კრიშტიანო რონალდო: ეპოქის დასასრული

კი მიხვდებოდი, ამჯერად რაღაც რომ ხდებოდა. კრიშტიანო რონალდოს, ჟორჟ მენდეშსა და ფლორენტინო პერესს შორის ხდებოდა რაღაც ჭორებს იქეთ. არამხოლოდ ტყუილი მითქმა-მოთქმა. არა როგორც წინა წლებში. კვამლს მიღმა ცეცხლის ალიც ჩანდა და ეს-ესაა აგიზგიზდებოდა კოცონი, რომელსაც ვეღარ ჩააქრობ. ალბათ, არც ფლორენტინოს და არც რონალდოს აღარ სურდათ ჩაქრობა. რეალობაა, მაგრამ მაინც სიურეალისტური სურათია – კრიშტიანო, რომელიც “რეალიდან” მიდის. ვერ იჯერებ, რომ მითქმა-მოთქმა არ მიჩუმდა. ყველაფერი ისე შორს წავიდა, რომ ვეღარ მოაბრუნებ. კი იცოდი, ერთ დღეს ასე მოხდებოდა. ხედავდი, რომ ეს დღე უკვე ახლოს იყო, მაგრამ მაინც შოკირებული ხარ. გაიღვიძე დილით და მადრიდმა ოფიციალურად გამოცხადდა: კრიშტიანო რონალდო იუვენტუსში გადავიდა.

რონალდოს წასვლა გარდაუვალი იყო და მიზეზებიც აქვს, თუ რატომ მოხდა წელს და არა 2021-ში. მადრიდის რეალის გულშემატკივრებისთვის ამ მიზეზების მიღება რთულია: 33 წლის ასაკში რონალდო კვლავ იმ დონეზე თამაშობს, ბევრი დიდი ფეხბურთელის პიკურ ფორმას რომ სჯობნის. ის პლანეტის კვლავ საუკეთესო გოლეადორია. იდეალური სპორტსმენი, რომელიც თავის სხეულზე ზრუნავს საუკეთესო სპორტული მეცნიერების დახმარებით. მაქსიმალისტია. არ ეპუება ასაკს და სტანდარტებს არ თმობს. მას არ მოყირჭდა. ის არ დასრულებულა.

Continue reading

Advertisements

მადრიდის რეალი–ევროპის დამსახურებული ჩემპიონი

მადრიდის “რეალმა” დაიმსახურა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამე თასი. ეს გუნდი ნებისმიერ ვითარებაში ახერხებს გამარჯვებას. ყოველთვის ვერ აჩვენებდა უზადო თამაშს, მაგრამ სიმშვიდემ, თავდაჯერებულობამ და კლასმა ისინი ევროპაში საუკეთესო გუნდად აქცია.

ისინი ამბობენ: ეს “რეალი” ვერაფერს აჩვენებს ისეთს, დიდ გუნდად რომ იწოდებოდეს. ისინი ამბობენ: რეალს უმართლებს. ხან ინდივიდუალური ოსტატობის, ხან კეთილგანწყობილი მსაჯების, ხანაც მეტოქეთა წარმოუდგენელი იაღლიშის ხარჯზე გადის ფონს. არ შეგეკამათებით, მაგრამ ჯერ ვერცერთმა გუნდმა მოახერხა აქამდე დიადი გამარჯვებების მოპოვება ბედის საწინააღმდეგოდ. და ვერცერთმა გუნდმა მოახერხა აქამდე დიადი გამარჯვებების მოპოვება მხოლოდ იღბლის წყალობით.

პერესისა და ზიდანის “რეალზე” საუბრისას მათ ავიწყდებათ, რომ “ბაიერის” კარში ზიდნის მიერ გატანილ გასაოცარ გოლსა და ბიელის მაკრატელას შორის ბევრი წელი გაილია ყლეპროჭაობაში(*). მათაც კი, გალაქტიკოსებმა, ერთ გუნდში შეკრებილმა სუპერგმირებმა, ვერ შეძლეს ევროპაში დომინირება და აბა, იმ ქაოსის წლებზე რაღა უნდა ვთქვათ, რამონ კალდერონის ჰოლანდიელთა ბანდა რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალს ვერ ცდებოდა.

Continue reading

ევროპული ტრადიცია

ამ პოსტს ფინალის გამართვამდე ვწერ და თუ ფინალში რეალმა ხასიათში არ ჩა***, მატჩის შემდეგ დავამთავრებ და გამოვაქვეყნებ. Smile

ლიგა ტრადიციული ტურნირია და ფინალი რეალი – ლივერპულიც ძალიან ტრადიციულია. არა, ამ გუნდების გზა არ გადაჯვარედინებულა ევროპულ ასპარეზზე იმდენჯერ, რამდენჯერაც რეალისა და ბავარიის, მაგრამ ფინალური მატჩი მაინც ტრადიციული იყო – რეალსა და ლივერპულს აქამდე ერთად ჩემპიონთა 17 თასი ჰქონდათ მოგებული.

ამ ორ გუნდს ერთობლიობაში 22 ფინალი ჰქონდა ნათამაშები და სულ 5 წაგებული.

ეს ორი გუნდი საერთაშორისო ტურნირებში მათი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი წარმომადგენელია.

სხვა რა ჭირდება ფინალურ მატჩს, ევროპული კლასიკო რომ დავარქვათ?

Continue reading

რა მოხდა მადრიდში?

ადეკვატის კუთხე.
ეძღვნება ჩემს არაადეკვატ მეგობრებს <3.
და – არამხოლოდ.

