რიგში დავიტანჯე.
ბილეთი ვიშოვე.
ფილმი მომეწონა.
ჯეიმს ქემერონს კარგა ხანია არაფერი გადაუღია. იმდენად კარგა ხანი, რომ ბევრს ის, ალბათ, გადაავიწყდა კიდეც.
მაგრამ ვისაც არ გადაგვავიწყდა. ვინც ამ რამდენიმე წლის წინ imdb.com-ზე წავიკითხეთ, რომ ქემერონი “რაღაც განსაკუთრებულის” გადაღებას შეუდგა. ვისაც ჯერ კიდევ გვახსოვდა, რომ ქემერონი არა მხოლოდ “ტიტანიკის” რეჟისორია, არამედ მეორე “ტერმინატორისა” და “უცხოებისაც” – ისინი მოუთმენლად ველოდით ახალ ფილმს და ფილმმა ჩვენი მოლოდინი, ვფიქრობ, ნამდვილად გაამართლა.
რა თქმა უნდა, პი-ინტელექტუალები შანსს არ გაუშვებენ ხელიდან, რომ ქემერონი ამხილონ მორიგი ბანალური ისტორიის გადაღებაში. და მერედა რაო? ალექსანდრ დიუმა ამბობდა, რომ მთელი მსოფლიო ლიტერატურა 5 ბანალურ ისტორიაზე დგას, მან კი მშვენივრად იცოდა, რას ამბობდა.