩვეულებრივ ქალს – ბარდოსა და კარდინალეს ერთად მოუყარა თავი ფილმში “მენავთობეები”. როჟე ვადიმმა კი მისი ამერიკელი მეუღლე ჯეინ ფონდა (Jane Fonda 173სმ 84-61-89) გადაიღო ფილმში “ბარბარელა”… ბარბარელა იგივე იყო, რაც მოგვიანებით ლარა კროფტი (ქროფთი) – როგორც არაერთ ცნობილ ქალს უცდია ლარა კროფტის იმიჯის მორგება, ასევე მრავალი ბარბარელა-ფოტოსესიაა შექმნილი 60-იანებში და შემდგომ (დღემდეც კი გრძელდება)… ლიზ თეილორისთვის (Elizabeth Taylor 157სმ 91-53-91 ) დაბალ სიმაღლეს ხელი არ შეუშლია, ეპოქის ერთ-ერთ სექს-სიმბოლოდ ქცეულიყო, გამოყვანილი წელით, ლამაზი ფორმებითა და პროპორციებით, იისფერი თვალებითა და სკანდალური ცხოვრებით ჰოლივუდის კლეოპატრამ მამაკაცების გულები დაიპყრო მსოფლიოში, მათ შორის – საბჭოთა კავშირშიც. გასაკვირია, მაგრამ ამ მკერდსავსე ქალბატონების ფონზეც კი 60-იანების უდავო სიმბოლო და ყველაზე სასურველი ქალია ინგლისელი მოდელი თვიგი (Twiggy 168სმ 81-58-81). გამხდარი, თითქოს, ჯერ ფორმირებადაუსრულებელი სხეულით, თვიგი ყველა დროის ყველაზე ცნობილი მოდელია.

Continue reading “ეპოქის ხატები: სექს-სიმბოლოდან სექს-სიმბოლომდე (II)”

ეპოქის ხატები: სექს-სიმბოლოდან სექს-სიმბოლომდე

ქალთა სახეები მე-20 საუკუნეში

1900

ქამილ ქლიფორდი (Camille Clifford) მისი პარამეტრები მიახლოებით იყო 78-51-83. გასული საუკუნის დასაწყისის პოპულარული ამერიკელი მოდელი, მსახიობი, ე.წ. “გიბსონის გოგო” (ასე ეწოდება მხატვარ ჩარლზ გიბსონის მიერ შექმნილ ცნობილი ქალბატონების პორტრეტებს. მისი მოდელები ეპოქის სილამაზის ეტალონებად იქცნენ. “გიბსონის გოგონებს” გამოარჩევდათ საფირმო “ბზიკისებრი წელი”… რაც არამხოლოდ ბუნების, არამედ კორსეტის დამსახურებაც იყო). ლილიან რასელი (Lillian Russell) ამერიკელი კომიკური ოპერის მომღერალი და მსახიობი, მოგვიანებით – ჟურნალისტი და ქალთა უფლებების დამცველი. ევილინ ნესბითი (Evelyn Nesbit) ამერიკელი მსახიობი, მოცეკვავე, კიდევ ერთი “გიბსონის გოგო”.

1900 Camille Clifford1900 Evelyn Nesbit1900 Lillian Russell

1910

ფლორენს ლოურენსი (Florence Lawrence) კანადელი მსახიობი. ბევრი კინოგამოცემა მას პირველ კინოვარსკვლავად მოიხსენიებს. კლეოპატრას როლის პირველი შემსრულებელი კინოში.  თიიდე ბარა (Theda Bara) ამერიკალი მსახიობი. მისი სპეციალიზაცია “საბედისწერო ქალის” როლები იყო. მასაც ხვდა წილად ეგვიპტელი დედოფლის განსახიერება. ასტა ნილსენი (Asta Nielsen) დანიელი კინომსახიობი, რომელიც, მეტწილად, გერმანულ ფილმებში მონაწილეობდა. სპეციფიკური გარეგნობის პატრონს (გამხდარი, მიკრო-მკერდითა და წვეტიანი ცხვირით), გასაოცარი ხიბლი ჰქონდა და ანდამატივით იზიდავდა მამაკაცებს.

Continue reading “ეპოქის ხატები: სექს-სიმბოლოდან სექს-სიმბოლომდე”

დროს თავისი მიაქვს… თუ – არა?

შაბათის პოსტი

Alain Delone

33 და 75 წლისAlain-Delon

Mickey Rourke

32 და 57 წლის

Continue reading “დროს თავისი მიაქვს… თუ – არა?”

ის, ვინც სიკვდილს ეთამაშებოდა

houdini-jailმეტალისგან დამზადებული  რძის დიდი ბიდონი მკვიდრად შეკრულია – ვერც გაღუნავ, ვერც გატეხ. ხელფეხშებორკილ მამაკაცს შიგ სვამენ, ჭურჭელს წყლით ავსებენ და მეტალისავე თავსახურით მჭიდროდ ხუფავენ. გთხოვთ, ყველამ სუნთქვა შეკრათ! – სთხოვენ შეკრებილთ. საათი წამების ათვლას იწყებს. 10 წამი, 20 წამი, 30 წამი, 40 წამი, 60 წამი. შეკრებილთაგან ვერვინ უძლებს მეტს – მართლადამართლა, ხომ არ დაიხრჩობიან! 80 წამი… 100 წამი… ჩოჩქოლია… 120 წამი… 180 წამი… თავი მოხადეთ! ის მოკვდა!! ეს მკვლელობაა!!! 240 წამი… ქალებს გული მისდით, მამაკაცებს ადგილზე ძლივს აკავებენ – მათ თავად სურთ ბიდონისთვის თავის მოხსნა და პატიმრის გათავისუფლება…

უეცრად ეშვება ფარდა. სულ ერთი წამით. ხელფეხშებორკილი და წყლიან ჭურჭელში დასახრჩობად გადადებული მამაკაცი სცენაზეა. ფეხზე ძლივს დგას, სულ მთლად გაწუწულია, მაგრამ ცოცხალია და იღიმის. მისი სახელია ჰარი ჰუდინი – კაცი, რომელიც სიკვდილს ეთამაშება და ამ თამაშში მუდამ გამარჯვებული გამოდის.

Continue reading “ის, ვინც სიკვდილს ეთამაშებოდა”

იხდი? ვიხდი!

რა უნდა ქნათ, რომ ტულუზ-ლოტრეკის დარი მხატვრის ტილოზე მოხვდეთ? 12,5 მილიონი დოლარი გადაგიხადონ? საპატიო ლეგიონის ორდენით დაგაჯილდოვონ?

პასუხი მარტივია – უნდა გაიხადოთ. ოღონდ – მოხდენილად და მუსიკის ჰანგებქვეშ.

1893 წლის 9 თებერვალს პარიზის სამხატვრო სასწავლებლის რამდენიმე სტუდენტმა საგამოცდო სესია წარმატებით დაასრულა და ამ სასიხარულო ამბის აღსანიშნად იმდროინდელი ბოჰემისთვის საყვარელ კაბარე “მულენ რუჟს” მიაკითხა. მათ კარგად მოილხინეს, კანკანის ცქერით დატკბნენ, სიგარეტისა და ტკბილეულის გამყიდველ გოგონებთან ლაზღანდარობით იჯერეს გული, ამასობაში “’მულენ რუჟში” რამდენიმე ახალგაზრდა ქალი გამოჩნდა – მათგან ორს – მანონ ლავილსა და სარა ბრაუნს სტუდენტები იცნობდნენ, ისინი მხატვრებისთვის პოზირებდნენ ხოლმე და ამით შოულობდნენ ფულს. უკვე გვარიანად შეზარხოშებულმა სტუდენტებმა გოგონებს თავიანთ მაგიდასთან უხმეს და შამპანური და ლიქიორი შეუკვეთეს… მალე ბახუსი გოგონებსაც მოეკიდათ, უეცრად ისინი მაგიდაზე ახტნენ, ცეკვა და მუსიკის ჰანგებქვეშ გახდა დაიწყეს…

Continue reading “იხდი? ვიხდი!”

ყველაზე ტატუირებული ნაშები (და არამარტო ნაშები)

მაჩვენე შენი ტატუ და გეტყვი, რამდენად შექანებული ხარ.
ტატუინური ანდაზა

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ტატუირებული ქალი, რაღა თქმა უნდა, ანჯელინა ჯოლია. მის სხეულს ამშვენებს ვეფხვისა და დრაკონის გამოსახულებები, ცნობილი ციტატები თუ გამონათქვამები, მის ახლობელ ადამიანთა ინიციალები…

სურათზე ჩანს ბუდისტური წარწერა სანსკრიტზე ანჯელინას მარცხენა მხარზე – რომელიც მისი ვაჟის, მედოქსის სახელზე ამოიტვიფრა და მისი შვილების დაბადების და/ან შვილად აყვანის ადგილის გეოგრაფიული კოორდინატები (გრძედი და განედი) მარცხენა მკლავზე.

angelina-jolie-tattoosangelina-jolie-tattoos2

ვფიქრობ, მოვა დრო და მამაკაცთა გულებში პლანეტის ყველაზე სასურველი ქალის პოზიციაზე მეგან ფოქსი ანჯელინა ჯოლის ჩაანაცვლებს, ტატუთა სიუხვით კი ჰადაჰა და უკვე დაეწევა – მეგან ფოქსის სხეულს ამშვენებს მერილინ მონროს გამოსახულება, სხვადასხვა ცნობილი თუ უცნობი გამონათქვამები, ახლობელ ადამიანთა სახელები. “ახალ ტატუს რომ ვიკეთებ, ასე მგონია, ყველა იმათ ვჟიმავ, ვინც მეუბნება, რომ ტატუ აღარ გავიკეთო”, – იხუმრა ერთხელ ფოქსმა.

Continue reading “ყველაზე ტატუირებული ნაშები (და არამარტო ნაშები)”

პენსიონერი სუპერმოდელები

ქალები, რომლებიც ლინდა ევანჯელისტას სიტყვებით, დღეში 10’000 დოლარზე ნაკლებად საწოლიდანაც არ დგებოდნენ… რას აკეთებენ ისინი პენსიაში გასვლის შემდეგ? გათხოვდნენ? ბავშვები დაყარეს? გასუქდნენ? გალოთდნენ? გაბომჟდნენ? მონასტერს შეაფარეს თავი?

ინგლისელი თვიგი (Twiggy) – ყველაზე არამოდელური პარამეტრების, დაბალი, გამხდარი, უმკერდო და უტრაკო და მაინც ყველაზე ცნობილი ყველა მოდელს შორის, 60-იანების კერპი, ხატი და ლეგენდა, “1966 წლის სახე” და “1967 წლის ქალი ბრიტანეთში”. დღეს ის 61 წლისაა, აწარმოებს ტანსაცმლის ხაზს საკუთარი ლეიბლის ქვეშ და ტელეეკრანზეც ჩნდება, როგორც გადაცემა Twiggy’s People-ის წამყვანი და რეალითი-შოუს America’s Next Top Model-ის ჟიურის წევრი. თვიგი ავტობიოგრაფიული ხასიათის წიგნის ავტორიცაა.

Brinkleyამერიკელი ქრისთი ბრინქლი (Christie Brinkley) – მოდელი, რომელიც 70-იანებსა და 80-იანებში ცნობილი გახდა Sports Illustrated-ის საცურაო კოსტიუმების ფოტოსესიებით – იყო პირველი, ვინც სამჯერ მოხვდა ამ ჟურნალის გარეკანზე. AskMen.com-ის გამოკითხვით ყველა დროის ყველაზე ცნობილ 10 სუპერმოდელთა შორის დასახელდა. ქრისთი თბილისშიც იყო ჩამოსული, იმჟამინდელ მეუღლესთან, მუსიკოს ბილი ჯოელთან ერთად. ამჟამად 57 წლისაა და უძრავი ქონების ბიზნესითაა დაკავებული. (ფოტო 2005 წელსაა გადაღებული, როდესაც 52 (!) წლის ქრისთი ქელვინ ქლაინის წითელი კაბით გავიდა პოდიუმზე).

Continue reading “პენსიონერი სუპერმოდელები”