თამბაქოს კვამლში

Conan Doyle with pipeჰოლმსიანური პოსტებისთვის ზოგი მოთხრობა რომ გადავიკითხე, ზოგიც – ფილმი ვნახე, თურმე, ბევრი რამ არ მახსოვდა. ამ პოსტის “მასალაც” მაშინ დამიგროვდა. იქ ვეღარ ჩავაკვეხე და იყოს ასე, აპენდიქსის სახით. Smile

ქონან დოილს მისი გმირების საყვარელი თამბაქოს ჯიშიც აქვს ნახსენები, სიგარეტიც, ჩიბუხის სახეობაც… დღეს ამ ამბავს ფროდაქთ ფლეისმენთი ჰქვია. Smile მწერალი, კი იყო ექიმი, მაგრამ თამბაქოს დიდი მოყვარული გახლდათ და სწორედ ჩიბუხს ანიჭებდა უპირატესობას.

თამბაქოს მცენარეს პირველებმა მაიას ტომმა მიაქცია ყურადღება. ჯერ გემო გაუსინჯეს, მერე დაღეჭეს და ბოლოს ცეცხლი წაუკიდეს და გააბოლეს.  ეს 3’000 წლის წინ მოხდაო – ასე მიიჩნევდნენ ისტორიკოსები, თუმცა ჰოლანდიელმა არქეოლოგებმა ლაოსში გათხრების დროს აღმოაჩინეს ჩიბუხი, რომელიც 5’000 წლისაა. აფრიკის მაცხოვრებლებიც არ უნდა გამოგვრჩეს სათვალავიდან, ისინიც ძველი და გამოუსწორებელი მწეველები იყვნენ.

Beautiful Pipes 8ინდიელთა უძველესი ჩიბუხები, ჩრდილოეთ ამერიკაში ქვისგან და სამხრეთ ამერიკაში კი ხისგანაა დამზადებული. აზიელები იყენებდნენ ბამბუკს. ამერიკელებმა, მოგვიანებით, სიმინდის ტაროსგან დაიწყეს ჩიბუხების დამზადება. ინგლისელები თიხას ანიჭებდნენ უპირატესობას. იცვლებოდა ჩიბუხის ფორმაცა და კონსტრუქციაც. ეს ყველაფერი: ფორმაც, კონსტრუქციული თავისებურებანი, მუნდშტუკის სიგრძე, დამზადებისთვის გამოყენებული მასალა უბრალო რამ არ გეგონოთ – გავლენას ახდენდა და ახდენს გემოზე, არომატზე და მწეველის გუნება-განწყობაზეც. Smile

Continue reading

Advertisements

შობას იგებ, როცა…

შემოდგომას სულ პირველად რუსთაველზე გაიგებ.
ქარი ფოთლებს, ჭადრის ფოთლებს გაშლის, ფეხქვეშ გაიგებს.
იოსებ ნონეშვილი

შემოდგომა და რუსთაველი არ ვიცი და ახალი წლის მოახლოებას ბავშვობაში რამდენიმე ნიშანი მოუძღოდა: სკოლის არდადეგები იწყებოდა. ნაძვის ხე ამოგვქონდა სარდაფიდან და სათამაშოები – კარადიდან. ბაზრიდან მოიტანდნენ ნიგოზს, საგანგებო საგოზინაყე თაფლს. ჩურჩხელას (რომელიც დიდად არ მიყვარდა და ამიტომ, შოკოლადისგან განსხვავებით, სადღესასწაულო სუფრამდე გადამალვა არ უხდებოდათ ხოლმე).

მაგრამ ყველაზე ადრე ახალი წლის მოახლოებას “ვიგებდი”, როცა ღია ბარათებისა და მისალოცი წერილების მომზადებას ვიწყებდით. გურიაში ვაგზავნიდით. რუსთავში. ბათუმში. სამტრედიაში. ფოსტა ჩემს ბავშვობაში ისეთი “სწრაფი” იყო, რომ ერთი ქალაქიდან მეორემდე ზოგჯერ მთელი თვე მოგზაურობდა წერილი. ქალაქამდე კიარა მეზობელ უბნამდეც, შეიძლება, ამდენი ეჩანჩალა. ამიტომ მისალოცი ბარათების დაგზავნა ყველას უსწრებდა – ჩურჩხელასაც, ნაძვის ხესაც და არდადეგებსაც.  ჰოდა, მაგიდას რომ მივუჯდებოდი და მისალოცი ბარათების წერას ვიწყებდი, აი, ახალ წელს სულ პირველად ვიგებდი მაშინ.

Continue reading

ტრაგედია თბილისში

ტრაგედია დატრიალდა დღეს თბილისში.

დილის 9 საათზე მოვიდა დიდი წვიმა, ადიდებულა მდინარე ვერე და მოგლეჯილი ხეებითა და ლოდებით ამოუვსია ვარაზისხევის ქუჩის ქვეშ გაყვანილი გვირაბი, შეგუბებულა წყალი და ამოუხრჩვია ზოოპარკი!

როცა გალიაში მიწით დასილული და უძრავად მწოლიარე ვეფხვი დავინახე, კინაღამ ავტირდი. ყველა ლომი, ყველა ავაზა და ყველა ვეფხვი დაიხრჩო. წარმოვიდგინე, როგორ ებრძოდნენ წყალს, როგორ გაჰყვეს ნესტოები გალიის ჭერში, რკინებს შორის, ეს იყო მათი უკანასკნელი გაბრძოლება, მერე წყალმა გალიის ჭერიც დაფარა.

