რეგთაიმი (ragtime, rag-time) იყო 19-საუკუნის მიწურულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის პოპულარული მუსიკალური მიმდინარეობა, რომელიც ადრეული ჯაზის ერთ-ერთი მნიშვნელივანი ნაკადია. ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, უწინარეს ყოვლისა, როგორც საცეკვაო მუსიკა (ე.წ. Cakewalk dance). “სინემატოგრაფის” დაბადების შემდეგ მან კინოფილმების ძირითადი აკომპანემენტის როლიც შეითავსა.
თექსასელი პიანისტი სქოთ ჯოფლინი/Scott Joplin (1867-1917) რეგთაიმისი უდიდესი კომპოზიტორი და შემსრულებელია.
ფორტეპიანოს პირველი გაკვეთილები მან გერმანელი პიანისტის, იულიუს ვეისისგან მიიღო. ევროპული ყაიდის კლასიკურმა საფორტეპიანო განათლებამ თავისი როლი ითამაშა მისი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში და საშუალება მისცა ჯოფლინს ევროპული და აფრიკული რიტმების ოსტატური სინთეზი მოეხდინა. მან დიდი გავლენა მოახდინა ჯაზის განვითარებაზე. ჯოფლინის რიგი კომპოზიციები, პირველ რიგში კი უკვდავი “Maple Leaf Rag” და “The Entertainer” ალბათ ჯაზის ყველა მოყვარულს (და არა მხოლოდ) აქვს მოსმენილი. Continue reading “Scott Joplin – Piano Rags”