ქალები სტადიონზე 2

volume 2

 

ფეხბურთის სამშობლოს ჯერიც დადგა. 38 წლის შარლოთ ჯექსონი (Charlotte Jackson) ყოფილი ჩოგბურთელია და მომღერალი (ბექ-ვოკალისტი), Sky Sports-ის მიმომხილველი და “ლივერპულის” თავგადაკლული ფანი. მაგრამ სხვა გუნდებიც კარგად იცის – არხის საფეხბურთო ვიქტორინის წამყვანიც იყო და ფიფას 2009 წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიასაც უძღვებოდა.

Charlotte Jackson 1Charlotte Jackson 2

Charlotte Jackson 4Charlotte Jackson

ოლივია უეინი (Olivia Wayne) ამჟამად Sky sports-ის ტელეწამყვანია, თუმცა წლების განმავლობაში მოდის ინდუსტრიაში იყო ჩაბმული, როგორც PR სპეციალისტი და ჟურნალისტი. იყო სთელა მაქართნის პრეს-მდივანი და Vogue TV-ზე მუშაობდა. British Fashion Awards-ის ცერემონიასაც უძღვებოდა, ახლა კი სპორტს მიმოიხილავს. 31 წლისაა.
Continue reading

Advertisements

მეტაბოლიზმის საწვავი

გეგონა, ისევ ყავაზე დავწერ?

სულაც არა.

ამჯერად ზეითუნის ზეთი ვიგულისხმე.

ზეთისხილი არ მიყვარს. ხმელთაშუა ზღვის რეგიონის სალათებს, რომელსაც უხვად აქვს მოყრილი ზედ ზეთისხილი, ასე ვჭამ – ზეთისხილს ცალკე გადავაწყობ ხოლმე ან მეგობარს ვუწილადებ. ზეითუნის ზეთი კი პიცაზე მიყვარს. წიწაკაშერეული, ცხარე ზეთი როა. პიცის გარეშე, როგორც მეტაბოლიკური საშუალება, ზეითუნის ზეთი ჩემს რაციონს ბოლო ხანებია, რაც დაემატა ჟურნალ Men’s Health-ის რჩევით. კვლევები ადასტურებს – ზეითუნის ზეთი კვებავს მეტაბოლიზმის მექანიზმს და ხელს უწყობს წონისა და ფორმის შენარჩუნებას. დაბალკალორიული დიეტა vs. ჩვეულებრივი კვების რეჟიმი + 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი დღეში პრაქტიკულად ერთნაირ ეფექტს გვაძლევს წონის შენარჩუნების კუთხით… მდიდარია ე.წ. ALA და EPA მჟავებით (OMEGA-3, OMEGA-6, OMEGA-9) – ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ინფარქტისა და ონკოლოგიურ დაავადებათა რისკს და ა.შ. მაგრამ ამაზე – აქ წერია და კიდევ – აქ.

როგორც ზურიკელასგან ვიცით, სოდის მიღების რამდენიმე გზა არსებობს. სოდისგან განსხვავებით, ზეითუნის ზეთის მიღების გზა მხოლოდ ერთია – დილით, უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, სუფრის კოვზით. მაგრამ სანამ მიიღებ, თუ საკუთარი პლანტაციები არ გაქვს, უნდა სუპერმარკეტში ჩახვიდე ჯერ და იქ მთავარია, მარკირებებსა და იარლიყებში გაერკვიო კარგად. ადრე შალის შერჩევაზე დავწერე პოსტი – ზეითუნის ზეთიც იგივე ამბავია. ყველა კომპანია თავის მარკეტინგულ ვირეშმაკობას იყენებს, რომ უსარგებლო ინფორმაცია შემოგასაღოს ლამაზად და საჭირო კი – გადამალოს.

Continue reading

სა ტ***ში მიდიხარ, ბჯო? :[

ზაფხულობით ბლოგს ვასვენებ, დრაფტებს ვაგროვებ და ჭერში ვაწყობ, ხოლმე. ტრადიციულად. მაგრამ ისეთები ხდება რომ…

წავა თუ არა რონალდო “რეალიდან”?

თუ წავა, რა მიზეზით წავა?

და თუ წავა, სად ტრაკში წავა? (სხვა გუნდების გულშემატკივრებს ნუ გეწყინებათ და ჩემპიონთა ლიგის მე-12 სიმაღლიდან, ყველა სხვა გუნდი იქაა, რაც დავწერე). Smile

“რეალიდან” წასვლის მიზეზები სამყოფად აქვს.

Continue reading

სოკერფრენია

ჩვენ, ფეხბურთის გულშემატკივრები არა-გულშემატკივრების დიაგნოზით, რა თქმა უნდა, ნორმალური ხალხი არ ვართ. მე, გულშემატკივარი, მზად ვარ, არა-გულშემატკივრებს დავეთანხმო. რა მნიშვნელობა აქვს, ეს თერთმეტი კაცი გაიტანს გოლს, თუ ის თერთმეტი კაცი? არ ვიცი. ის კი ვიცი, რომ ფეხბურთის გამო მეგობრები გადაკიდებიან ერთმანეთს. ოჯახები დანგრეულა. გული გასკდომია ხალხს და ეგკიარა, ომიც დაწყებულა. კი, ნამდვილი ომი – თუ მშვიდობა იქნა, ამ ისტორიაზე დავწერ ერთხელ. მაგრამ, ამავე დროს, ფეხბურთში წარმატება შრომის ნაყოფიერების ამაღლებას უწყობს ხელს, ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს, ქვეყნის წარმატებას ეხმარება.

