ბანანს წინიდან ფცქვნით თუ უკნიდან? – პასუხი ამ კითხვაზე, ალბათ, უკვე ნახეთ როდრიგო სანტოროს ბლოგზე.
იქ, ტექსტური ვერსიაა, მაგრამ ბევრს ხომ კითხვა ეზარება? ჰოდა, გაუნათლებელნი რომ არ დარჩნენ – ვიდეო-ტუტორიალს ვთავაზობ:
1.
ბანანს წინიდან ფცქვნით თუ უკნიდან? – პასუხი ამ კითხვაზე, ალბათ, უკვე ნახეთ როდრიგო სანტოროს ბლოგზე.
იქ, ტექსტური ვერსიაა, მაგრამ ბევრს ხომ კითხვა ეზარება? ჰოდა, გაუნათლებელნი რომ არ დარჩნენ – ვიდეო-ტუტორიალს ვთავაზობ:
1.
ვინც რა უნდა თქვას.
ხანდახან ძალიან მომენატრება, შევალ, ბიგ-მაქ მენიუს შევუკვეთავ ხოლმე და ძალიანაც მიხარია, რომ თბილისშია :), ისევე როგორც მსოფლიოს ალბათ ყველა დიდ ქალაქში. და ზოგ საშუალოშიც. და კიდე ზოგ პატარაშიც.
119 ქვეყანა. 32’000 რესტორანი. 47 მილიონი (!) კლიენტი დღეში. 500 მილიონ (!!!) მირთმეულ ბიგმაქზე მეტი წელიწადში.
ასე რომ ლეგონ არს სახელი ჩემი, რამეთუ მრავალ ვართ. 😉
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იოლად ცნობადი და წარმატებული კომპანია Danone 1919 წელს ბარსელონაში დააფუძნა ებრაელმა ექიმმა იზაკ კარასუმ (İzak Karasu), რომელიც ოთომანის იმპერიის ქალაქ სელანიკში (ბერძნული თესალონიკე), თურქეთში კარგად ცნობილ და გავლენიან ოჯახში დაიბადა 1874 წელს. ბიძამისი ემანუელ კარასუ “ახლაგაზრდა თურქების” მოძრაობის წევრი და თანამედროვე თურქული სახელმწიფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. ის იმ დელეგაციის წევრიც გახლდათ, რომელმაც სულთან აბდულჰამით მეორეს მისი ჩამოლაბორანტების შესახებ აცნობა. ემანუელ კარასუ თურქული პარლამენტის წევრიც გახდა, თუმცა, მოგვიანებით, ათათურქთან უთანხმოებების გამო, ქვეყანა დატოვა და იტალიაში გადაიხვეწა.
ბალკანური ომებისა და ბერძნების მიერ თესალონიკეზე განხორციელებული შეტევის დროს თურქეთი დატოვა იზაკ კარასუმაც და საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა, გვარი კატალონურ ყაიდაზე ისააკ კარასოდ (Isaac Carasso) გადაიკეთა და ბარსელონაში დაფუძნდა. კარასუ-კარასო ექიმი იყო. პასტერისა და მეჩნიკოვის შრომების გაცნობის შემდეგ და საკუთარ პაციენტებზე დაკვირვების შედეგად, ის რძის პროდუქტების სამკურნალო თვისებებით დაინტერრესდა და ამ მიმართულებით დაიწყო კვლევა. 1919 წელს, როგორც ზემოთ დავწერე, პატარა საწარმოც გახსნა და ბაქტერიული გზით ფერმენტირებული რძის პროდუქტის – იოგურტის წარმოება დაიწყო. სიტყვის წარმომავლობა თურქულია (yoğurt), ხოლო კომპანიას კი სახელი იზაკ კარასუმ ვაჟის, დანიელის (Daniel Carasso) შინაურულად – დანონის საპატივცემულოდ შეურჩია.
Continue reading “ბაგრატ ტაბაღუა და იოგურტი, სახელად დანიელი”
შოკოლადი ძალიან მიყვარს… თუმცა, ვის არ უყვარს…
შოკოლადი იმასაც კი უყვარს, ვისაც ჰგონია – რომ არ უყვარს… 🙂
საყოველთაოდ გავრცელებული აზრია, რომ შვეიცარული და ბელგიური შოკოლადი საუკეთესოა. ეს, ალბათ, მართლაც ასეა, მაგრამ ახლა გერმანულ შოკოლადზე მინდა დავწერო. მას Ritter SPORT (“რიტერ სპორტი”) ჰქვია.
ერთი იმიტომ, რომ Ritter SPORT მართლაც ძალიან გემრიელია.
მეორეც იმიტომ, რომ ეს არცთუ ისე დიდი ფირმა მარკეტინგის საოცრებებს ავლენს და წარმატებით უწევს კონკურენციას ბაზრის გიგანტებს.
მესამეც იმიტომ, რომ, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი მამაცი უნდა იყო, ლუდის ქვეყანაში შოკოლადით გადაწყვიტო, გაითქვა სახელი? 🙂
Continue reading “ჩემი ყველაზე გემრიელი (ჯერ-ჯერობით) პოსტი”