ლომი, ლომი წყლით დამხრჩვალა იმიტომ, რომ დატყვევებული იყო, და არწივიც იმიტომ, რომ დატყვევებული იყო!

Continue reading

Bitcoin

Bitcoin “მე ვარ ბანგულზი ბაბანგიდა, პრეზიდენტ ბაბანგინდას შვილიშვილი 5 მილიარდიანი მემკვიდრეობა მერგება, სასწრაფოდ მომწერე შენი ანგარიშის ნომერი სადაც ამ ფულს ჩამირიცხავენ და ნახევარ მილიონს დაგიტოვებ საკომისიოს სახით…”

მსგავსი ი-მეილი, უთუოდ, მიგიღიათ. ამბავი, ახლა რომ უნდა მოგიყვეთ, ამას ჰგავს, მაგრამ სრული სიმართლეა: ერთმა ღარიბმა სტუდენტმა 2009 წელს 25 დოლარის ღირებულების ვირტუალური მონეტები შეიძინა. სამი წლის შემდეგ ჩახედა მის ვირტუალურ საფულეს და იქ 5’000 მონეტა აღმოაჩინა, რომლის საერთო ფასი სრულიადაც არავირტუალური მილიონი აშშ დოლარი იყო. და მილიონზე მეტიც. ამ მონეტას ჰქვია ბითქოინი. 2009 წლის 3 იანვარს გამოჩნდა პირველად და თავისუფალ მიმოქცევაში მყოფი ვირტუალური ვალუტაა (უფრო ხშირად გამოიყენება დასახელება კრიპტო-ვალუტა, მაგრამ სიმარტივისთვის ვირტუალურს დავუძახებ) – აინსტალირებ სპეციალურ პროგრამას, ხსნი ბითქოინ-საფულეს და ვაჭრობას იწყებ. შეგიძლია ერთ დღეს შეიძინო ბითქოინები, მეორე დღეს – გაყიდო ან კიდევ იყიდო ან არაფერი ქნა და შეინახო. ეყაროს თავისთვის. ბითქოინის შენახვისთვის საკომისიოს არვინ გთხოვს, მაგრამ მისი კურსი იცვლება. როგორც ნებისმიერი სხვა ვალუტისა. არის ჟამი ბითქოინის ყიდვისა და არის ჟამი გაყიდვისა.

თუმცა, მისი ყიდვის ყველაზე კარგი ჟამი აწ უკვე ჩავლილია. 😦

Continue reading

მადლობა, ჯეფ!

მადლობა ჯეფ, იმისთვის რომ გამოიგონე “ქინდლი”.

მადლობა ჯეფ, იმისთვის, რომ შემიძლია ინტერნეტში მოვიძიო ყველა წიგნი, რომელიც მაინტერესებს და წავიკითხო.

მადლობა ჯეფ, იმისთვის, რომ აღარ ვარ დამოკიდებული კითხვისთვის დაწესებულ დღეებზე, ნაკურთ წიგნებზე და კვერცხებზე.

სამწუხაროა, რომ რეი ბრედბერი ისე გარდაიცვალა, ნობელის პრემია არ აღირსეს, მაგიერ მისი ლიტერატურული ფანტაზიები 21-ე საუკუნის საქართველოში განსხეულდა.

2013 წლის 17 მაისი

ე.წ. “გარყვნილების პროპაგანდას” ჩვენ ვხედავთ ყოველდღე.
ნებისმიერი ჰეტერო-წყვილი, რომელიც არ არის ჯვარდაწერილი არის “გარყვნილი”. თუ ისინი ღიად გამოხატავენ გრძნობებს ქუჩაში სეირნობისას ან საზოგადოებრივ სივრცეში – ეწევიან პროპაგანდას და ლაშა ჟვანიას ფორმულით მათ კონსტიტუცია და სეკულარული კანონი ვერ დაიცავს.
90% იმ ფილმებისა რაც ეკრანზე გადის არის “მკრეხელური” ამა თუ იმ ფორმით. 90% წიგნებისა, რაც იყიდება ასევე “მკრეხელურია”.

გეი-თემი არის ყველაზე მოწყვლადი ყველა ქვეყანაში და მათზე ძალადობა ყველაზე იოლია. მაგრამ მათ რომ მოინელებენ შემდეგ მოგვადგებიან დანარჩენებს. და მიზეზის პოვნა არ გაუჭირდებათ.

ამიტომ, შემოუერთდით

საქართველოს მოქალაქეების განცხადებას 2013 წლის 17 მაისის მოვლენებზე

საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს
საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს

2013 წლის 17 მაისს განხორციელდა ჰომოფობიასა და ტრანსოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (IDAHO) დაკავშირებული აქციის დარბევა აგრესიული ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და მათი მომხრეები. მათ საქართველოს საზოგადოებისა და ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანების სახელით მოახდინეს უმცირესობაში მყოფ ადამიანთა მშვიდობიანი ჯგუფის დევნა. ეს გახლდათ გალაშქრება არა მხოლოდ ლგბტ საზოგადოების, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაც, რადგან ამ ქმედებით ექსტრემისტულმა ჯგუფმა უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა – დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის საფუძველი. Continue reading