დღე, როცა კლარამ დაუზასა როზას…

შაბათის პოსტი პარასკევს

W-Day

1910 წელი. ფოტოგრაფმა ჰანს ვაინშტეინმა კლარა ცეტკინი და როზა ლუქსემბურგი იმ მომენტში გადაიღო, როდესაც ისინი ქალების საერთაშორისო დღის შემოღებას ზეიმობდნენ.

ჩვენ და ოპერა

შაბათის პოსტი

პატარა ვიყავი ოპერაში რომ წამიყვანეს პირველად. დოლიძის “ქეთო და კოტე”-ზე. ჰოდა, როგორც მერე მამაჩემი იგონებდა ხოლმე ხითხითით, როცა სცენაზე ერთი ამბავი იყო და თავადი ლევანისა და ქეთოს ნიშნობის ჩაშლის გეგმებს აწყობდნენ “ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოს”-ო, მიკითხავს: კი მაგრამ, ასე ხმამაღლა რომ ყვირიან, უფრო არ გაუგებენ-მეთქი?

მოკლედ, სტანისლავსკი ვინ იყო მაშინ ჯერ კი არ ვიცოდი, მაგრამ მისებრ აღვშფოთებულვარ – არ მჯერა-თქვა! და მანდ დამთავრდა ჩემი და ოპერის ურთიერთობაც. სიყალბე არ მიყვარს და მიტომ. 🙂   

ახლა კი ილიასა და ოპერის ურთიერთობაზე იაკობ მანსვეტაშვილის მოგონება მინდა, გავიხსენო:

Continue reading

გოგოლი და ტოლსტოი

შაბათის პოსტი

ერთხელ გოგოლი და ტოლსტოი მორიგდნენ, მოდი წიგნები დავწეროთ, ერთმანეთს წავაკითხოთ და, თუ არ მოგვეწონება, დავწვათო.

გოგოლმა დაწერა “მკვდარი სულები”, ტოლსტოიმ დაწერა “ომი და მშვიდობა”. წააკითხეს ერთმანეთს. დაუწუნეს.

აიღო გოგოლმა “მკვდარი სულების” მეორე ტომი და შეაგდო ბუხარში. ტოლსტოიმ კი დასტაცა ხელი “ომი და მშვიდობის” ორთავე ტომს და გავარდა კარში.

ბევრი უძახა გოგოლმა: “სად გაქუსლე, ლევ ნიკალაიჩ, პირობა შეასრულეო”, მაგრამ, შენც არ მომიკვდე, ისე გარბოდა ტოლსტოი, რომ პიპინიას ცხენს კი არა, თავად პიპინიასაც გადაასწრებდა.

რაღას იზამდა გოგოლი. გადაშალა “მკვდარი სულების” პირველი წიგნი, თავფურცელზე წააწერა “ტოლსტოი – დურაკ”-ო და შემოდო თაროზე.

გავიდა მერე სამზარეულოში და გოგლი-მოგლის კეთებას შეუდგა.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

გადაიკითხეთ დანიილ ხარმსი.

ხანდისხან.

ხოლმე. 🙂

ჩაქ ნორისის აპოკრიფული ბიოგრაფია

norris-coverგთავაზობთ ნაწყვეტებს ჩაქ ნორისის აპოკრიფული ბიოგრაფიიდან. ვინაიდან ბიოგრაფია აპოკრიფულია, ჩაქ ნორისი ამ ფაქტებს არც ადასტურებს და არც უარყოფს.

ერთხელ ოზი ოსბორნი და ჩაქ ნორისი დანიძლავდნენ – ოზი ოსბორნმა ღამურას მოაჭამა თავი. ჩაქ ნორისმა თავი მოაჭამა ბეთმენს.

ჩაქ ნორისი ერთი კურდღლით ორ მონადირეს კლავს.

თუკი თქვენ 5 დოლარი გაქვთ და ჩაქ ნორისსაც 5 დოლარი აქვს – ჩაქ ნორისის 5 დოლარი თქვენსაზე მეტია.

ჩაქ ნორისს საკუთარი სახლი არ აქვს. ჩაქ ნორისი უბრალოდ შედის პირველსავე სახლში და ვინც იქ დახვდება, ყველას ფანჯრებიდან ყრის.

თეთრი დათვიც ბურა იყო, სანამ ჩაქ ნორისს გადაეყრებოდა.

ყველამ იცის, რომ ნეილ არმსთრონგმა პირველმა დადგა ფეხი მთვარეზე, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ის იქ ჩაქ ნორისმა ააგდო.

როდესაც აფთიაქში პრეზერვატივები თავდება, ჩაქ ნორისი პრეზერვატივის ნაცვლად ჩხრიალა გველს წამოიცვამს ხოლმე.

Continue reading

კატა და თაგვი

შაბათის პოსტი

თბილისის ერთ ცნობილ ქუჩაზე, რომელიც დღისით კაფეებით იწონებს თავს და ღამით – შეფენილი ბოზებით, გაიხსნა ასეთი მაღაზია, იბერულა: ხორცეული, ძეხვეული, სოსისი და შაშხი…

მაღაზიას ერთი კატაც შეეჩვია. მიცუნცულდებოდა ხოლმე და ჩამოჯდებოდა კართან. შიგნით არ შედიოდა. ზღურბლს არ გადააბიჯებდა. იჯდა თავისთვის ჩუმად და გასცქეროდა დახლებს.

იმათაც შეიფარეს. დღის ბოლოს, ხორცეულის ნარჩენ-ნათალი რომ მორჩებოდათ, გამოუტნდნენ და მიირთმევდა. მადლობაო ჩაიკრუტუნებდა მხოლოდ და ულვაშებს გაილოკავდა ხოლმე.

