ჩიტების გამომზამთრებელი

კვირადღის პოსტი

ჯადა ფიჩი (Jada Fitch) ამერიკელი ილუსტრატორია. უყვარს ფრინველები და მათთვის აი, ასეთ სახლებს ამზადებს:

Birdhouse 1Birdhouse 2Birdhouse 11Birdhouse 5
Birdhouse 4Birdhouse

სახლი პირობითად ვთქვი – უფრო კაფეა ჩიტებისთვის: შეფრინდებიან, დანაყრდებიან, გაფრინდებიან. საფასურს იხდიან ჭიკჭიკითა და კარგი განწყობით.

Continue reading

კულინარი და სკულპტორი

Chocolate-snails

Maggot-cupcakeChocolate-Stag-Beetle

ის არაა, რაც გეგონათ. Smile

უცნაურ და ეგზოტიკურ კერძზე ადრეც  დამიწერია, შემწვარ-მოხრაკულ ჭია-ღუაზეც, მაგრამ ახლა ფოტოებზე ნამდვილი დელიკატესია. ყველას რომ უყვარს ის დელიკატესი – მასაც რომ უყვარს, ვისაც ჰგონია, რომ არ უყვარს.

შოკოლადი!

სარა ჰარდის (Sarah Hardy) არ ვიცი, კულინარი ვუწოდო თუ სკულპტორი. შოკოლადით სხვადასხვა ფიგურებს აქანდაკებს. პირველად მაინც კულინარია იყო. აკადემიის კურსდამთავრებულმა რესტორანში დაიწყო მუშაობა. მისი საფირმო კერძები იყო ტკბილეული: სხვადასხვა სახის ნამცხვრები, ორცხობილა, ხრაშუნები და ფუმფულები. თუმცა, ხატვითაც ბავშვობიდან ხატავდა – დედამისი ხელოვნებათმცოდნე და ანტიკვარია, და ხელოვნების ნიმუშებს შორის გაიზარდა. მაშინვე ცდილობდა მათ კოპირებას. ხან ხატავდა, ხან – ძერწავდა. პლასტელინით, თიხით, თაბაშირით. შემდეგ – ფქვილითა და კრემით.

Continue reading

სნუფი და ქალაქი

კვირადღის პოსტი

როგორც ცნობილია, ხატვაზე უფრო მას კითხვა უყვარს – ლევ ტოლსტოის “ომი და მშვიდობის”, თუმცა თავად ის სთრითარტერების საყვარელი პერსონაჟია.

Snoopy Abbey Road in OsakaSnoopy by JerkFace

Snoopy by Kenny RandomSnoopy by OakOak

 

Continue reading

აფერადე!

ფერმწერთაგან მიყვარს მონე და სთრითარტერები.Smile ისეთები, როგორიცაა მარტინ ვატსონი. ნორვეგიელია. განათლებით – გრაფიკოსი და დიზაინერი.

ბავშვობაში ყველას გვქონდა ალბათ ე.წ. “გასაფერადებელი რვეულები”. აი, კონტურები როა და ფლომასტერით ან ფანქრით უნდა გააფერადო. გააფერადებ – ნახატი გამოგივა.

Martin Whatson 05Martin Whatson 02

ციფრებითაც აღნიშნავენ ხოლმე, რომელი უჯრა რა ფერია, მაგრამ ზოგს – ციფრებიც ვერ შველის. Continue reading

ტატუირებული და ძალიან ლამაზი

კვირადღის პოსტი

Felicia by Aneta Kowalczyk 8მოდელი: ფელისია (Felicia Baak)

ფოტოგრაფი: ანეტა კოვალჩიკი (Aneta Kowalczyk)

Felicia by Aneta KowalczykFelicia by Aneta Kowalczyk 1Felicia by Aneta Kowalczyk 2

ორი ხელოვანი და ორი ლამაზი ქალი.

ფელისია ბოოკი შვედი მხატვარია და ტატუირების ოსტატი, ანეტა – პოლონელი ფოტოგრაფი. ფოტოები, ცხადია, ანეტა კოვალჩიკის გადაღებულია, მოდელი თავად ფელისიაა და ტატუ, რასაც ხედავთ, მისი ნამუშევარი.

Continue reading

დოვიმა და სპილოები

ფოტოისტორია

Dovima with Elephants

ეს ძალიან ცნობილი ფოტოა. ერთი, მე-20 საუკუნის 100 ყველაზე ცნობილ ფოტოს შორის. 50 ყველაზე ცნობილ ფოტოს შორის. ზოგი ფოტოგამოცემა 10 ყველაზე ფოტოს შორისაც კი ასახელებს. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფოტოცაა – მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადეს აუქციონზე. 

რიჩარდ ავედონს ეკუთვნის. დიორსა და ავედონს ძველი მეგობრობა და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებდათ. პირველი ფოტოსესია 1947 წლითაა დათარიღებული და ეს ორივესთვის გამორჩეული წელია. დიორმა ერთი წლის წინ დააფუძნა მისი მოდის სახლი, ავედონის სტუდიაც ერთი წლისაა. მათი პირველი ერთობლივი ფოტოსესია ეპოქალურია: The New Look-ის ფოტოწარდგენა. დიორი ავედონის თვალით – ცალკე ფენომენია. ამერიკის ბაზარზე დიორის პოპულარობას ავედონის კამერამ დიდად შეუწყო ხელი.

ცხადია, 1955 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის სარეკლამო ფოტოგადაღებაც დიორმა ავედონს ანდო. ფოტო გადაღებულია პარიზში,  ე.წ. “ზამთრის ცირკის” შენობაში Harper’s Bazaar-ის სექტემბრის ნომრისთვის.  ფოტოზე დოვიმაა.  დოვიმას აცვია კაბა, რომლის დიზაინერიც ივ სენ ლორანია, იმხანად დიორის თანაშემწე, ვინც 2 წლის შემდეგ დიორის სახლს ჩაუდგება სათავეში.

Continue reading