ყველაფერი, რაც თქვენ გსურდათ გცოდნოდათ ვუვუზელაზე, მაგრამ ვერ ბედავდით, გეკითხათ.
კი ვთქვი, ჩემპიონატის განმავლობაში ბლოგს დავასვენებ-მეთქი, მაგრამ რახან პოსტი ფეხბურთში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ მონაწილეზეა, სჯობს, გამოვაქვეყნო.
ვუვუზელა (Vuvuzela – უფრო ზუსტი გამოთქმაა: ვუვუზეილა) დაახლოებით ერთი მეტრი სიგრძის საყვირია. გამოირჩევა მონოტონური ტკბილხმოვანებით. დარწმუნებული ვარ, უკვე ძალიან კარგად გაიცანით, მაგრამ არ მგონია, იცოდეთ, რომ მას ხანგრძლივი და თავგადასავლებით აღსავსე საინტერესო ისტორია აქვს.
ვუვუზელა ტელეეკრანებზე პირველად 1970 წლის მექსიკის ჩემპიონატის დროს გამოჩნდა, მაშინ ის კალისგან დამზადებული და ბევრად უფრო მოკლე იყო. მოგვიანებით კალა – ალუმინმა, ალუმინი კი – პლასტმასამ ჩაანაცვლა.