აეროპორტში – სტრესის მოსახსნელად

კვირადღის პოსტი

ვისაც საშობაო დღეებში ლოს ანჯელესში მოუწია ფრენა, აი, ასეთი სურათის მოწმე გახდა:

LAXPUPs (1)

მია, მეისონი, ელი და სერიჯო მგზავრებს ეგებებიან და მათი დარდის განქარვებასა და კარგ განწყობაზე ზრუნავენ.

ეს ოთხი და კიდევ სხვები (70-ზე მეტნი არიან) PUP (Pets Unstressing Passengers – შინაური ცხოველები მგზავრთა დასამშვიდებლად) პროგრამის წევრია, რომელიც ლოს ანჯელესის აეროპორტში 8 წელია უკვე მოქმედებს. ძაღლები საგანგებო წითელ ჟილეტებში არიან გამოწყობილნი წარწერით Pet Me – “მომეფერე” – იოლად რომ გაარჩიო აეროპორტში მომსახურე სხვა (საბაჟოს, პოლიციის) ძაღლებისგან, რომელთაც, როგორც წესი, “არ მომეფერო, ვმუშოაობ”-ო აწერიათ ჟილეტებზე.

LAXPUPs (4)LAXPUPs (2)

ძაღლებს საგანგებო ბეიჯებიც აქვთ, სადაც მათი სახელი, ასაკი, ჯიშია მითითებული და პირადი სურვილებიც – მაგალითად, რა სასუსნავი ყვართ და სად ურჩევნიათ, რომ ეფერებიან (გთხოვთ, კუდზე არ მომქაჩოთო).

დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმე ძაღლი მუშაობს. ისინი ყოველ 2 საათში ერთხელ ენაცვლებიან ერთმანეთს.

ცხადია – არამხოლოდ საშობაო და სადღესასწაულო დღეებში, თუმცა, ასეთ დროს, როდესაც მგზავრთა ნაკადი განსაკუთრებით იმატებს, დიდია პასუხისმგებლობაც და ძაღლებს გამორჩეული ჯაფა აწევთ.

LAXPUPs (3)

პროგრამის ხელმძღვანელი, ჰეიდი ჰიუბნერი ამბობს, რომ LAXPUPs 2013 წელს ექსპერიმენტის სახით დაიწყო, ამოცანას წარმატებით გაართვა თავი, იმედები სრულად გაამართლა და დიდი მოწონებით სარგებლობს. ძაღლები მგზავრების მხოლოდ სტრესის მოხსნასა და გახალისებაზე არ მუშაობენ, მათ მომვლელი (თერაპევტი) ცხოველების მომზადება აქვთ გავლილი და, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მგზავრებისთვის დახმარების აღმოჩენაც შეუძლიათ.

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Twitter: LAX PUP Therapy Dogs

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

7 thoughts on “აეროპორტში – სტრესის მოსახსნელად”

  1. ❤ აეროპორტი მენატრება ძალიან 🙂

    Sci-fi თარგმნა დაამთავრე?
    რამე სხვა ჟანრსაც ხომ არ აპირებ? კარგად გამოგდის. ❤
    ფანტასტიკა ვერ შევიყვარე ვერაფრით.

    Like

    1. In reply to:❤ აეროპორტი მენატრება ძალიან 🙂 Sci-fi თარგმნა დაამთავრე? რამე სხვა ჟანრსაც ხომ არ აპირებ? კარგად გამოგდის. ❤ ფანტასტიკა ვერ შევიყვარე ვერაფრით.
      რა დაამთავრებს მაგას 🙂 გაგრძელება იქნება.

      რამე სხვა ჟანრსაც ხომ არ აპირებ? კარგად გამოგდის.

      ყველა ჟანრი კარგია ნიჭით ძლიერი მწერლისთვის და ყველა ცუდია ნიჭით სუსტისთვისო. 🙂 – კიტა აბაშიძემ თქვა მიახლოებით ასე.
      ისე, ზოგი მოთხრობა, რაც ვთარგმნე, ჟანრის საზღვრებიდან გადის. რავი.
      აი ბოლო რაც დევს მაგალითად უშუალოდ ამის წინა პოსტი – კლასიკური საიფაი სულაც არაა.
      და რეი ბრედბერის ის მოთხრობაც, ბოლოს რაც დავდე ბრედბერიდან, საერთოდ არაა საიფაი.
      შემდეგი რაც იქნება ისიც ჟანრულ ზღვარზეა 😉

      Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: