ვინი პუჰი: Thus, I am back! :-)

return 2009 წლის 5 ოქტომბერს, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში გამოიცა ინგლისელი მწერლის დეივიდ ბენედიქთუსის (David Benedictus) წიგნი – “დაბრუნება მოჯადოებულ ტყეში” (“ასი აკრის ტყეში დაბრუნება” – Return to the Hundred Acre Wood). Amazon.co.uk-ს პოპულარობის ინდექსის თანახმად, გამოსვლიდან პირველ კვირას ის ყველაზე გაყიდვად წიგნთა 50-ეულშია.

2001 წელს მსოფლიოში ყველაზე ცნობილ დათუნიას 75 წელი უსრულდებოდა და “პუჰის მემკვიდრეობის მეურვეთა” ფონდში (Trustees of Pooh Properties), რომელიც ორიგინალური ვერსიის ავტორ ალან ალექსანდერ მილნისა (Alan Alexander Milne) და პირველი ილუსტრაციების შემქმნელ ერნესთ შეფარდის (Ernest Howard Shepard) ნაწარმოებზე საავტორო უფლებებს განაგებს, იუბილის მოლოდინში,  წიგნის გაგრძელების იდეა დაიბადა. მწერალი დეივიდ ბენედიქთუსი რამდენიმე სხვა პრეტენდენტს შორის შეარჩიეს. “როგორც კი წიგნის პირველი მონახაზი წავიკითხეთ – ყველა ეჭვი გაგვეფანტა, რომ სწორედ ის უნდა გამხდარიყო გაგრძელების ავტორი”, – ამბობს მეურვე მაიქლ ბრაუნი.

Continue reading “ვინი პუჰი: Thus, I am back! :-)”