მაგრამ სხვა ქალაქის გუნდის ქომაგობა კიდევ სხვა ფენომენია. სოკერფრენიის დამძიმებული ფორმა. არა-გულშემატკივარი ვერ გაიგებს. და ასახსნელადაც ძნელია. ბევრს ჰგონია, ამის მიზეზი საკუთარი გუნდის სისუსტეა, მაგრამ მადრიდის “რეალს” (და ამ პოსტს სწორედ “რეალის” გამარჯვების ემოციით ნაბახუსევზე ვწერ) ყველა ქალაქში ქომაგობენ. ყველა ქვეყანაში და ყველა კონტინენტზე. იქაც, სადაც საკუთარი ფალავნები ჰყავთ, “რეალზე” არანაკლები… თუმცა, არა, გატყუებთ. ნაკლები! რა თქმა უნდა – ნაკლები! და ეს ქომაგის სიტყვები არ არის – ობიექტური რეალობაა. Smile მაგრამ, მნიშვნელობა არ აქვს – იქაც, სადაც “რეალზე” ნაკლებ წარმატებული, მაგრამ მაინც ძალიან წარმატებული, ძალიან ძლიერი, ლეგენდარული კლუბებია, “რეალს” ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ეს ცალკე ფენომენია, და ყველა გულშემატკივარს გულშემატკივრობის საკუთარი მიზეზი აქვს. მე ჩემი უკვე გავიხსენე ერთხელ.

Continue reading

ისტორია მეორდება

ერთხელ, როგორც ტრაგედია და მეორედ… მეორედაც, როგორც ტრაგედია. Smile

თუმცა, როდესაც 8 ფინალიდან 6-ს წააგებ, რაღა ტრაგედიაა?

არც – ფარსი.

1

კანონზომიერებაა.

2003 წელს, როდესაც ზიდანმა “რეალთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ინტერვიუში უთხრა “მარკას” – მსურს ახლა, დესიმა, უნდესიმა და დუოდესიმაც მოვიგოო.

2

იმსახურებდა და – მოიგო კიდეც.

Continue reading

სამყარო ნათელ მხარეს

ricardo-zamoraომების ისტორია გმირებსა და ანტიგმირებზე დგას. ასეა ფეხბურთის ისტორიაც. და როგორც ომში, ასე ფეხბურთში ხშირად ხდება – ვინც ერთისთვის გმირია და საამაყო, მეორისთვის – მტერია და უხსენებელი. უზბეკეთში, ეგერ, ყოველმეორე ქუჩას თემურ ლენგის სახელი ჰქვია, ჩვენთვის კი მასზე დიდი მაოხრებელი ცოტა თუ ყოფილა (თუმცა, ამის დაწერა დღეს ცოტა სარისკოა, აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც “პატრიოტი” და გეტყვის – ჰოდა, რუსებს რას ერჩი, მოდი ჯერ უზბეკებთან “გავაიასნოთ” სიტუაციაო…). ისევ ფეხბურთს დავუბრუნდეთ – ესპანური ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო მეკარედ აღიარებული, დიდად პატივდებული და კერპად ქცეული, სიცოცხლეშივე “ღვთაებრივად” (el Divino) შერაცხული რიკარდო სამორა (Ricardo Zamora Martínez) მადრიდში კერპია, მაგრამ ბარსელონაში დედები და მამები ჭირვეულ ბავშვებს ეტყვიან ასე – ჭამე ფაფა, თორემ გაიზრდები და სამორა გახდებიო.

Continue reading

ქალები სტადიონზე

volume 1

ქალები ფეხბურთის სტადიონზე იშვიათად დადიოდნენ. ადრე. დღეს კაცებიც აღარ დავდივართ და არ ვიცი, როგორია ქალი-გულშემატკივრების საქმე. სპორტის სასახლეში კი ყოველთვის ბევრი ქალი-გულშემატკივარი იყრიდა თავს. იმ დროს, თბილისის “დინამო” რომ კალათბურთში ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი გახდა და მერეც. ყოველთვის. ახლაც ასეა. საიდან ეს განსხვავება? ალბათ იმიტომ, რომ გოგონებს მაღალი ბიჭები მოსწონთ. Smile 

მაგრამ მსოფლიოში ფეხბურთს ბევრი ცნობილი ქალი გულშემატკივარი ჰყავს. გამორჩეული გარეგნობის. სტადიონზე, ხშირად, სილამაზის კონკურსის გამართვაც შეიძლება. Smile მაგრამ ახლა სხვებზე დავწერ – იმათზე, ვისთვისაც ფეხბურთი პროფესიონალური ინტერესის საგანია. ქალ ჟურნალისტებზე, რომელთა გამორჩეულ გარეგნობას ფეხბურთის ნიუანსების ჩინებული ცოდნაც კი ვერ ფარავს.

კოლუმბიელი მირელლა ხრისალესი (Mirella Grisales) Telemundo Sports/NBC Universal-ის ჟურნალისტია. 38 წლისაა. Deportivo Independiente Medellín-ისა და მადრიდის “რეალისა” გულშემატკივარია. ერთხელ, კარგა ხნის უკან, ყველაზე სექსუალურ ლათინოამერიკელ ჟურნალისტებს შორის დაასახელეს და მას შემდეგ ამ სიის მუდმივი ბინადარია და არ ტოვებს. Smile 

Mirella GrisalesMirella Grisales 3

Mirella Grisales 4Mirella Grisales 2

მარინა გრანსიერა (Marina Granziera) კოლუმბიური Blu Radio-სა და Caracol TV-ს სპორტული ამბების მიმომხილველია.

Continue reading