1960 წელს მადი უოთერსი ნიუფორთის ჯაზ-ფესტივალზე გამოვიდა. ეს კონცერტი გამოიცა უოთერსის პირველ ლაივ-ალბომზე At Newport 1960. ნიუფორთის ჯაზ-ფესტივალის კონცერტი წარმოადგენს ტრადიციულ ამერიკულ დელთა/ფოლქ ბლუზის არაჩვეულებრივ სინთეზსს ელექტრონულ საუნდთან.
1968 წელს მის უპირველეს „კონკურენტ“ ბლუზმენთან – ჰოულინ ვულფთან და ბო დიდლისთან ერთად მადი უოთერსმა „ჩეს რექორდში“ ორი უბრწყინვალესი ალბომი ჩაწერა: Super Blues და The Super, Super Blues Band. საერთოდ, მადი უოთერსს არაერთ დიდ მუსიკოსთან ერთად მიუღია ერთობლივ პროექტებში მონაწილეობა. სხვადასხვა დროს ის თანამშრომლობდა უილი დიქსონთან, ბადი გაისთან, ფინეთოფ ფერქინსთან, ბობ მარგოლინთან, ბიგ მამა თორნთონთან, რობერთ ქრეისთან, ჯონი უინთერთან, ჯგუფ „როლინგ სთოუნზთან“… Continue reading “McKinley Morganfield: muddy king of the blues (part2)”