იულია ოსტაპენკო
ხმაური ჯერ მაშინ შემომესმა, სანამ ქორედის კარს მივადგებოდი. ყვირილი, ტკაცუნით გაწნული სილა, კიდევ ერთი შეკივლება და ყრუ ტირილი. შევყოვნდი წუთით, ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი – ბოლოს და ბოლოს, ვინ ვარ მე მისთვის?.. კვლავ თქვა რაღაც. ამ ჯერზე უფრო ჩუმად და ქალი ატირდა ისევ. მოახლეს სცემს? არა მგონია. ცოლია, ალბათ, ან – ქალიშვილი.
მივუახლოვდი კარს, დავაკაკუნე, და ნაჩუმათევად ჩავახველე.
ხმა მიიკარგა.
– ვინ არის?
ძარღვებაფოფრილი ჩანდა. მე ისევ შემრცხვა. მინდოდა, ზურგი მექცია და წავსულიყავი, თუმცა, ყოველთვის ასე მინდა ხოლმე. არაფერი – ახალი. ასეთი მშიშარა ვარ.
– მე.
– ვინ – მე?!
მართებული კითხვაა, რა თქმა უნდა, მაგრამ პასუხი არ მაქვს. მისთვის – არ მაქვს.
ამიტომ ასე ვუპასუხებ:
– მე მოვედი.
შემაკურთხა. წუნკლად. მე გავუღიმე – ძვირის თქმა არ მიყვარს.
კარს მოუახლოვდა დეზების წკარუნით. მოზიდა და გამოაღო.
– ვინ ჯანდაბა ხარ? რა გინდა! გუშაგნო, სად ხართ?!