კოდური სიტყვა – მეტაბოლიზმი

Pizzaიყო ერთი კაცი. ის ჭამდა შემწვარ ქათამს, ბურიტოს, პიცას, ბურგერს, კარტოფილს, ნაყინს, ბისკვიტს, ტორტს… და არ სუქდებოდა. ეგკიარა, ზემოჩამოთვლილი დიეტის დროს 4 კილოგრამი დაიკლო კიდეც და ცხიმოვანი მასის 7%-სგან განთავისუფლდა.

როგორ? არა, ეს ზღაპარი არაა. არც სიზმარი. ლინკი ამ პოსტის ბოლოს იქნება. მაგრამ ცოტას ამ პოსტშიც მოგიყვებით.

ჰოდა, როგორ? როგორ და იმ კაცმა იცოდა: მეტაბოლიზმი და ვარჯიში ორი ჯადოსნური სიტყვაა და ერთად ნიშნავს პატარა ღიპს. Smile

ჯერ მეტაბოლიზმით დავიწყოთ. მეტაბოლიზმი ნივთიერებათა ცვლაა – მიღებული საკვების ენერგიად გარდაქმნისა და არა ცხიმებად დალექვის პროცესი. ეს უნარი ყველა ორგანიზმს აქვს, მაგრამ მას შეიძლება დავეხმაროთ, მითუფრო რომ, ზოგჯერ, ასეთი დახმარება სასიამოვნოც კია. მაგალითად – ყავა. არაჩვეულებრივი გამოგონება, რომელიც გემრიელია და ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს. ყავაზე ადრეც ვწერდი, ის ფრანგული დიეტის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ბუნებრივი ანტიოქსიდანტი და ენერჯაიზერი გეხმარებათ დიდხანს იყოთ ტონუსში და მეტი კალორია დაწვათ დღის განმავლობაში. მსგავსი შესაძლებლობები აქვს კიდევ ერთ სასმელს – მწვანე ჩაის.

შავი შოკოლადი (70% და მეტი) მდიდარია კოფეინით და საუკეთესო ანტიოქსიდანტია. მეტაბოლიზმის ეფექტური დამხმარე.

Continue reading

უნგრელი პანტიანიდან

Ferenc Pushkash ერთმა ქართველმა გაჭრა ფანჯარა ევროპაში, მეორემ კი დახურაო, – ასე ხუმრობდნენ ჩემს ბავშვობაში. მაგრამ იმ მეორე ქართველს საქართველოში დარჩა ერთი პატარა “ფორტოჩკა” დაუგმანავი. ამ შუკუმში თუ გაიხედავდი, იქედან ევროპული სტადიონები ჩანდა. და დიდი ევროპული ფეხბურთი. როდესაც ევროპაში ევროთასების დღე იყო, ჩვენი მამები და პაპები სხდებოდნენ მანქანებში და კოლონებად დაწყობილნი მიჰქროდნენ სოფელ პანტიანისკენ – იქ, არ ვიცი რა ეშმაკებით, მაგრამ ჩვეულებრივი საბჭოთა ტელევიზორი, ჩვეულებრივი საბჭოთა ანტენით სრულიადაც არასაბჭოთა თურქულ არხებს იჭერდა. ეს არხები კი დიდ ევროპულ ფეხბურთს აჩვენებდნენ. ამიტომ იკრიბებოდნენ იქ ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრები, ზოგს ანტენა მიჰქონდა, ზოგს ტელევიზორი, ზოგს ლუდი და ზოგს კიდევ სხვა რამ ფეხბურთსადალუდზემისაყოლებელი და უყურებდნენ დიდ ფეხბურთს.

მეც ვარ პანტიანის იმ საფეხბურთო საღამოების მონაწილე. ძალიან პატარა ვიყავი და ბუნდოვნად მახსოვს… მაგრამ მახსოვს, რომ ძალიან მიყვარდა ის დღეები და გულისფანცქალით ველოდებოდი. ჯერ ერთი, დიდების მარაქაში ვიყავი გარეული, მერე კიდევ იქ რაღაც განსაკუთრებული ატმოსფერო იყო. თავისუფალი. და სხვადასხვა გუნდის გულშემატკივრები ერთად უყურებდნენ ფეხბურთს. ემოციებით დატვირთულნი, მაგრამ – მშვიდობიანნი.

