კვირადღის პოსტი
ცოტახანს საიფაიდან რომ დავისვენოთ, დღეს თარგმანი არ იქნება. 🙂 თუმცა, ეს პოსტიც, ერთგვარად, საიფურია.
ბიგლის ჯიშის ცუგა სნუფი (რომლის მიკრო-მოთხრობაც, სხვათაშორის, ვთარგმნე ამასწინ) კოსმოსში სამოგზაუროდ ემზადება. კოსმოსისა და აერონავტიკის ეროვნული ასოციაციის (იგივე – NASA-ს) მთვარის მისია “არტემიდე პირველი” (Artemis I) 2022 წელს აიღებს სტარტს ჩვენი პლანეტის თანამგზავრისკენ. სნუფის ამოცანა NASA-ს “ნულოვანი გრავიტაციის ინდიკატორის” მუშაობაში გამოცდაა… ოღონდ არ მკითხოთ, რა ჯანდაბაა. 🙂 რაღაც გამორჩეულად საჭირო დანადგარი კი იქნება, რაკი მისი გამოცდა თვით სნუფის ანდეს.
სნუფი და NASA ძველი მეგობრები არიან. ის NASA-ს პროგრამა “აპოლონის” (Apollo) ოფიციალური თილისმა და გამოცდილი ასტრონავტია – უკვე ორჯერ არის კოსმოსურ მისიაში ნამყოფი – 1990 და 2019 წლებში.
©Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
___