ვაშლი, კრემი და ცოტაოდენი ჯადოქრობა

შეიძლება შეფ ენცო ნერის სახელი გაგონილი არა გქონდეთ, მაგრამ რომელიმე მისი კერძი გასინჯული კი გექნებათ, თუ თბილისის პოპულარულ კაფე-რესტორნებს სტუმრობთ ხოლმე.

Enzo e Mia

2017 წელს ჩამოვიდა საქართველოში და არაერთ ქართულ რესტორანში უმუშავია და დღესაც მუშაობს – როგორც შეფი, ბრენდ-შეფი, კონსულტანტი: ლა ბოემი, ფილინი რადისონში, დაინჰოლი, ბიოლი, შატო მერე, ანდროპოვის ყურები… დღეს არაჩვეულებრივი სთეიქჰაუს ასადოს (სასტუმრო მერკური) ბრენდ-შეფია. სთეიქი ძალიან მიყვარს და ასადოს სთეიქი ნამდვილად საუკეთესოა, მაგრამ ვაშლი, კრემი და ცოტაოდენი ჯადოქრობა ეს არის ვაშლის შტრუდელი, რომელიც იტალიურ რესტორანში ვერა იტალიანა  გავსინჯე.

ვერა იტალიანა (Vera Italiana kitchen & bar) ენცო ნერის რესტორანია. თავად ფლობს, თავად მართავს, მენიუს თავად ადგენს, მზარეულთა გუნდიც თავად შეარჩია და თავადაც სულ იქ არის და ყურადღებას არ აკლებს. არც კერძებს, არც – სტუმრებს. ყოველ შემთხვევაში, რამდენი მივედი, იმდენი იქ იყო და ღუმელთან ტრიალებდა. “ვერა იტალიანა” 100% შეფ ენცოს რესტორანია და 100% იტალიური (vera Italiana ქართულად რომ ვთარგმნოთ, “ნამდვილ იტალიურს” ნიშნავს).

ვაშლის შტრუდელი ინგლისური კრემით (Strudel di mele con crema inglese) ჩრდილო-იტალიური დელიკატესია. ტრადიციულ ავსტრიულ ნუგბარს იტალიელებმა თავისი გამორჩეული პეწი დაანათლეს და ენცო ნერიმ კი – რაღაც ჯადოქრობა. ყოველ შემთხვევაში, “ვერა იტალიანას” ვაშლის შტრუდელი ისეთი გემრიელია, რომ ღვთაებრივს ვიტყოდი, ეს სიტყვა ამ რესტორნის მენიუს სხვა კერძისთვის რომ არ მქონდეს გადანახული (იმ კერძზე – ქვემოთ დავწერ). ამიტომ შრუდელზე (გამორჩეულად კი მის სოუსზე), მოკრძალებით, ღვთაებრივზე უკეთესს ვიტყვი. 🙂

Vera Italiana. Strudel di mele

“ვერა იტალიანა” იტალიური რესტორანია კერძებით იტალიის სხვადასხვა რეგიონიდან. ცხადია, აქ არის პასტა და პიცა, რაც თბილისის ყველა იტალიურ რესტორანშია, მაგრამ პიცა ნდუიათი (Pizza con ‘nduja e stracciatella di burrata) სხვაგან არ მინახავს და არ გამისინჯავს, თქვენც გირჩევთ – განსხვავებულია და ძალიან გემრიელი.

Vera Italiana. Pizza con Nduja

‘Nduja – კალაბრიელების გამოგონებაა. რა არის, დაგუგლეთ. თუ მისი მომზადების ვიდეოებს ნახავთ, ერთობ იხალისებთ. აქ მხოლოდ დავწერ, რომ ნუტელას შოკოლადის ნაცვლად წიწაკა და სალიამი რომ გამოეყენებინა – გამოუვიდოდა ნდუია. 🙂

პარმის რეგიონიდან არის გოგრის რავიოლი (Ravioli di zucca). თუ გოგრის კერძები გიყვართ – მისწრებაა. ვისაც ხორცი არ უყვარს ან რამე განსხვავებულს ეძებს – მათთვისაც.

Vera Italiana. Ravioli di zucca

უბრალოდ ღვთაებრივია “ვერა იტალიანას” ლაზანია (Lasagne al forno) ბეშამელის სოუსში. ნაკლები შეფასება არც შეეფერება.

“ძირითად” მენიუს თუ ამოწურავთ, შეგიძლიათ გასინჯოთ იტალიური ხაში ფლორენციიდან (Trippa alla Fiorentina), რომელიც, ცხადია, ჩვენთვის ნაცნობი აზიური ხაშისგან ძალიან განსხვავებულია (მშრალია, წვნიანის გარეშე), მაგრამ დიდებულ ლორენცო მედიჩის ნაყვარება ნამეტნავად.

“ვერა იტალიანას” კერძები ისეთი გემრიელია, რომ ერთი რამ დილემაა – როგორ არ დაკარგო თავი და შემოინახო ადგილი დესერტისთვის. დესერტისთვის ადგილის შემონახვა კი ყოვლად აუცილებელია – შტრუდელის გარდა, აქ უგემრიელესი კანოლია, ტირამისუ და შოკოლადის ფონდანტი ხომ – მთლად გადასარევი.

რაც ეხება შეფ ენცო ნერის ის ჩიტა დი კასტელოდანაა (პერუჯა, უმბრიის რეგიონი). იტალიურთან ერთად, ლონდონის, დუბაისა და ნიუ იორქის გამოცდილებით ჩამოვიდა თბილისში. მისი ინტერვიუ აქ შეგიძლიათ, წაიკითხოთ, მაგრამ, როგორც უკვე ხსენებული ლორენცო მედიჩი იტყოდა, ასჯერ წაკითხულს ერთხელ გასინჯვა სჯობსო.

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Vera Italiana Kitchen & Bar
49, Gogebashvili str., Tbilisi-0179
Georgia

Tripadvisor
Instagram

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: