McKinley Morganfield: muddy king of the blues (part1)

Muddy Watresმაქინლი მორგანფილდი (McKinley Morganfield), იგივე მადი უოთერსი/Muddy Waters, ბლუზის შიქაგოს სკოლის უბრწყინვალესი წარმომადგენელი 1913 წლის 4 აპრილს მისისიფიში დაიბადა (ბევრი წყაროს მონაცემებით, მისი დაბადების წლად 1915 სახელდება). მეტსახელი „მადი“ („ტალახიანი“) მას ბავშვობიდან გამოყვა, ვინაიდან ცელქი და დაუდგრომელი, დილით სახლიდან გასული, შინ სულ ამოთხვრილ-ამოგანგლული ბრუნდებოდა.

მუსიკამ ახალგაზრდობიდანვე გაიტაცა. თავდაპირველად ჰარმონიკაზე დაკვრა შეისწავლა, შემდგომ – გიტარაზე. 17-18 წლისა ქუჩის კონცერტებს მართავდა და მისი ახალგაზრდობის კერპებს – დელთა/ფოლქ-ბლუზის ლეგენდებს, სონ ჰაუსსა და რობერთ ჯონსონს ბაძავდა (მოგვიანებით, უკვე დიდების ზენიტში მყოფ მადი უოთერსს ფოლქ-ბლუზის არაერთი ბრწყინვალე კომპოზიცია აქვს ჩაწერილი). Continue reading “McKinley Morganfield: muddy king of the blues (part1)”

In Indigo Mood

Duke Ellington
ედუარდ ქენედი ელინგთონი, იგივე დიუქ ელინგთონი (Duke Ellington) უდიდესი მუსიკოსი და კომპოზიტორი, ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორკესტრის ხელმძღვანელი 1899 წლის 29 აპრილს DC-ში (უოშინგთონში) დაიბადა.

დედის დაჟინებული თხოვნით, ელინგთონი 8 წლის ასაკიდან ეუფლებოდა ფორტეპინოს, თუმცა ბეისბოლით და მხატვრობით უფრო იყო გატაცებული. განსაკუთრებით ეზარებოდა თეორიის და ნოტების შესწავლა, და ზეპირად, მოსმენით დაკვრა ბევრად უფრო სიამოვნებდა (სხვათა შორის, ამ სიზარმაცემ სულ მალე დადებითი როლიც კი ითამაშა მის ცხოვრებაში და ელინგთონს იმპროვიზაციისს და არანჟირების მნიშვნელობა დაანახა, მაგრამ – ამაზე ქვემოთ). Continue reading “In Indigo Mood”

"If I’m the Duke, then Peggy’s the Queen!"

“თუკი მე ჰერცოგი ვარ, ფეგი – დედოფალია” (“If I’m the Duke, then Peggy’s the Queen”) ასე უთქვამს დიუქ ელინგთონს ფეგი ლის შესახებ.

Peggy Lee

ჯაზის დედოფალი ნორმა დელორის ეგსტრიომი, იგივე ფეგი ლი/Peggy Lee ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, წარმატებული და კერპად ქცეული ფიგურაა. იმ მუსიკოსთა ჩამოთვლა, რომლებიც ფეგი ლის ასახელებენ თავიანთ მასწავლებლად, მისაბაძ იდეალად, საყვარელ მომღერლად შორს წაგვიყვანდა, მაგალითისთვის საკმარისი იქნებოდა ზემოთ უკვე ნახსენები დიუქ ელინგთონის, ლუი არმსთრონგის, ფრენქ სინათრას, ელა ფიცჯერალდის, ბინგ ქროსბის გახსენება.

ფეგი ლის (1920-2002), დედა ადრე დაეღუპა, მამამ კი ბავშვები მიატოვა. ოჯახში, რომელმაც ის შვილად აიყვანა, ფეგი ლის დალხენილი ბავშვობა არ ჰქონია – ის სიღარიბეში იზრდებოდა, ამასთან, დედინაცვლისგან მუდმივი დამცირების ატანაც უწევდა. მოგვიანებით დაწერილი სიმღერა “ცემა-ტყეპა ყოველ დღე ” (One Beating a Day, Maybe More) მისი ბავშვობის მოგონებებს ეხმიანება.

Continue reading “"If I’m the Duke, then Peggy’s the Queen!"”

Scott Joplin – Piano Rags

რეგთაიმი (ragtime, rag-time) იყო 19-საუკუნის მიწურულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის პოპულარული მუსიკალური მიმდინარეობა, რომელიც ადრეული ჯაზის ერთ-ერთი მნიშვნელივანი ნაკადია. ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, უწინარეს ყოვლისა, როგორც საცეკვაო მუსიკა (ე.წ. Cakewalk dance). “სინემატოგრაფის” დაბადების შემდეგ მან კინოფილმების ძირითადი აკომპანემენტის როლიც შეითავსა.

Scott Joplinთექსასელი პიანისტი სქოთ ჯოფლინი/Scott Joplin (1867-1917)  რეგთაიმისი უდიდესი კომპოზიტორი და შემსრულებელია.

ფორტეპიანოს პირველი გაკვეთილები მან გერმანელი პიანისტის, იულიუს ვეისისგან მიიღო. ევროპული ყაიდის კლასიკურმა საფორტეპიანო განათლებამ თავისი როლი ითამაშა მისი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში და საშუალება მისცა ჯოფლინს ევროპული და აფრიკული რიტმების ოსტატური სინთეზი მოეხდინა. მან დიდი გავლენა მოახდინა ჯაზის განვითარებაზე.  ჯოფლინის რიგი კომპოზიციები, პირველ რიგში კი უკვდავი “Maple Leaf Rag” და “The Entertainer” ალბათ ჯაზის ყველა მოყვარულს (და არა მხოლოდ) აქვს მოსმენილი. Continue reading “Scott Joplin – Piano Rags”

Louis Armstrong – Jazz Begans Here!!!

ლუი არმსთრონგი /Louis Armstrong, სეჩმო – ამ ადამიანს წარდგენა არ სჭირდება. ის ყველამ იცის. მისი სახელი ყვალას გაუგია. მის ხმას ყველა ცნობს – როკერიც, ბლიუზმენიც, რეპერიც და პაპსავიკიც…

სწორედ მისი დამსახურებაა, ჯაზმა ასე ვთქვათ ფართო მასებში რომ შეაბიჯა…

Satchmo At Pasadena: An Evening With Louis Armstrong And His All-Stars In Concert At The Pasadena Civic Auditorium, 1951with Velma Middleton (vocals), Trummy Young (trombone), Edmund Hall (clarinet), Billy Kyle (piano), Arvell Shaw (bass), Barrett Deems (drums)

Louis Armstrong, with All Stars Band Live

ფანტასტიური ლაივი

სად ვიყავი მე მაშინ?… ჰო… დაბადებულიც არ ვიყავი.