მაქინლი მორგანფილდი (McKinley Morganfield), იგივე მადი უოთერსი/Muddy Waters, ბლუზის შიქაგოს სკოლის უბრწყინვალესი წარმომადგენელი 1913 წლის 4 აპრილს მისისიფიში დაიბადა (ბევრი წყაროს მონაცემებით, მისი დაბადების წლად 1915 სახელდება). მეტსახელი „მადი“ („ტალახიანი“) მას ბავშვობიდან გამოყვა, ვინაიდან ცელქი და დაუდგრომელი, დილით სახლიდან გასული, შინ სულ ამოთხვრილ-ამოგანგლული ბრუნდებოდა.
მუსიკამ ახალგაზრდობიდანვე გაიტაცა. თავდაპირველად ჰარმონიკაზე დაკვრა შეისწავლა, შემდგომ – გიტარაზე. 17-18 წლისა ქუჩის კონცერტებს მართავდა და მისი ახალგაზრდობის კერპებს – დელთა/ფოლქ-ბლუზის ლეგენდებს, სონ ჰაუსსა და რობერთ ჯონსონს ბაძავდა (მოგვიანებით, უკვე დიდების ზენიტში მყოფ მადი უოთერსს ფოლქ-ბლუზის არაერთი ბრწყინვალე კომპოზიცია აქვს ჩაწერილი). Continue reading “McKinley Morganfield: muddy king of the blues (part1)”