კატები და გეომეტრია

კატებს ყუთები უყვართ. ჩაძვრებიან და სხედან. ვინ იცის, როდის დაიწყო ეს სიყვარული. პირველი კატისა და პირველი ყუთის შეხვედრიდან, უთუოდ და არასდროს მთავრდება. მიზეზს ბევრი იკვლევს. პასუხი – არვის აქვს. კატებმა იციან, მაგრამ არ ამხელენ. შესაძლოა, ყუთში უფრო დაცულად გრძნობენ თავს, როგორც ციხე-სიმაგრეში. როგორც – აბჯარში. შეიძლება, ჩელენჯია – ვინ ჩაეკატება უფრო პატარა ყუთში.

მაგრამ ცხოველთა ფსიქოლოგიის სამმა მკვლევარმა: გაბრიელა სმითმა (Gabriella Smith) და სერა-ელიზბეთ ბაიოსერიამ (Sarah-Elizabeth Byosierea) ნიუ იორქის Hunter College-დან და ფილიფ შუინარდმა (Philippe A. Chouinard) მელბურნის La Trobe University-დან გამოაქვეყნეს კვლევა, რომელიც ადასტურებს – კატებს უყვართ გეომეტრიული ფიგურები და გამორჩეულად – მართკუთხედები. სულ არ არის აუცილებელი ყუთი იყოს და კედლები ჰქონდეს. თუ კედლები არ აქვს, კატები თავად აგებენ მათ – საკუთარ წარმოსახვაში.

კატების მფლობელებმა სხვადასხვა ქვეყნიდან საკუთარ ბინებში, იატაკზე სხვადასხვა ფორმის გეომეტრიული ფიგურები გამოსახეს და კატებს დააკვირდნენ.

Cats and squares

ფოტოზე კატა ე.წ. კანიძას ვირტუალურ მართკუთხედში ზის. გაეტანო კანიძა იტალიელი ფსიქოლოგი იყო, ვინც ოპტიკურ ილუზიებს სწავლობდა. ეს ფიგურები მის სახელს ატარებს (ძველი თაობის გეიმერებს, უთუოდ, გეცნოთ პაკმანი :)).

არ მგონია, კატებმა კანიძა იცოდნენ, მაგრამ მის ფიგურებს ისევე აღიქვამენ, როგორც – ადამიანები. რომ დათვალეს, თანაბრად ირჩევდნენ ჩამოსაჯდომად მართკუთხედებს როგორც დახაზული, ასე – ვირტუალური ფერდებით. სხვა ფიგურებს – მეტწილად აინუნშიც არ აგდებდნენ, ან, ქართულად რომ ვთქვათ, აიგნორებდნენ.

გეომეტრია იმ კატებსაც უყვართ, თურმე, ვინც ყუთებში არ მიძვრება. მაგალითად, ჟღალბეწვა სახელად ჩიზი გულგრილია ყუთების მიმართ, მაგრამ იატაკზე გამოსახულ მართკუდხედებს გვერდს არც ის უვლის.

გაბრიელა სმითი ახლა იმუქრება, რომ მალე კატების 3D ოპტიკური ილუზიებით გამოცდას დაიწყებს. ულვაში არ გადაგვიღუნოო – ფიქრობენ, ალბათ, კატები.

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Why Cats Love to Sit in Boxes—Even Fake Ones by Elizabeth Gamillo. SmithsonianMag
Scientists Find That Cats Love to Sit Inside Squares—Even Fake Ones by Ed Cara. Gizmodo

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

2 thoughts on “კატები და გეომეტრია”

  1. გაბრიელა სმითი ახლა იმუქრება, რომ მალე კატების 3D ილუზიებით გამოცდას დაიწყებს. ულვაში არ გადაგვიღუნოო – ფიქრობენ, ალბათ, კატები.

    :))))
    რა სახალისო პოსტი იყო.
    ვისიამოვნე ფრიად.

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: