ჯანი ცრუთა ქვეყანაში

Rodari with Cipollinoვისაც, ჩემიარიყოს, საბჭოთა ბავშვობა ჰქონდა, ჯანი როდარის (Giovanni Francesco Rodari) სახელი კარგად უნდა ახსოვდეს – იტალიის კომპარტიის წევრი, კომუნისტური გაზეთ l’Unita-ს რეპორტიორი და საბავშვო ჟურნალ Il Pioniere-ს რედაქტორი, მშვიდობის ფონდის, ხალხთა მეგობრობის და ათასი სხვა ჯახნაბის აქტივისტი. მისი წიგნების ტირაჟი საბჭოთა კავშირში მხოლოდ მარქსის კაპიტალსა და ლენინის ანტიდიურინგს ჩამორჩებოდა. განა ცუდი წიგნები აქვს – სულაც არა. თუმცაკი იდეოლოგიით გაჟღენთილი. “ჩიპოლინო” მთალდ იური ოლეშასა და სერგეი მიხალკოვის სანაქებო პროპაგანდისტულ ტრადიციებშია დაწერილი. არ ვიცი, დღეს ჩანს ასე, ბავშვობაში ვხვდებოდი თუ ვერა, მაგრამ “ჩიპოლინო” როდარის წიგნებიდან ყველაზე ნაკლებ მიყვარდა. ყველაზე მეტად კი – “ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები”.

Continue reading

Advertisements

წაიკითხე ტატუ!

როგორი ტატუ არ მინახავს. ზოგი ხელოვნების ნიმუშია – ნახატივით შეგიძლია ათვალიერო. საკოცნელი ტატუც არის. ესენი ყველაზე კარგებია. Smile მაგრამ არის წასაკითხი ტატუ, წიგნის გურმანებს რომ მოეწონებათ.

რომელი რა წიგნიდანაა, იოლი მისახვედრია. რაც მე ვიცანი, წიგნს არ მივაწერ – თავად გამოიცნობთ. რომელიც გამიჭირდა – დავწერ.

literary tattoos (7)literary tattoos (6)

Continue reading

ვინ მოკლა ნოლა ქელერგანი?

– წიგნის ბოლო მკითხველისთვის მოულოდნელი უნდა იყოს.

— რატომ?

— რატომ? იმიტომ რომ მკითხველს არ ჩამოეძინოს. ეს ბანქოს თამაშივითაა – ყოველთვის უნდა შემოინახო კოზირი.

ჟოელ დიკერი. “სიმართლე ჰარი ქვებერთის საქმეზე” (III-4)

1449568770329ბავშვობაში წიგნის ან ფილმის შუა გზაში მიტოვება არ მიყვარდა. დღეს ბევრად დაუნდობელი გავხდი. პირველი აბზაცები, პირველი წუთები თუ არ მომეწონა, თავს ვანებებ. თუ შენც ასე ხარ – აქედანვე გეუბნები, ეს წიგნი ბოლომდე უნდა წაიკითხო. 🙂  არითმიული წიგნია. ადგილ-ადგილ ისე ნელდება, ცოტაც და, შეიძლება, ჩამოგეძინოს, მაგრამ უეცრად ისე შემოგილაწუნებენ, რომ ერთბაშად გამოფხიზლდები. ფლეშბექები. დროში გადასვლა. ხან ოცდაათი წლის ამბებს გვიყვებიან, ხან ოცი წლის წინანდელს, ხან – სულ ცინცხალს. ეს ყველაფერი შენ უნდა შეკრა და თავი მოუყარო. ისე, როგორც “ნამდვილ დეტექტივშია”. ეს წიგნიც დეტექტივია და “სიმართლე ჰარი ქვებერთის საქმეზე” მხოლოდ ბოლოს გახდება ცნობილი. იქამდე ბევრი ვერსიაა და ბევრი ეჭვმიტანილი. როგორც დეტექტივის წესია.

ეს არის ისტორია მამაკაცისა და არასრულწლოვანი გოგონას აკრძალულ სიყვარულზე, რომელიც მკვლელობით მთავრდება. მკვლელობა ამ ისტორიის დასასრულიცაა და დასაწყისიც.

Continue reading

იაპონელი პო

Edogawa Rampoტარო ჰირაის ლიტერატურული ფსევდონიმი მისი ამერიკელი კერპის  სახელის და გვარის იაპონური ალიკვალია. ედოგავა რამპო – ასეთ მეტყველ ფსევდონიმს პასუხისმგებლობაც დიდი აქვს. აწევა უნდა შეგეძლოს.