ქართველებმა ყველაფერი ყველაზე კარგად ვიცით, ყველაფერი გვახსოვს, არც რამის გაგება და გახსენება გვჭირდება, კითხვა არ გვიყვარს, მოსმენა არ ვიცით.

მაინც დავწერ, შემორჩეს არქივს.

1. ფეხბურთელის მიერ საჯარიმოში წესის დარღვევა ისჯება თერთმეტმეტრიანი დარტყმით. წესის დარღვევად ითვლება – მეტოქისთვის დარტყმა ან დარტყმის მცდელობა, მეტოქეზე შეხტომა, მეტოქეზე დაჯახება, მეტოქისთვის ხელის კვრა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა შეიძლება დაინიშნოს მატჩის პირველ წამზეც და ბოლო წამზეც, მსაჯის მიერ დამატებული დროის ჩათვლით. (შეგიძლიათ აქ და მერე აქ გადახედოთ და დარწმუნდეთ).

1.1 იყო თუ არა დარღვევა ლუკას ვასკესის წინააღმდეგ?

Continue reading

ქალები სტადიონზე 2

volume 2

 

ფეხბურთის სამშობლოს ჯერიც დადგა. 38 წლის შარლოთ ჯექსონი (Charlotte Jackson) ყოფილი ჩოგბურთელია და მომღერალი (ბექ-ვოკალისტი), Sky Sports-ის მიმომხილველი და “ლივერპულის” თავგადაკლული ფანი. მაგრამ სხვა გუნდებიც კარგად იცის – არხის საფეხბურთო ვიქტორინის წამყვანიც იყო და ფიფას 2009 წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიასაც უძღვებოდა.

Charlotte Jackson 1Charlotte Jackson 2

Charlotte Jackson 4Charlotte Jackson

ოლივია უეინი (Olivia Wayne) ამჟამად Sky sports-ის ტელეწამყვანია, თუმცა წლების განმავლობაში მოდის ინდუსტრიაში იყო ჩაბმული, როგორც PR სპეციალისტი და ჟურნალისტი. იყო სთელა მაქართნის პრეს-მდივანი და Vogue TV-ზე მუშაობდა. British Fashion Awards-ის ცერემონიასაც უძღვებოდა, ახლა კი სპორტს მიმოიხილავს. 31 წლისაა.
Continue reading

მეტაბოლიზმის საწვავი

გეგონა, ისევ ყავაზე დავწერ?

სულაც არა.

ამჯერად ზეითუნის ზეთი ვიგულისხმე.

ზეთისხილი არ მიყვარს. ხმელთაშუა ზღვის რეგიონის სალათებს, რომელსაც უხვად აქვს მოყრილი ზედ ზეთისხილი, ასე ვჭამ – ზეთისხილს ცალკე გადავაწყობ ხოლმე ან მეგობარს ვუწილადებ. ზეითუნის ზეთი კი პიცაზე მიყვარს. წიწაკაშერეული, ცხარე ზეთი როა. პიცის გარეშე, როგორც მეტაბოლიკური საშუალება, ზეითუნის ზეთი ჩემს რაციონს ბოლო ხანებია, რაც დაემატა ჟურნალ Men’s Health-ის რჩევით. კვლევები ადასტურებს – ზეითუნის ზეთი კვებავს მეტაბოლიზმის მექანიზმს და ხელს უწყობს წონისა და ფორმის შენარჩუნებას. დაბალკალორიული დიეტა vs. ჩვეულებრივი კვების რეჟიმი + 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი დღეში პრაქტიკულად ერთნაირ ეფექტს გვაძლევს წონის შენარჩუნების კუთხით… მდიდარია ე.წ. ALA და EPA მჟავებით (OMEGA-3, OMEGA-6, OMEGA-9) – ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ინფარქტისა და ონკოლოგიურ დაავადებათა რისკს და ა.შ. მაგრამ ამაზე – აქ წერია და კიდევ – აქ.

როგორც ზურიკელასგან ვიცით, სოდის მიღების რამდენიმე გზა არსებობს. სოდისგან განსხვავებით, ზეითუნის ზეთის მიღების გზა მხოლოდ ერთია – დილით, უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, სუფრის კოვზით. მაგრამ სანამ მიიღებ, თუ საკუთარი პლანტაციები არ გაქვს, უნდა სუპერმარკეტში ჩახვიდე ჯერ და იქ მთავარია, მარკირებებსა და იარლიყებში გაერკვიო კარგად. ადრე შალის შერჩევაზე დავწერე პოსტი – ზეითუნის ზეთიც იგივე ამბავია. ყველა კომპანია თავის მარკეტინგულ ვირეშმაკობას იყენებს, რომ უსარგებლო ინფორმაცია შემოგასაღოს ლამაზად და საჭირო კი – გადამალოს.

Continue reading

სა ტ***ში მიდიხარ, ბჯო? :[

ზაფხულობით ბლოგს ვასვენებ, დრაფტებს ვაგროვებ და ჭერში ვაწყობ, ხოლმე. ტრადიციულად. მაგრამ ისეთები ხდება რომ…

წავა თუ არა რონალდო “რეალიდან”?

თუ წავა, რა მიზეზით წავა?

და თუ წავა, სად ტრაკში წავა? (სხვა გუნდების გულშემატკივრებს ნუ გეწყინებათ და ჩემპიონთა ლიგის მე-12 სიმაღლიდან, ყველა სხვა გუნდი იქაა, რაც დავწერე). Smile

“რეალიდან” წასვლის მიზეზები სამყოფად აქვს.

Continue reading