მანიფესტი ტირანიის წინააღმდეგ

“ანდორი”. “ვარსკვლავური ომები”
თონი გილროი, ბენჯამინ ქერონი, ჯორჯ ლუქასი

Lucasfilm / Walt Disney Studios

მე მქვია მაარვა კარასი ანდორი. და მაქვს პატივი, ვიდგე ახლა თქვენს წინაშე. მე მაქვს პატივი, ვიყო ფერიქსის შვილი და პატივი მაქვს, ვიყო თიხის ამ ფირფიტის ღირსი. უცნაურია… ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, თავადაც მას დავყურებდე. ექვსი წლის ვიყავი, მგონი, პირველად რომ შევეხე სამგლოვიარო ქვას. მოვისმინე ჩვენი მუსიკა, შევიგრძენი ჩვენი ისტორია. ჩემი დის ხელისგულს ჩაჭიდებული მოვდიოდი შადრევნების მოედნიდან. იქ, სადაც ახლა თქვენ დგახართ, იმაზე მეტჯერ ვყოფილვარ, ვიდრე გონება იტევს. ყოველთვის მინდოდა, ავეტაცებინეთ. ყოველთვის მსურდა, ყოველთვის ველოდი ამ შთაგონებას. მახსოვს, როდესაც გარდაცვლილებს მეც ზე ავყავდით. ყოველ ჯერზე… მათი მართალი სიტყვით.

Continue reading “მანიფესტი ტირანიის წინააღმდეგ”

ძაღლები კატების ქალაქიდან

ზეითინი, ნაზარი და ქართალი – ასე ქვიათ სამ მუშკეტერს ძაღლს, რომლებიც სტამბოლში ცხოვრობენ. ქუჩაში. სტამბოლელი ქუჩის ძაღლები არიან.

მათ გარდა ამ ქალაქში 100’000-ზე მეტი ქუჩის ძაღლი ცხოვრობს, მაგრამ ეს სამი დოკუმენტური ფილმის გმირებად იქცნენ. და ახლა ისინი მოგვითხრობენ საკუთარ თავზე, სხვა ძაღლებზე. და – არამხოლოდ ძაღლებზე.

Stray Poster

Continue reading “ძაღლები კატების ქალაქიდან”

ურსულას თეთრი ბიკინი

როდესაც ურსულა ანდრესი ბონდიანის რიგით პირველ და ერთ-ერთ საუკეთესო ფილმში “დოქტორი ნო” გამოჩნდა, არც უფიქრია, რომ რევოლუციას მოახდენდა ამერიკულ მოდაში და – არამხოლოდ მოდაში. რომ ეს ფილმი “სექსუალური რევოლუციის” სიმბოლოდ გადააქცევდა.

როდესაც ურსულა ოკეანის ტალღებიდან ამოდის აფროდიტესავით, თეთრი ფერის ბიკინიში, ნიჟარებით ხელში და წელზე ჩამოკონწიალებული დანით, მამაკაცებს კინოდარბაზში გულები უჩერდებათ…  ეს ერთ-ერთი ყველაზე საკულტო კადრია, არამხოლოდ ბონდიანის, არამედ მთლიანად სინემატოგრაფის ისტორიაში. ურსულა ანდრესს ამ როლისთვის ოქროს გლობუსი მიანიჭეს.
აგენტი და მისი ქალები

არ უფიქრია, იმიტომ რომ ევროპელი იყო. იმიტომ რომ ბიკინი ევროპულ პლიაჟებზეც, კინოშიც და სცენაზეც უკვე (თითქმის) ჩვეულებრივი ამბავი იყო. იმიტომ რომ ბიკინი ეცვათ ბრიჟიტ ბარდოს და დალიდას. მაგრამ პურიტანულ ამერიკაში ქალს განცალკევებულ საცურაო კოსტიუმში ჯერისევ თამამ, რისკიან (ეს – უკეთეს შემთხვევაში) და უარეს შემთხვევაში კი – უხამსობის და ამორალურობის ზღვარზე მოსიარულედ მიიჩნევდნენ. ზოგიერთ პლიაჟზე ასე ბანაობა და გარუჯვა აკრძალულიც იყო.