ედოგავა რამპო დიდი მწერალია. კლასიკური დედუქციურ-ფსიქოლოგიური დეტექტივის ოსტატი. ვისაც წაკითხული არ გაქვთ, მოსალოცად გქონიათ საქმე. ნამდვილი სიამოვნება გელით წინ. პირველად წაკითხვის სიამოვნება. უცნაურია, რომ ჩვენში ნაკლებად პოპულარულია და ნაკლებად იცნობენ. აღმოსავლური მითოლოგია, მისტიკური შეფერილობა, დეტექტური ისტორია, მოულოდნელი ფინალი – ყველაფერია, რომ გეგემრიელოს. Continue reading

ტარანტული

რაც ძალიან მიყვარს, იმაზე წერა მიჭირს ხოლმე. წიგნებზეც – ასეა. საკუთარი ნაწერის შეფასება სადაური წესია, მაგრამ პოსტი ამერიკელ ფსიქოპათ ბრეთ ისთონ ელისზე, იმჰო, საუკეთესოა ბლოგზე. განა ელისი არ მომწონს, კარგი მწერალია, ნამდვილად, მაგრამ ტიერი ჟონკეს “ტარანტული” გაცილებით უფრო მომწონს, არადა პოსტს ვერ მოვაბი თავი. ტოლსტოის არ გადაუწერია “ომი და მშვიდობა” იმდენჯერ, რამდენჯერაც მე ეს პოსტი. Smile

რაც არის-არის. როგორც არის ახლა ისე გამოვაქვეყნებ და თქვენ – “ტარანტული” ჩამოქაჩეთ. ფსიქოლოგიური თრილერის ჟანრის მოყვარულნი არ ინანებთ. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი წიგნია, რაც დაუწერიათ.

Thierry Jonquetტიერი ჟონკე (Thierry Jonquet) უცნაური ბედის მწერალია. ბევრი რაღაც წიგნი აქვს დაწერილი და ერთი შედევრი და მაინც თითქმის უცნობია. საფრანგეთს გარეთ – მთლად უცნობიც. რაღაც წიგნებიო ვთქვი, იმიტომ რომ სხვები არ წამიკითხავს. ვერც წავიკითხავდი – “ტარანტულის” გარდა არაფერია რუსულად ან ინგლისურად თარგმნილი (“ტარანტული” – არც ქართულადაა), ჩემი ფრანგული კი ტაქსისტებს ყოფნის ძლივს და შოკოლადიანი კრეპის შეკვეთას.

ჟონკე საფრანგეთში პოპულარული პოლარის ჟანრში მუშაობდა. პოლარი პოლიციური დეტექტივია, მაგრამ პოლიტიკური შეფერილობითა და სოციალური დრამის ელემენტებით დახუნძლული. ავტორები დანაშაულის ფესვებს, როგორც წესი, პოლიტიკურ სისტემაში ეძებენ. მემარცხენეები არიან. ასეთი იყო ტიერი ჟონკეც.  ახალგაზრდობაში მაოიზმით იყო გატაცებული. შემდეგ, ტროცკისტულ დაჯგუფებას, კომუნისტ-რევოლუციონერთა ლიგას შეუერთდა. მოკლედ – ვერაფერი მოსაწონი. Smile ჩემი გემოვნებით ტიპური “ლევაკი” და თავგზააბნეული, მაგრამ ნიჭიერი კაცი იყო. უნიჭო ლევაკებმა დიდი-დიდი “ქარძნები მუწებს” დაწერონ, ისიც – შეცდომით. ნიჭიერს – “ტარანტულიც” შეუძლია. წიგნი, რომელსაც მისი პოლიტიკური გატაცებები ვერ აფუჭებს და ერთ-ერთი საუკეთესო ფსიქოლოგიური თრილერია, რაც წამიკითხავს. ფსიქოლოგიური თრილერები კი, იცოცხლე, ბევრი მაქვს წაკითხული.

ტიერი ჟონკე განათლებით ფილოსოფოსია. მოგვიანებით – ფიზიოთერაპიაც შეისწავლა, ბოლოს – ფსიქიატრია (ეს ამბავი “სატარანტულოდ” ძალიან გამოადგა). კარგი იუმორის გრძნობა აქვს (შავი) და ბუნებით – ბუნტარია. ფროიდსაც კარგად იცნობს და ფსევდონიმად რამონ მერკადერი შეირჩია – IYKWIM.

“ტარანტული” (Mygale) გამომცემლობა “გალიმარმა” გამოსცა 1984 წელს. სწორედ Gallimard არის პოლარის ჟანრის დაუღალავი პოპულარიზატორი და ჟონკესთანაც თანამშრომლობდა, თუმცა “ტარანტული” სხვა ჟანრია. ეს არის რომანი პლასტიკურ ქირურგზე, რომელიც იდეალური ქალის “აწყობას” ცდილობს… მიახლოებით – ასეა. მეტი რომ დავწერო, დაგასფოლერებთ და არ მეპატიება, თუმცა, ვისაც პედრო ალმოდოვარის 2011 წლის ე.წ. ეკრანიზაცია ნანახი გაქვთ, დასფოილერებულები ხართ და ეგაა. მეტ-ნაკლებად. მაგრამ ალმოდოვარის ცოდვებს მე ვერ ავწევ. დაუნდობლად გააფუჭა წიგნი. დაუნანებლად. აიღო შედევრი და გადაიღო – პაპსა. ერთი ჩვენებურის ფრთიან ფრაზას რომ დავესესხო, ჟონკე რომ ცოცხალი ყოფილიყო, საფლავში გადაბრუნდებოდა…