Continue reading

ნიღაბი, როგორც ასეთი

ჰოკეის შაიბა, იგივე პაკი (ფაქი – როგორც ინგლისურენოვან სამყაროში უძახიან), იგივე პალეტი (როგორც თანამედროვე ჰოკეის სამშობლოში – მონრეალში უწოდებენ) ძლიერი ჰოკეისტის მიერ ნატყორცნი საშუალოდ 120 კმ/საათი სიჩქარით მიფრინავს, NHL-ის ოფიციალური რეკორდი კი 175 კმ/სთ-ია. იოლი წარმოსადგენია, რა დაემართება ადამიანს, თუკი შაიბა მოხვდა, ამიტომაა, რომ ჰოკეის მოედნის მოთამაშის ეკიპირების წონა 15 კგ-ს აღემატება, მეკარისა კი 30კგ-ს აღწევს. არცაა გასაკვირი – 30-40 ზუსტი ტყორცნა კარის მიმართულებით ჩვეულებრივი ამბავია ერთ თამაშში. 30 ტყვიასავით წამოსული შაიბა, რომელსაც კიპერი საკუთარი სხეულით უნდა გადაეღობოს.

საკვირველი სხვა რამაა – დიდი ხნის განმავლობაში მეკარეები არათუ ნიღბის, არამედ ჩაფხუტის გარეშეც ასპარეზობდნენ – ნაქსოვი თბილი ქუდები ეხურათ მხოლოდ და ეგ იყო სულ… მამაკაცების ჰოკეიზე ვამბობ, თორემ კაცობრიობის მშვენიერი ნახევრის წარმომადგენელი, ონთარიოს ქუინზ უნივერსითის სტუდენტური გუნდის მეკარე, ლიზ გრეჰემი ჯერკიდევ 1927 წელს გამოდიოდა ყინულზე დამცავი ნიღბით… (ახლა თუ მეტყვით, კაცობრიობის მშვენიერი ნახევრის წარმომადგენელს ჰოკეის კარში რა უნდოდაო, ალბათ, შანონ საბადოში არ გინახავთ – კანადის ნაკრების ამაჟამინდელი კიპერი). მაგრამ მამაკაცები ნიღაბს უკადრისობდნენ – ჰოკეი ვაჟკაცების სპორტია, იარები კი მამაკაცს მხოლოდ აკეთილშობილებსო, ამბობდნენ… იშვიათ ნიღბოსნებს კი, მაგალითად იაპონელ ტეიჯი ჰონმას ან კანადელ ქლინთ ბენედიქთს ალმაცერად უყურებდნენ.

Continue reading

სასწაული ყინულზე

რუსოფობის ჩანაწერები

ეს იყო… იყო… იყო… იყო ძალიან დიდი ხნის წინ. გასულ საუკუნეში.

Miracle on Ice1980 წლის 22 თებერვალს ოლიმპიური ჰოკეის ფინალურ ტურნირში საბჭოთა კავშირის ნაკრები ამერიკის ნაკრებს უნდა შეხვედროდა. ვისაც გაგიმართლათ და საბჭოთა კავშირში არ გიცხოვრიათ, ვერც წარმოიდგენთ და ვერც მე აღგიწერთ, რა ამბავი ტრიალებდა ამ მატჩის გამო საბჭოთა მედიაში. სტალინგრადის ბრძოლისთვის არ ემზადებოდნენ, ალბათ, ისე, როგორც ოლიმპიური ჰოკეისთვის – ამერიკის მიწაზე, გადამწყვეტ მატჩში საბჭოთა კავშირი უნდა შებრძოლებოდა უმთავრეს მტერს – შეერთებულ შტატებს, შებრძოლებოდა და ბეჭებზე დაედო. მოესპო. გაენადგურებინა. სწორედ ამისთვის ემზადებოდნენ საბჭოეთში. ჰოკეის გუნდის წევრებს კრემლში ლენინის ორდენები ელოდებოდა. ყველა გაზეთი და ყველა (ბევრი არ იყო, მაგრამ რამდენიც იყო) ტელეარხი მხოლოდ ამ თამაშზე ლაპარაკობდა. ისე წაიღეს ტვინი, რომ მეც, რომელიც სულ 9 წლის ვიყავი და არც ოლიმპიადა მაინტერესებდა, არც ჰოკეი, მეც კი მივხვდი – რაღაც გრანდიოზული და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი უნდა მოხდარიყო… და გადავწყვიტე ჩემთვის, რომ ამ ამბავში გამარჯვება ამერიკას უნდა დარჩენოდა. ახლა არ მახსოვს, რატომ გადავწყვიტე ასე. მაგრამ კი გადავწყვიტე მტკიცედ და სხვებსაც ვუმტკიცებდი – ამერიკელები მოიგებენ-მეთქი. იგორ კირილოვსაც ვეუბნებოდი, მაგრამ არ ესმოდა. რომც გაეგონა, მაინც არ დამიჯერებდა…

Continue reading