ბრიუგეში

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

ჰარი: რაო? მის გემოვნებაში არ ჯდებაო?? ეს ზღაპრული ქალაქია! როგორ შეიძლება, ზღაპრული ქალაქი ვინმეს გემოვნებაში არ ჯდებოდეს? როგორ შეიძლება, ეს არხები და ხიდები და ქუჩები ქვაფენილით და ეს ეკლესიები… ეს ზღაპრული სილამაზე ვინმეს დედამოტყმულ გემოვნებაში არ ჯდებოდეს??
ქენი: მე ვფიქრობ… იმის თქმა მინდოდა…
ჰარი: გედები დაცურავენ?
ქენი: კი… გედები აქ არიან… დაცურავენ…
ჰარი: როგორ შეიძლება, გედები ვინმეს გემოვნებაში არ ჯდებოდეს? სულ გამოყლევდით??
მართინ მაქდონაჰი. “ბრიუგეში”.

პირველად რომ თქვეს, საქართველოს მოქალაქეებს მალე ვიზები უნდა გაგვიუქმონო, ეს “მალე” არ მჯეროდა, მაგრამ კი ჩავუთქვი – ამ უვიზოს იმ ევროპულ ქალაქში აღვნიშნავ, ჯერ რომ არ ვყოფილვარ-მეთქი. არჩევანი ბრიუგეზე გადავწყვიტე.

Belfort (4)

მადლობა მართინ მაქდონაჰს – მისი ფილმი რომარა, ბრიუგეში წასვლა, ეგებ, აზრადაც არ მომსვლოდა. ახლა რომ ვთქვა, მსგავსი სილამაზის ქალაქში არასდროს ვყოფილვარ-თქო, ეს ფრაზა არაფერს გეტყვით – უნდა ჩამოვთვალო, სად ვყოფილვარ და რას ვადარებ და სად არ ვყოფილვარ და რას ვერ ვადარებ… მაგრამ მსგავსი სილამაზის ქალაქში მართლა არასდროს ვყოფილვარ.

Continue reading

Advertisements

ხელები შორს ჩვენი შორტებისგან!

ამბოხის თეორია

Turkish women march in rights protest (7)მოკლე კაბები და შორტები. სხეულზე და – ჰაერში. სტამბოლელი ქალები საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ. პოლიტიკური აქცია იყო, მაგრამ მოდასთან კავშირში. უმალ კი – თავისუფლებასთან. როგორ გეკადრებათ ქალზე ძალადობა, მძახალო, იფრინოს, სადაცა სურს! – როგორც ამბობდა ბიძია-ბაბუა. ბოლო წლებია ერდოღანის ხელში თურქეთში კლერიკალიზმი ძლიერდება. ყველა ჯურის “ტრადიციების მცველებმა”, ნამეტნავად “რელიგიურებმა”, “სპეტაკებმა და მორალურებმა” თავი წამოყვეს და დანარჩენებს დაუწყეს სწავლება, როგორ იცხოვრონ. პირველ ყოვლისა – ქალებს.

Turkish women march in rights protest (6)Turkish women march in rights protest (8)

Continue reading

საუკუნის ნოსტალგია

შაბათის პოსტი

უფროკი – 90-იანების. იმ მშვენიერი დროის, როცა დენი იყო გათიშვით, მეტრო გვირაბში გაჩხერით და ფული – ბღუჯა-ბღუჯა კუპონით.

როგორც ვატყობ, ისევ იმ დროში ვბრუნდებით და, დროა, გავიხსენოთ ნივთები, რომელთა გარეშეც ცხოვრება გაუსაძლისი იქნებოდა.

დავიწყოთ სეზონურად:

ფუჯიქსი. იაპონური საოცრება, რომელმაც ქართველი ერი გაყინვას გადაარჩინა. მისი მოხმარების წესი იყო მარტივი – ჩაასხამდი ნავთს, მიიტანდი ასანთს ან სანთებელას ფთილასთან ფრთხილად, მოუკიდებდი და… აღუღუნდებოდა, მაგრამ რას აღუღუნდებოდა!