Continue reading “ურსულას თეთრი ბიკინი”

გურმანი კატა, დანარჩენი ექვსი და სხვა მრავალი

დუმანი – ასე ქვია ნისლიან კატას, რომელიც სტამბოლის ყველაზე გურმანულ, ყველაზე ბოჰემურ, ყველაზე ინტელექტუალურ და ყველაზე ფეშენებელურ ნიშანთაშის უბანში ცხოვრობს და სავახშმოდ რესტორან Delikatessen-ში დაბრძანდება. უბრალო მოხეტიალე კატა არ გეგონოთ, დუმანი ნამდვილი არისტოკატაა. როგორც ერთ ძველ ფილმშია: თუ კატა ყოველდღე ორჰან ფამუქს ხედავს, ვინ ხარ შენ მისთვის – რესტორნის კლიენტებს არც აწუხებს და არც თავს უყადრის ხოლმე. ფრთხილად აუვლის გვერდს, რაფაზე შემოხტება და ფანჯარაზე აკაკუნებს. დუმანი გურმანი კატაა, ყველა კერძს არ მიირთმევს და მზარეულის ხელსაც ცნობს – თავისი ფავორიტები ყავს. Delikatessen-ის შეფმა კარგად იცის დუმანის გემოვნება და საყვარელი დელიკატესი გამოაქვს – შებოლილი ინდაურის ხორცი. მცირე ულუფებად – დუმანი დიეტაზეა. თუმცა, მანჩეგოსა თუ ემენტალერზე დესერტად ვერ ამბობს უარს.

Continue reading “გურმანი კატა, დანარჩენი ექვსი და სხვა მრავალი”

მისი მშვენიერი ლენი

Leni Riefenstahl and Hitler

ჰიტლერის საყვარელი რეჟისორი იყო, “ოლიმპიასა” და “ნების ტრიუმფის” ავტორი, თუმცა შემთხვევითობა რომ არა, შეიძლება, ეს ფილმები არც გადაეღო. შეიძლება, საერთოდ არ გადაეღო ფილმი, იმიტომ რომ ლენი რიფენშტალი (Helene Bertha Amalie “Leni” Riefenstahl) მოცეკვავის კარიერაზე ოცნებობდა და მონაცემებიც ჰქონდა. პედაგოგების რწმუნებით – ფენომენალური მონაცემები. მის პედაგოგებს კი დაეჯერება – კლასიკური ბალეტის წარმომადგენელი რუსი ევგენია ედუარდოვა, ექსპრესიული ცეკვის შემქმნელი გერმანელი მარი ვიგმანი და რიტმული ტანვარჯიშის ქორეოგრაფი გერმანელი იუტა კლამტი იყვნენ.

მამა სხვა აზრის იყო. ქალიშვილის სცენაზე უშნოდ კუნტრუში არ მოსწონდა. სტენოგრაფიისა და ბუღალტრული აღრიცხვის კურსებზე მიიყვანა. ქალთა დახურულ პანსიონშიც კი გამოკეტა ერთი პირობა, მაგრამ ლენი გაიქცა იქიდანაც და შინიდანაც. დააბრუნეს და ისევ გაიქცა. ასე ბრძოლით გაიტანა თავისი. მიხვდა მამა, რომ ძალად მოქცევას აზრი არ ჰქონდა და თავი დაანება. Continue reading “მისი მშვენიერი ლენი”

კინოობანა

Cardboard Office Studiosთამაშია ასეთი, ასოციაციობანა. რევოლუციამდელი ბავშვების გასართობი. კომპიუტერი და აიფონი რომ არ იცოდნენ, იმ ბავშვების. ამ თამაშს მისი ვარიანტებიც ჰქონდა – კინოობანა ერთ-ერთი იყო. რომელიმე ფილმიდან რამე ეპიზოდი უნდა განგესახიერებინათ, მუნჯურად და მოწინაღმდეგე გუნდი მიმხვდარიყო, რა ფილმია.