Continue reading

ქართველი მწერლები და ალან გინზბერგი

შაბათის პოსტი

1985 წელს საბჭოთა მწერლების კავშირმა ამერიკელ მწერალთა დელეგაციას უმასპინძლა. ერთგვარი შემოქმედებითი ტური ჰქონდათ საბჭოეთში. რა თქმა უნდა, საქართველოს სს რესპუბლიკაშიც ჩამოვიდნენ. სხვათა გვერდით, დელეგაციაში იყვნენ ბობ დილანი და ალან გინზბერგი.

აქ მწერალთა კავშირმა დიდი მიღება გაუმართა. გინზბერგს უკითხავს მასპინძლებისთვის – თქვენთან გეები თუ არიანო…. თუ არ არიან – აბა, რა დემოკრატია გაქვთო. ეს პერესტროიკის დრო იყო და რომ არ შერცხვენილიყო საბჭოთა რეფორმები და სოციალიზმი ადამიანური სახით, პირველი ვინც თვალში მოხვდათ (ეს კი რეზო ამაშუკელი აღმოჩნდა) იმაზე მიუთითეს – აი, ესაა გეი-პოეტიო.

გინზბერგს გახარებია, მივარდა თურმე ბატონ რეზოს და ხელი ჩამოართვა. ბატონი რეზო კიდევ ინგლისურს ვერა სხლავდა და ვერ გაიგო რაზე იყო ლაპარაკი, იფიქრა ჩემი პოეზიის დამფასებლები ამერიკაშიც ყოფილანო და ბედნიერმა საკუთარი პოეტური კრებული აჩუქა გინზბერგს. ავტოგრაფით.

ამის მერე გინზბერგი თავს იწონებდა, საბჭოთა გეი-პოეზიის მამას ვიცნობ და მისი ნაჩუქარი წიგნიც მაქვსო.

Continue reading

რაღაც … დანიის სამეფოში

Journal 64ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად შეძვრებით ინტერნეტში და ეჭვშეპარვით დაგუგლავთ იქ აღწერილ ამბებს – მართალია თუ არა. იმდენად შემზარავია ეს ამბები. იმდენად დაუჯერებელია. დაუჯერებელია, რომ მას შემდეგ, რაც ნიურნბერგის ტრიბუნალმა ფაშისტურ კანონებს განაჩენი გამოუტანა, კიდევ ლამის 20 წლის განმავლობაში ეს კანონები კვლავ მოქმედებდნენ. ევროპული სახელმწიფო კვლავ ანადგურებდა ადამიანებს ამ კანონების ძალით. ღიად. ხელისუფლების განჩინებით. სასამართლოს დადგენილებით. ამომრჩეველთა დიდი ნაწილის მხარდაჭერითა და საზოგადოების მორცხვი მდუმარებით. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა დანიაში, ურთიერთობა ჰქონია დანიელებთან, შეძრწუნდება, რომ ეს ამბები სწორედ ამ ლამაზ ქვეყანაში ხდებოდა. და ვერ დაიჯერებს. მაგრამ იუსი ადლერ-ოლსენმა კარგად იცის, რასაც აღწერს. პირველწყაროდან. საკუთარი თვალით ნანახით და მამის მონათხრობიდან იცის. მამამისი ექიმი იყო, ფსიქიატრი.  ამ ამბების თვითმხილველი. ნაწილობრივ – მონაწილე, ნაწილობრივ ის, ვინც “მორცხვად დუმდა”. თუმცა, მხოლოდ იუსი ადლერ-ოლსენის მამა არ დუმდა მორცხვად – როგორც ზემოთაც ვთქვი დუმდა ყველა ან – თითქმის ყველა. და დღესაც, ადენი წლის შემდეგ, დანიელებს არ უყვართ იმ ამბების გახსენება, მითუფრო – უცხო ყურის გასაგონად. მაგრამ იუსი ადლერ-ოლსენს დუმილი არ უყვარს. მან დაწერა ამბებზე, რაზეც საუბარს ერიდებოდნენ. და გამოსცა წიგნი უამრავ ენაზე. ინგლისურ თარგმანში კი სახელად დაარქვა “ბრალი” (Guilt).

მინდა, კიდევ მეტი ვთქვა ამ რომანში აღწერილ ამბებზე (მითუფრო რომ ბევრი რამ ქართველებისთვისაც იქნება ნაცნობი), მაგრამ ნება არ მაქვს – სხვა შემთხვევაში იძულებული გავხდები დაგასფოილეროთ, “ბრალი” კი დეტექტივია. და დეტექტივის მიმოხილვას თუ წერ, მკითხველის დასფოილერებაც დიდი ბრალია…

Continue reading