ჯიბის ხუდონჰესი

გარეთ რომ ხარ, მობილური ჯდება და შეტფსელი კი არსადაა, ეგეთი რამ განგიცდია? მტერს არ ვუსურვებ. ამიტომ, მარტივ და არცთუ ძვირ გზას გირჩევ, როგორ დაიხსნა თავი სტრესისგან და ისაუბრო უშიშრად.

ეს არის UB Power – ავტონომიური ულტრა-კომპაქტური და ულრა-მჩატე დამტენი სმართფონისთვის (თუმცა, გაჭირვებაში ტაბლეტის დასატენადაც გამოდგება).

UB Power

ჩემს სმართფონს საათსა და 50 წუთში ტენის 100%-მდე და თავად დამტენი ამ დროს მიახლოებით 70%-ით იცლება – კიდევ 30% ენერგია რჩება და შეუძლია მიაწოდოს. მარტივად რომ ვთქვა, 2-2.5 დღეს ამუშავებს. ძალიან მჩატეა, თავისუფლად ეტევა ჯიბეში. დატენვის პროცესი სმართფონს მუშაობაში ხელს არ უშლის.

Continue reading

ჩემი Kindle Fire HDX – პირველი შეფასება

ჯერ ყველაზე (ჩვენთვის) მთავარი – როგორც იქნა, “ამაზონმა” გვაღიარა. მისი ახალი ტაბლეტი არამხოლოდ კითხულობს ქართულად (წიგნები იქნება, სხვა ტექსტები თუ ინტერნეტ-გვერდები), არამედ სრულფასოვანი ქართული კლავიატურა აქვს ქართული მართლწერის შემოწმების ოფციითურთ.

KF-HDX-GeoKF-HDX_Geo

ახლა სხვა დანარჩენი.

Continue reading

How-To: სახლი ღრუბლებში

იყო დრო, ადამიანები ღრუბლებისკენ მიისწრაფვოდნენ და ბაბილონში გოდოლიც კი ააგეს. მაშინ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, მაგრამ დღეს, ალბათ, ამ პოსტის მკითხველთაგან ყველას გაქვთ სახლი ღრუბლებში, იგივე Cloud Storage, ფაილების შესანახი სკივრი ინტერნეტში. Evernote და Instagram, SugarSync და Picasa, Dropbox და Flickr, Box და PhotoBucket, SkyDrive და Google Drive… რომელიმე ან რამდენიმე, ან ყველა ერთად ან კიდევ სხვა…

ფაილების გადატანა ერთი საცავიდან მეორეში იოლი არაა – კონკურენტი სერვისები ამის მარტივ გზას ხშირ შემთხვევაში არ გვთავაზობენ, არადა მას შემდეგ, რაც “იაჰუში” ახალი მენეჯმენტი მივიდა და ბევრი რამ უკეთესობისკენ შეცვალა, მათ შორის ფოტოების შესანახი სერვისი Flickr, იქ დაბრუნება მომინდა. ადრე ვიყავი Flickr-ზე, მაგრამ უფასო სივრცე შეზღუდული იყო და PhotoBucket-ზე გადავედი. ახლა კი “იაჰუზე” დიდი ცვლილებებია და Flickr იმდენად კარგი გახდა, რომ უკან დაბრუნება გადავწყვიტე… მაგრამ უამრავი ფოტოს ჩამოქაჩვა PhotoBucket-იდან და შემდეგ ხელახლა ატვირთვა Flickr-ზე… ძალიან მეზარებოდა და ფეხს ვითრევდი, სანამ Zero PC არ აღმოვაჩინე. Zero PC ღრუბელთშორისი სერვისია. შეგიძლიათ ყველა საცავი, რომელსაცკი იყენებთ დაუკავშიროთ Zero PC-ს და ერთი ფანჯრიდან მართოთ. PhotoBucket-იდან Flickr-ზე, Google Drive-იდან SkyDrive-ზე, Dropbox-იდან SugarSync-ზე ფაილებს სულ იოლად გნებავთ – გადაიტანთ, გნებავთ – დააკოპირებთ.

ZeroPCZeroPC2

ZeroPC1

ბარემ აქვე დავწერ კიდევ ერთ პროგრამაზე, რომელიც ღრუბლებს არა, მაგრამ ფოტოსურათებს კი  უკავშირდება.

ისე მოხდა, რომ დიჯიქამიდან ფოტოები წამეშალა. წამეშალა რა – წავშალე. შეცდომით. შარშანდელი ფოტოების წაშლა მინდოდა და დაუდევრობით წლევანდელი ფოტოებიც მივაყოლე. ჰოდა, კეთილმა ხალხმა R-Linux მირჩია (სათაურმა არ დაგაბნიოთ – ლინუქსისთვის კია შექმნილი, მაგრამ ახლა უკვე ვინდოუსის ვერსიაც არსებობს). ეს არის უფასო და ძალიან ეფექტური პროგრამა წაშლილი ფაილების აღსადგენად, მათ შორის – ფლეშ-მეხსიერებიდანაც. მივუერთე ნოუთბუქს დიჯიქამის SDSC ბარათი, გავუშვი R-Linux და წლევანდელი მაისის კიარა, შარშანდელი ოქტომბრის წაშლილ ფოტოებსაც მიაგნო და მათი 99% აღადგინა (ის 1%-იც ძველ ფოტოებზე მოდის, რომელთა აღდგენა არც მჭირდებოდა, უბრალოდ დავტესტე – ახალი ფოტოები ყველა აღადგინა უკლებლივ).

სულ ესაა, რისი თქმაც მინდოდა.

წმინდა ისიდორე სევილიელი გფარავდეთ ვირუსებისგან. 4.04

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ოთხი ახალი ქინდლი, ანუ გუგლ, გამოიღე!

ჰო… ვიცი, ვიცი – უფრო კორექტული სათაური უნდა მომეფიქრებინა, მაგრამ ახლა, ცხელ გულზე და შთაბეჭდილებების ქვეშ, როდესაც სულ ერთი საათია, რაც “ამაზონის” პრეს-კონფერენცია დასრულდა, ამაზე უკეთესი არაფერი მაფიქრდება.

Аmazon event2012 წლის 6 სექტემბერს, სანთა მონიქის აეროპორტის ანგარში “ამაზონმა” ჟურნალისტები და ბლოგერები პრეს-კონფერენციაზე მიიწვია. შუბი ხალათში არ იმალება და ყველამ იცოდა, რომ კომპანია ახალი ქინდლების პრეზენტაციას გეგმავდა. ელოდნენ ახალ რიდერს, ორ ახალ ტაბლეტს და, სავარაუდოდ, სმართფონს. მოარული ხმები, რომ “ამაზონი” აპირებდა ფეხი შეედგა იქ, სადაც “ეფლი” მეფობს – დიდეკრანიანი ტაბლეტების სეგმენტში – კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გადამოწმდა და არ დადასტურდა – აი ამ კულუარულ-ინფორმაციული ბაგაჟით მიბრძანდნენ მიწვეულნი პრეს-კონფერენციაზე და არამიწვეულნი, მაგრამ დაინტერესებულნი კი მივუსხედით ინტერნეტს.

Continue reading

How-To: როგორ მოვირგოთ Kindle Fire?

ერთ მარტივ ხერხზე მინდა დავწერო, რომლითაც КF ინტერფეისის შეცვლა შეიძლება. ბევრმა, ალბათ, იცის კიდეც, მაგრამ ახალბედა ფაერისტებს გამოგადგებათ.

KF უნიკალური ინტერფეისით გაოირჩევა – ის ანდროიდის ტრადიციულ ინტერფეისს არ ჰგავს. ზოგს ეს მოსწონს, ზოგისთვის კი – უჩვეულოა. ვისაც სურს, მისი “ქინდლი” სხვა ანდროიდ-ტაბლეტებს დაემსგავსოს, ორი პროგრამა დასჭირდება: GO Launcher EX და My Kindle Wallpaper.

Go Launcher EX – ალტერნატული გამშვებია – ტრადიციული ანდროიდისეული ინტერფეისით, 7 ფანჯრით, ვიჯეთებით, ანიმირებული ვოლფეიფერებით და ა.შ.

My Kindle Wallpaper – კი ვოლფეიფერების დამატების/გამოცვლის საშუალებაა.

ამასთან, ორივე პროგრამა თავსებადია KF-თან და დაურუთავ დივაისზეც დგება. ამაზონისეული ინტერფეისი და ვოლფეიფერებიც არსად ქრება – თუ ძირითად (დეფოლტ) გამშვებად Go Launcher EX-ს არ აირჩევ, მაშინ “ჰოუმ” ღილაკზე დაჭერით პოპ-აპ მენიუ ამოხტება და ინტერფეისიდან ინტერფეისზე იოლად გადახვალ.

КF-ისთვის ვოლფეიფერები შეგიძლია აქ მოძებნო, ან დაგუგლო ან, სულაც, თავად დახატო.

სულ ესაა. იმედი მაქვს, გამოგადგება. 🙂

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

How-To: როგორ გამოვცვალოთ გადღაბნილი იკონკები Кindle Fire-ში?

ვისაც KF გაქვთ, იცით, რომ ე.წ. კარუსელში იმ პროგრამის ხატულები (“იკონკები”), ამაზონიდან რომ გადმოქაჩეთ – დიდი და ლამაზია, სხვებისა კი (მაგალთად, გუგლ მარქეთიდან დაინსტალირებულის) – “გადღაბნილი”… მაინცადამაინც ლამაზი ვერაა, რას იტყვით?

მაგრამ ოქროს ბიჭებმა XDA-დან ამ ხარვეზის გამოსწორების გზას მიაკვლიეს… მართალია, კარგა ხანია, რაც KF-ში ხატულების შეცვლის სხვადასხვა მეთოდიკა გამოჩნდა, მაგრამ ის გზა, რომელსაც ახლა გაგიზიარებთ, ყველაზე იოლია და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო. 🙂 (ცხადია, მხოლოდ დარუთულ KF ჭრის. დაგჭირდება Root explorer და რომელიმე ბაზების ედიტორი – SQLite Editor, aSQLiteManager, Мy Data).

Continue reading

How-To: როგორ გავაცოცხლოთ “დაბრედილი” Kindle Fire?

თუ Kindle Fire “დაიბრიდა” და არ იტვირთება…
ის არ მომკვდარა, მხოლოდ – სძინავს! 🙂 Kindle Fire ძალიან ძნელად დასაბრედი დივაისია, ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ “რჩეულთ” თუ მოახრხეს, ასე რომ, პირველ ყოვლისა, ნუ ღელავ. მე თავად ორჯერ გამეჭედა და არ იტვირთებოდა, მაგრამ ოლად გავასწორე, იმის მუხედავად, რომ არც პროგრამისტი ვარ და აქამდე არც ანდროიდთან მქონია დიდად საქმე .

მას შემდეგ დარუთვაც უფრო იოლი გახდა და დარუთვის/მოდიფიცირებისას “დაბრედილი” ქინდლის აღდენის პროცესიც ძალიან გამარტივდა – პროგრამისტებმა რამდენიმე იოლად მოსახმარი პროგრამაა შექმნეს, ამიტომ КF-ის გაცოცხლებას შენც იოლად მოახერხებ.

არასწორი მოდიფიცირების შემდეგ ყველაზე ხშირი პრობლემა ასეთია – КF არ იტვირთება და გაჭედილია წარწერაზე Kindle Fire. ამ პრობლემას ასე ეშველება:

Continue reading