ლილი და ლეონი დიდი სინემანიაკები არიან ახალი ზელანდიიდან. კინოობანაში ბადალი არ ჰყავდათ. რომ წამოიზარდნენ, დაქორწინდნენ და ავსტრალიაში გადაბარგდნენ საცხოვრებლად, ბარგი ამოალაგეს, როგორც ახალმოსახლეების წესია და უამრავი ცარიელი მუყაოს ყუთი და ათასი რამ ხარა-ხურა დაუგროვდათ. სხვა – მაკულატურაში ჩააბარებდა ან სარდაფში ჩაზიდავდა (რა იცი, რაში გამომადგესო) ამათ კი დეკორაციების აწყობა დაიწყეს და ახლა მათ საყვარელ თამაშს, კინოობანას ეთამაშებიან მთელ მსოფლიოს. ბლოგისა და სოცქსელების მეშვეობით.

Continue reading “კინოობანა”

ჯენტლმენი ბეიქერ სთრითიდან

ჩემი სახელია შერლოქ ჰოლმსი. ჩემი საქმეა ვიცოდე, რაც სხვამ არვინ იცის.
ართურ ქონან დოილი. ლურჯი კარბუნკული.

Holmes Jeremy Brettართურ ქონან დოილი მისი დროის ყველაზე პოპულარული მწერალი იყო. მან მოიფიქრა პერსონაჟი, რომელიც ლონდონის სავიზიტო ბარათად იქცა. როგორც ბიგ ბენი. როგორც თაუერი. ბაქინგემის სასახლე. ლიტერატურულ გმირს, მწერლის მიერ გამოგონილ, არარსებულ მისამართზე წერდნენ წერილებს, როგორც ცოცხალს. დღეს ეს მისამართი უკვე არსებობს და იქ ამ არარსებული ადამიანის სახლ-მუზეუმია. ჰოლმსი კერძო დეტექტივთა რამდენიმე ასოციაციის საპატიო წევრია. დეტექტივთა კიარა, ბრიტანეთის “ქიმიკოსთა სამეფო საზოგადოების” წევრიც არის. მიკვირს, რომელიმე სიმებიან ინსტრუმენტებზე დამკვრელთა დასის წევრიც რომ არ გახდა აქამდე… საუკეთესო კინოჰოლმსი კი ათეული წლების განმავლობაში ჰოლივუდელი იყო. არა, ბეიზილ რეთბოუნზეც ამბობდნენ ბრიტანელები – ჩვენიაო, როგორ არ ამბობდნენ, მაგრამ ის მაინც ჰოლივუდის ჰოლმსად რჩებოდა.

როგორც ებრაელები აღთქმულ ქვეყანას, ასე ეძებდნენ ინგლისელებიც თავიანთ იდეალურ კინოჰოლმსს – რეთბოუნის ჰოლმსიანის შემდეგ მთელი  40 წელი. 80-იანების დასაწყისში  Granada Television-მა დაიწყო დიდი პროექტისთვის მზადება – ქონან დოილის დეტექტივების სრული ეკრანიზაცია. პირველი ტელეფილმი 1984 წელს აჩვენეს, ბოლო 1994-ში. ჩანაფიქრის სრულად განხორციელება ვერ მოახერხეს (მიზეზებზე დავწერ) – 60 ამბიდან 42 გადაიტანეს ეკრანზე. მაგრამ ეს მაინც ყველაზე სრულყოფილი ეკრანიზაციაა იმათ შორის, რაც იქამდე იყო და იმათ შორისაც, რაც შემდგომ გვაქვს. ფრთხილი მოპყრობა პირველწყაროსთან, დიალოგების ზუსტად გადმოტანა, კოსტიუმები, ინტერიერი, მე-19 საუკუნის ინგლისისა და ეპოქის ზუსტი რეკონსტრუქცია. ეს ყველაფერი და ჯერემი ბრეთი (Jeremy Brett) – მსახიობი, რომელმაც სული და გული ჩადო მის კინოგმირში. კარიერა და ცხოვრება შესწირა. გადატანითი არა – პირდაპირი მნიშვნელობით!

Continue reading “ჯენტლმენი ბეიქერ სთრითიდან”

ეტიუდი შავ-თეთრ ფერებში

 

Sherlock Holmes -  Basil Rathbone მისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო. ჰოლივუდის დიდების ხეივანში ერთბაშად სამი ვარსკვლავი აქვს: ერთი კინოროლებისთვის, მეორე ტელეროლებისთვის და კიდევ ერთი რადიოდადგმებში მონაწილეობისთვის. საუკეთესო ნამუშევრებად მიიჩნევდა რომეოს – თეატრალურ სცენაზე და ჰოლმსს – ფილმებში. მისი სახელია ბეიზილ რეთბოუნი (Basil Rathbone) და ის საუკეთესო ამერიკელი შერლოქ ჰოლმსია (მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ აფრიკაში დაიბადა და ინგლისელი იყო Smile).

