იყო ასეთი ტრადიცია – არდადეგების/შვებულების დროს რამე ვებერთელა წიგნი (“ომი და მშვიდობაა” ზედგამოჭრილი) ჩაგედო ჩანთაში, საზაფხულო საკითხავად წაგეღო თან, გეტარებინა მთაში, ზღვაზე და ჩამოგეტანა უკან ისევ ისე, გადუშლელად. დღეს ეს ტრადიცია ქინდლმა მოსპო. თქმა არ უნდა, ქინდლის ტარება იოლია, მაგრამ წიგნების თრევას სხვა პლუსი ჰქონდა, იმ ანეკდოტისა არ იყოს – თუ ვერ დავეწევი, გავივარჯიშებ მაინცო. მაგრამ ეს პოსტი მაინც ქინდლზე იქნება. ვარჯიშზე – სხვა დროს.
ვინც ქინდლს ყიდულობს, პირველი თავსატეხი ესაა – როგორ ჩავაგდოთ წიგნი ქინდლში. თავსატეხიო, თუმცა დიდი ვერაფერი სირთულეა. გზა სამია. სამივე – მარტივი.