ერთ დღესაც მიირბინა კატამ როგორც სჩვეოდა და სადღაა იბერულა. დაკეტეს. მერე გამოხდა ხანი და იქ უკვე კომპიუტერული მაღაზია გახსნეს.

კატა კი ისევ იქაა. მიცუნცულდება ხოლმე და ჩამოჯდება კართან. შიგნით არ შევა. ზღურბლს არ გადააბიჯებს. ზის თავისთვის ჩუმად და გასცქერის კომპიუტერის თაგვებს.

გამოუტანენ ვითომ?

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License. ___

კითხვა, რომელიც მსურდა დამესვა ბიძინა ივანიშვილისთვის

ბატონო ბიძინა, რომელ დიზაინერს ანიჭებთ უპირატესობას და რა ბრენდის კოსტიუმი გაცვათ?
…მარა ეს ქართული მედია გაცდის რამეს? 😦

ყველაზე ლამაზი ბლოგერები, ყველაზე ლოთი ბლოგერები, ყველაზე ჭკვიანი ბლოგერები…

იცით, თუ სად გადაეყრებით ყველაზე ლამაზ, ყველაზე ჭკვიან, ყველაზე ლოთ და სხვა ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ბლოგერებს?

ეს ყველაფერი დათვლილია.

მაგალითად, ყველაზე ბევრს ირლანდიელი ბლოგერები სვამენ. ეკონომიკური კოოპერაციისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემებით საშუალოსტატისტიკური ირლანდიელი ბლოგერი სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელის სახით 14 ლიტრ ეთილის სპირტს იღებს წელიწადში, სასმელთა რიგიდან თუკი ლუდს ცალკე გამოვიტანთ, მაშინ ირლანდიელთა ლიდერობა კიდევ უფრო შთამბეჭდავია – 131 ლიტრი ლუდი წელიწადში. მეორე ადგილზე მყოფი ინგლისელი ბლოგერები წელიწადში 10 ლიტრ სპირტსა და 99 ლიტრ ლუდს მოიხმარენ, ფინელი და რუსი ბლოგერები კი, მართალია ლუდის სმით ვერ დაიკვეხნიან, მაგიერ, წელიწადში მიღებული 10 და 9 ლიტრი სპირტით, საპატიო რეიტინგში მესამე-მეოთხე პოზიციაზე არიან.

Continue reading

ყველაზე ლამაზი ძუძუები მსოფლიოში

Tyra Banksპოსტმა ყველაზე ლამაზი ტრაკის შესახებ ბუნებრივად მოითხოვა გაგრძელება. არ ვიცი, ტარდება თუ არა სადმე ყველაზე ლამაზი ძუძუების კონკურსი, მაგრამ არის ორი ყველაზე სანდო “ძუძულოგი”, რომლის გემოვნებასაც, შეიძლება, ვენდოთ. ერთია ქალის თეთრეულის მწარმოებელი Victoria’s Secret, რომელიც თავისი პროდუქციის ჩვენებისთვის ნამდვილ ანგელოზებს (Victoria’s Secret Angels) არჩევს. მეორე კი – ჟურნალ Sports Illustrated-ის საგანგებო საცურაო კოსტიუმების ყოველწლიური თებერვლის გამოცემები (Sports Illustrated Swimsuit Issue), რომლის ყდას მსოფლიოს ცნობილი სპორტსმენები და მოდელები ამშვენებენ. ქალის თეთრეული და საცურაო კოსტიუმი კი ლამაზი ძუძის გარეშე – ცარიელი ნაჭერია. 🙂

ასე რომ, მსოფლიოში ულამაზესი ძუძუები აქვთ:

Continue reading

სამი ზანგი ერთ ყვითელ ავტობუსში – რემინისცენცია

შაბათის პოსტი

 
ავიდა სამი შავკანიანი ერთ ყვითელ ავტობუსში. აიღეს ბილეთები. მერე დააკვირდნენ – არვინ იღებს ბილეთს. გაუკვირდათ.

ავიდა ის სამი შავკანიანი მეორე დღეს ყვითელ ავტობუსში. აიღეს ბილეთები. მერე დააკვირდნენ – ისევ არვინ იღებს ბილეთს. ისევ გაუკვირდათ.

მესამე დღესაც ავიდა ის სამი შავკანიანი ყვითელ ავტობუსში. დააკვირდნენ – არვინ იღებს ბილეთს და თქვეს – ჩვენ რა ზანგები ვართო და არც იმათ აიღეს ბილეთები.

ჰოდა, ამოვიდა მერე კონტროლიორი და დააჯარიმა.

ხალხმა თქვა – ეგრე უნდათ მაგათ, ჩამოთრეულან საიდღანაც და ბილეთებსაც არ იღებენო.

ეს იყო და ეს. 🙂
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ქევან, შენ არ გგულისხმობ.
შენ ყოველთვის იღებ ბილეთს. 🙂

რატომ სჯობს, იყო მამაკაცი?

  1. შეგიძლია არ იფიქრო დიეტაზე.
  2. ერთთვიან შვებულებაში წასასვლელად ერთი ჩემოდანიც გყოფნის.
  3. ტუალეტში შესაღწევად არასდროს გიწევს რიგში დგომა.
  4. შენი სატელეფონო გადასახადი უმნიშვნელოა.
  5. ფილმებში უფრო ხშირად შიშველი ქალები ჩანან.
  6. შენი უკანალის ფორმას მნიშვნელობა არ აქვს სამსახურის დასაწყებად.
  7. არ გჭირდება ორგაზმის სიმულირება.
  8. იყენებ შენი მობილური ტელეფონის ყველა ფუნქციას.
  9. შენი საცვალი 12 დოლარი ღირს 3 ცალი.
  10. არაფრის გაპარსვა მოგეთხოვება. Continue reading