რას აკეთებს ინგლისელი თეატრალური მსახიობი ინგლისში? სწორია – თამაშობს შექსპირის პიესებში. და ვინ იცის, რამდენი ხანი მოუწევდა ბეიზილ რეთბოუნს, როგორც იმერეთში იტყვიან, სცენაზე ჯღანაობა, ყუფარაძე რაიყოდა, Metro-Goldwyn-Mayer-იდან რომ არ დაერეკათ.  30-იანებიდან მოყოლებული წელიწადში რამდენიმე ჰოლივუდურ ფილმში მონაწილეობდა და მას შემდეგ, რაც უკვე ბროდვეიდანაც მიიღო შეთავაზებები, საბოლოოდ აიკრა გუდა-ნაბადი და ნიუ იორქში გადაბარგდა.

— რა კარგი ბავშვია, — შესძახა ჰოლმსმა, — დახეთ, ამ ონავარს, რა ვარდისფერი ლოყები აქვს! გვითხარი, აბა, რას ინატრებდი ახლა?
— შილინგს, — უპასუხა ბიჭმა დაფიქრებით.
— ჰმ! სხვას არაფერს?
— ორ შილინგს! — კიდევ ცოტა დაფიქრდა და ისე მიუგო ბიჭმა.
ართურ ქონან დოილი. ოთხთა ნიშანი, თავი 8

Continue reading “ეტიუდი შავ-თეთრ ფერებში”

სწორედ ის ხოლმსი

Holmes and Watson posterამ ფილმებში ლონდონური ბეიკერ სტრიტის როლს იაუნელას ქუჩა ასრულებს რიგაში, ტემზის როლს კი – მდინარე ნევა ლენინგრადში. პერსონაჟთა სამოსი – ანაქრონულია, ოთახების ინტერიერი და ავეჯი – ეკლექტური. ფაიფური – უცნობი წარმომავლობის. Twinings Earl Grey-ის ნაცვლად ჩვენებურ “კოლხეთს” სვამენ და ვირჯინიული Arcadia Mixture-ის ნაცვლად Ява – Золотое руно ხრჩოლავს 90 კაპიკად. მანერები არაბრიტანულია და სახელები – დამახინჯებული… და ვინ მოთვლის კიდევ სხვა რამდენი ნაკლი აქვს ამ ფილმებს, მაგრამ იქ არის მთავარი – ნამდვილი შერლოკ ხოლმსი. რომელიც ისე ჰგავს თავად ქონან დოილის მიერ მოწონებულ, მხატვარ სიდნი ფეჯითისეულ ილუსტრაციას, თითქოს პორტრეტიაო.

ხოლმსი: რესტორან “ფერარიში”  გპატიჟებთ. მივირთვათ მწყერი და შატო-როზი დავაგემოვნოთ. დღეს მდიდარი ვარ!
ვატსონი: გმადლობთ. ისედაც მაძღრად ვარ.
ფილმი 1. გაცნობა

ვასილი ლივანოვზე ვამბობ, “საბჭოთა ხოლმსზე” იგორ მასლენნიკოვის ტელესერიალიდან “შერლოკ ხოლმსი და დოქტორი ვატსონი”. მხოლოდ სახის ნაკვთებიც არაა. ის ძალიან მომხიბლავი ხოლმსია. ქონან დოილს ნამდვილად მოეწონებოდა. და თუკი მოუსმენდა – ხომ მითუფრო. ვასილი ლივანოვის უჩვეულო ხიბლი ხომ მისი უნიკალური ხმაცაა. არავისში რომ შეგეშლება, ისეთი. ეს ხმა “შეძენილია” – მას შემდეგ დაებზარა მსახიობს, რაც ერთ-ერთი ფილმის გადაღების დროს (ხოლმსიანაზე ბევრად ადრე) გაცივდა და მძიმე ანგინით ჩაწვა.

Continue reading “სწორედ ის ხოლმსი”