ნიკო და როკო

ოთარ იოასელიანის ფილმია “გიორგობისთვე”. ნანახი გექნება. ასეთი პერსონაჟია, ნიკო, ღვინის ტექნოლოგი. უხარისხო და ფალსიფიცირებული ღვინის გამო, ქარხნის დირექტორთან კონფლიქტი აქვს. იმათ საწარმოო გეგმა აინტერესებთ, ნიკოს – ხარისხი. ნიკოსგან განსხვავებით, როკოს უფროსებში გაუმართლა. ერთი მიზანი აქვთ – უხარისხო სასმელი ბოთლში არ უნდა მოხვდეს და გასაყიდად არ გავიდეს. ამ საქმეს როკო რამდენიმე საათს ანდომებს – ყოველ დილით შედის სარდაფში და კასრებს ყნოსავს. როკო არ სვამს. ავსა და კარგს არომატით არჩევს. ინგლისური კოკერ-სპანიელია შოტლანდიური ვისკის სახდელ Girvan Distillery-ს მთავარი მყნოსავია – ვისკი-სნიფერი. ეს ვისკის სახდელი William Grant & Sons ეკუთვნის.

Rocco the Whisky Dog on duty

ჩამოვლისა და დაყნოსვის შედეგებს როკო უშუალოდ ქრის ვუფის წარუდგენს, კომპანიის ბრენდ-მენეჯერს. როკომ მშვენივრად იცის, როგორი არომატი უნდა ჰქონდეს კასრში დაძველების პროცესში მყოფ ვისკის და საკმარისია, რამე უცხო სუნი იგრძნოს, იმწამსვე განგაშს ტეხსო, – ამბობს ვუფი.

Rocco the Whisky Dog

როკომ 6-თვიანი მომზადების კურსები გაიარა უელსში, მაძებარი ძაღლების სკოლაში B.W.Y. Canine-ში ცნობილ მწვრთნელთან, სთიუართ ფილიფსთან. ფილიფსის მიერ მომზადებული ძაღლები ეძებენ იარაღს, დენთს, სხვადასხვა აკრძალულ ნივთიერებებს, მუშაობენ საპოლიციო დანაყოფებში, საბაჟოში, საზღვარზე… როკო პირველი ვისკი-სნიფერია, ვინც ფილიფსთან სწავლობდა. მეორე არის ბრაიანი – კიდევ ერთი კოკერ-სპანიელი, რომელიც როკოს მეწყვილედ აიყვანეს. მარტო ძაღლი სწავლაშიაც ბრალიაო, ნათქვამია.

Rocco the Whisky Dog and Lianne

პირადად მე სკოჩებიდან გლენფიდიხი მირჩევნია, ისეკი ბურბონი და ირლანდიური ვისკი მიყვარს, მაგრამ როცა Grant’s დავლევ, მეცოდინება, რომ ხარისხზე როკო ზრუნავს.

ისე, როგორც ნიკო. “გიორგობისთვეში”.

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Meet Rocco, the cocker spaniel who works at a whisky distilleryMeet Bran & Rocco, the whisky project detection dogs – B.W.Y Canine

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: