ელვარე და ცეცხლოვანი

ჟღურტულებს, მაგრამ ჩიტი არ არის.
მელაა, მაგრამ მელა არ არის.
მტაცებელია, მაგრამ მცენარეებით იკვებება.
მრავალი ათასი წლისაა, მაგრამ სულ 200 წელია, რაც გამოჩნდა.

ვინ არის? 🙂

არ იცით? არც დიზაინერმა სთივენ დეროშმა იცოდა, Firefox-Logoამიტომ, როდესაც კორპორაცია Mozilla-ს ინტერნეტ-ბრაუზერის ლოგოს შექმნა  დაავალეს, ადგა და ცეცხლოვანი (Fire) მელაკუდა (Fox) დახატა. ლოგო კარგი გამოვიდა და შემკვეთმაც მოიწონა, არადა ის, ვისაც ბუნებაში Firefox ჰქვია, სულაც არ არის მელა. 1821 წელს აღმოაჩინა, აღწერა და უბის წიგნაკშიც ჩახატა ინგლისელმა მოგზაურმა, გენერალმა და მეცნიერმა თომას ჰარდვიგმა, როდესაც ბრიტანული კოლონიების ბუნებას იკვლევდა. ერთობ უცნაური ცხოველია, მაგრამ ძალიან საყვარელი ვინმეა. ვითომ მტაცებელია, მაგრამ, პანდის მსგავსად, ბამბუკის ღეროებით იკვებება. ზომით პატარაა – კატაზე ოდნავ დიდი. იოლად შინაურდება და უმეგობრდება ადამიანს, თუმცა, მისი შინ ყოლა პრაქტიკულად შეუძლებელია – კვების რაციონის შენარჩუნება ჭირს, სხვა საკვებზე გადაყვანა კი კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს იწვევს და იღუპება. ამერიკელები თუ ცეცხლოვან მელას უძახიან, ლათინურად ელვარე კატა ჰქვია, ჩინელებმა კი (ბამბუკის სიყვარულის გამო) პატარა პანდა შეარქვეს. პატარა ან წითური პანდა ხეძრომიაა, საიდანაც არემარეს აკვირდება, საკვებს ეძებს და საფრთხეებს აფარებს თავს… ჩიტივით ჟღურტული ისწავლა და ბუნებრივ მტერს, მთის ლეოპარდს იოლად აცუცურაკებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანს ვერ მოუძებნა ჯერ გასაღები – ძვირფასი ბეწვის მოყვარულების, ბრკონიერებისა და ტყეჩეხია ფერმერების “წყალობით” პატარა პანდის პოპულაცია კატასტროფულად შემცირდა და ბუნებაში სულ 2’500 ცალი დარჩა… გენერალ ჰარდვიგს მაგათი ცოდვა, ამათ ჩახატვას “იგნორი” დაერტყა და სადმე გვერდზე გაეხედა, არ ერჩივნა? 😦

Firefox2Firefox3

Continue reading

რა განსხვავებაა ქალსა და ქალს შორის?

tatatatuli-ს ქონდა პოსტი რა განსხვავებაა ქალსა და კაცს შორის-ო. დიდი არც არაფერი, სულ რაღაც 11 სანტიმეტრი (საშუალოდ). ვისაც არ გაუმართლა – ნაკლები. ვისაც გაუმართლა – მეტი. მაგრამ არც ნამეტნავად.

ბევრად უფრო დიდი განსხვავებაა მაკიაჟიან და უმაკიაჟო ქალს შორის.

Brighthand Pictures-მა გადაიღო პატარა ფილმი, სადაც ერთი და იგივე გოგო გამვლელებს სხვადასხვა თხოვნით მიმართავს, მხოლოდ ეგაა, განხსვავებულად გამოიყურება – ხან – მაკიაჟით, მოვლილი, უფრო მოხდენილი (თუმცა – არც რამე განსაკუთრებული) სამოსით, ხანაც ისე, თითქოს, ეს წუთია საწოლიდან ადგა, რაც ხელში მოხვდა, გადაიცვა და სახლიდან გამოვიდაო.

ექსპერიმენტის შედეგები, შეგიძლიათ, თავადაც ნახოთ:

Continue reading

სამი ფერი

შაბათის პოსტი

ლურჯი, თეთრი, წითელი

Trois-Couleurs---BleuTrois_couleurs_blancTrois-Couleurs---Rouge

მწვანე, შავი, ყვითელი

1green             2black               3yellow
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

რატომ არ თხოვდები?

tracy-mcmillanშენ ამაზე არ ფიქრობ. ცდილობ, ამ კითხვას დაემალო. მაგრამ, უეცრად, რაღაც იცვლება. ვიღაცის დაბადების დღეზე ან შენი ძმის ქორწილში ან ერთ მშვენიერ კვირა დილით, როცა სამსახურში წასასვლელი არ ხარ, სარკეში იხედები და საკუთარ თავს კითხავ: ჯანდაბა, რატომ არ ვარ გათხოვილი?!!!

კითხე?

ჰოდა, მე გიპასუხებ, – ამბობს თრეისი მაქმილანი, ამერიკელი მწერალი, სცენარისტი და ბლოგერი.

აი მისი პასუხებიც:

შენ გათხოვილი არ ხარ, ვინაიდან:

1. ნამდვილი ძუკნა ხარ.

ნერვები გაქვს მოშლილი, იღრინები და იკბინები. რატომ? აბა, მე რა ვიცი – შეიძლება, დედაშენზე ხარ გულმოსული, ან სუპერმარკეტის მოლარეზე, ან რომელიმე პოლიტიკოსის ატანა არ გაქვს, სულ რომ გატელევიზორებულია, ჰოდა, მამაკაცებს კი აფრთხობ.

Continue reading

საქართველოს ხიბლში

  • ვანო მერაბიშვილი, ბაკურ კვეზერელი, ზაზა გოროზია, ვერა ქობალია, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, ქართველი მამაკაცები, უპატრონო ძაღლები და ბევრი სხვა რამ კსენია სოკოლოვას რეპორტაჟში “უცნობი ქვეყანა” (Неизвестная страна. Назло надменному соседу: Как живет современная Грузия).

ჟურნალ GQ-ს რუსული გამოცემის რედაქტორის მოადგილემ, კსენია სოკოლოვამ საქართველო შემოიარა და თავისი შთაბეჭდილებები ჟურნალის დეკემბრის ნომერში გაგვაცნო (ეს სწორედ ის სოკოლოვაა, სობჩაკთან ერთად რომ ჩამობრძანდა. რუსი ნაშები მოკლე კაბებში, ქართველი პრეზიდენტი ბარბერის საათით და გლამურული საქართველო).

სოკოლოვას რეპორტაჟით თუ ვიმსჯელებთ, ის საქართველოს ხიბლშია. Continue reading