Fujix

ფუჯიქსი იდგა ხოლმე ოთახის შუაში – დედაცეცხლივით. საპატიო ადგილას. ოთახის კარი, სადაც ფუჯიქსი იყო, უნდა გამოგეკეტა, რომ სითბო არ გაფანტულიყო. შემოუსხდებოდა მთელი ოჯახი ირგვლივ და ზედ ჩაიდანსაც შემოასკუპებდნენ ხოლმე – თან გათბობდა, თან წყალსაც გააცხელებდა.

Continue reading

How-to: ვლაგდებით სამოგზაუროდ

მოგზაურის რვეული:
ჩანთა, რომელიც უნდა ჩაალაგო, ქანცი რომ არ გაგწყდეს

გრილი ღამე (თბილისიდან რეისები ხომ, ჩვეულებრივ, გამთენიისასაა), თბილისის აეროპორტი (ან, თუნდაც – ქუთაისისა იყოს), მშვენიერი, სამოგზაურო განწყობა და თქვენი მეუღლე/პარტნიორი/მეგობარი/თანამგზავრი (საჭირო – დატოვეთ), რომელიც ორი უზარმაზარი (ან – სამი საშუალო, ან ერთი პატარა და ორი უზარმაზარი, ზურგსუკან რომ მალავს) ზომის ჩემოდნით მობრძანდება. Sad smile

ნაცნობი ამბავია?

ახლა ვნახოთ, როგორ ჩავბარგდეთ ისე, რომ ყველაფერი აუცილებელი თან გვქონდეს და ერთ სულზე ერთი საშუალო ზომის (თვითმფრინავის სალონში რომ აგვატანინებენ – ისეთი) ჩანთა გვეყოს.

წესი პირველი (დაუჯერებელი): ჩანთა მეტად (ან, როგორც მინიმუმ, არანაკლებ) ბევრს იტევს, ვიდრე – ჩემოდანი, თუ სწორად ჩაალაგებ.

(აქ ვგულისხმობ: ზურგჩანთას, ან მესინჯერს ან ყველა სხვა ტიპის ჩანთას, რომელსაც ზურგზე მოიგდებ, მხარზე გადაიკიდებ ან გააგორებ, მთავარია – იყოს მჩატე, ელასტიური, კარგად შეკერილი, სასურველია – ვერტიკალური (თუ გორგოლაჭები აქვს – ბრუნვადიც) და არა-ჰორიზონტალური).

წესი მეორე: ყველაფერი, რაც საშუალოსტატისტიკურ, არაპარანოიდალურ, არაპიემესიან ადამიანს სჭირდება 7-10-დღიანი მოგზაურობისთვის ჩაეტევა 25-40 ლიტრი მოცულობის ჩანთაში.

Continue reading

ჩემი ბათუმი

გესთ-პოსტი by Molly Bloom’s Day

მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

სულ მგონია, რომ ამ ქალაქთან ვალში ვარ.

სულ მინდა, ვილაპარაკო და ვწერო და ვწერო ყველგან, სადაც ვწერ. რამე განსაკუთრებული, რამე ისეთი, ღირსეული, ორი წლის მერეც რომ გადახედავ და კმაყოფილი დარჩები, კარგი გამოსულაო.

სათქმელი მაქვს იმდენი, ერთ წიგნს აიწონის.

მომაწვება ეს სათქმელი და მონატრება ყელში, გამეჩხირება ბურთივით, დავჯდები საწერად და ჩვეულებრივი ამბავი გამოდის. ჩვეულებრივი ამბები არაჩვეულებრივ ქალაქზე.

ბათუმი პატარაა. თბილისურ მანძილებს შეჩვეულთათთვის – მითუმეტეს. ახვალ ავტობუსში, აიღებ ბილეთს, მიიხედავ, მოიხედავ და უკვე შენი გაჩერებაა. აბაშიძის დასაწყისში რომ ჩაფიქრდები, თავს აწევ და უკვე პიონერთა პარკთან ხარ. ისე გაივლი მთავარ ქუჩას, ვერც შეამჩნევ. ოღონდ ბათუმელ მეგობართან ერთად თუ გამოხვედი სასეირნოდ, შეიძლება, ათი წუთის გზისთვის ორი საათი დაგჭირდეს. ასჯერ გააჩერებენ, მიესალმებიან, მოიკითხავენ, შენც მოგიკითხავენ, მერე რა, რომ არ გიცნობენ. აქ სტუმარიც ღვთისაა და სალამიც.

Continue reading